“ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო”

buy diflucan fluconazole arimidex treatment for gyno buy yasmin contraceptive Anastrozole generic cost diflucan cost walgreens
1925 წელი, მონპარნასის სახელგანთქმული საცეკვაო დარბაზი “ბულიე”… ფართო კიბეზე აუჩქარებლად და გამომწვევად ეშვება კიკი, თითოეულ საფეხურზე კოსტიუმის ნაწილს ტოვებს. საფეხურები სრულდება – კიკიც დედიშობილაა, მხოლოდ სირაქლემის ბუმბულის დიადემა ამშვენებს.
კიკი მონპარნასის ლეგენდა იყო. ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო…
.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მონპარნასში 20-იანი წლების ოქროს ეპოქა დადგა. საყვარელ გასართობად კაბარე იქცა…

კიკი ბურგუნდიაში 1901 წელს სტამბის მუშისა და მენახშირის ოჯახში დაიბადა. სინამდვილეში ალისა ერქვა და დედის გვარს – პრენს ატარებდა, რადგან მამის გახსენებაც არ სურდა – კიკის ყველა და-ძმა უკანონო ქორწინების ნაყოფი და სხვადასხვა მამის შვილები იყვნენ. 12 წლისა უკვე მუშაობდა, ჯერ სტამბაში, შემდეგ პურს აცხობდა…
.

ერთ დღეს კი ყველაფერი მოჰბეზრდა და მენატურედ იქცა – 16 წლისა მამაკაცების წინაშე გაშიშვლდა. მისი საყვარელი ქალს სცემდა და მეძაობას აიძულებდა. თუმცა კიკის სხეული ფულზე არ გაუყიდია. მხოლოდ ერთხელ, ისიც იმიტომ, რომ საყვარელთან უფულოდ დაბრუნების შეეშინდა, ვიღაც საზიზღარი მოხუცის წინ 3 ფრანკად მხოლოდ მკერდი მოიშიშვლა.
.
buy doxycycline monohydrate zoloft cost with insurance100mg of zoloft for anxiety doxycycline cost without insurance
პირველ გამონათებად პოლონელ მხატვარ მორის მენჟინსკისთან რომანი იქცა.
.
cost of cialis at cvs

“მდიდრები არ ვიყავით, – იხსენებდა კიკი, – თუმცა, არც გვშიოდა. მერე რა, რომ სამი ნომრით დიდი ფეხსაცმელი მეცვა”.
ერთხელ კიკი ენაბილწმა მოიშე კისლინგმა შენიშნა და იკითხა: “ვინ არის ეს ახალი კახპა?” იმავე საღამოს კიკი უკვე მხატვარს პოზირებდა.

xenical orderbuy orlistat alli მოიშე კისლინგი

.
zyban generic name generic for zyban
Kiki de Montparnasse, ცუგუჰარუ ფუძიტა cialis female actresses
.

შემდეგ იყო სეანსები ცუგუჰარუ ფუძიტასთან, მოდილიანისთან, სუტინთან, პიკასოსთან – მონპარნასის ყველა ცნობილ მხატვართან. კიკი პარიზის პირველ მენატურედ იქცა. სილამაზით არ ბრწყინავდა, სამაგიეროდ, მხიარული და ლაღი იყო.
.

valtrex in pregnancy yasmin price south africa cialis ad cialis generic overnight delivery მოიშე კისლინგი
.

კისლინგი ხარხარებდა, როცა ქალი მოლბერტთან ოპერის მომღერლებს ჰბაძავდა. შესაძლოა, კაბარეს მომღერლობაც მაშინ მოუვიდა აზრად…
.
cialis lowest price
მან რეი
.

1921 წელს მონპარნასზე ორი მეგობარი დასახლდა – ფოტოგრაფი, მხატვარი და კინემატოგრაფი მან რეი და მხატვარი-დადაისტი მარსელ დიუშანი (სწორედ ის, თავის დროზე “ჯოკონდას” ულვაშები რომ მიახატა და გადმოპირქვავებული უნიტაზი წარწერით “შადრევანი” გამოფინა).
prednisone tablets for sale Prednisone natural alternative celadrin cheap
.

მან რეისა და კიკის რომანი მათი დიდების დასაწყისად იქცა: კიკი მისი ფოტოექსპერიმენტების (რეი რეიოგრაფიებს ეძახდა) მთავარი მოდელი გახდა. 1924 წელს რეიმ ფოტოხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათი შექმნა – კიკის კოლაჟური გამოსახულება სიურრეალისტური სახელწოდებით “ენგრის ვიოლინო”.

.

მონპარნასელები კინოშიც პირველი ექსპერიმენტატორები იყვნენ და კიკი ეკრანის ერთ-ერთ პირველ ვარსკვლავად იქცა. წინასწარ დაწერილი სცენარის გარეშე გადაიღეს ფილმი, სადაც კადრები ობიექტთა რიტმული შეხამებით დაამონტაჟეს. კადრებში კრთებოდა კიკის თვალები და ბაგე, ღვინის ბოთლებს გეომეტრიული ფიგურები ცვლიდა, ავეჯი დახტოდა და მარიონეტივით იგრიხებოდა ჩარლი ჩაპლინი. პოსტერი ფილმიდან “ზღვის ვარსკვლავი”, სადაც კიკის კბილებით ვარდი უჭირავს, 300.000-იანი ტირაჟით გაიყიდა.

.

კიკი თავად იკერავდა სამოსს და სხვის გემოვნებას არ ენდობოდა. ერთ დღეს, როცა რეიმ მას სკიაპარელის ორი უძვირფასესი კაბა აჩუქა, ქალმა დაუფიქრებლად გადაჭრა ისინი და ორი სხვადასხვა ნაწილი შეაერთა.
.

კიკი მხატვარიც იყო. 1927 წელს მეგობრებმა მისი გამოფენის მოწყობა გადაწყვიტეს. კატალოგის წინასიტყვაობაში პოეტი რობერ დესნოსი წერდა: “ჩემო ძვირფასო კიკი, შენ ისეთი მშვენიერი თვალები გაქვს, რომ მათ მიერ დანახული სამყაროც თვალწარმტაცია”.
stromectol buy onlineStromectol 3 mg tablets cialis cost comparison cialis super active europe
.

გამოფენაზე მთელმა მონპარნასმა მოიყარა თავი, გაზეთებმა კი ის წლის საუკეთესო ვერნისაჟად მონათლეს. გამოფენაზე კიკიმ დაუფიქრებლად მიახალა შინაგან საქმეთა მინისტრ ალბერ საროს,“კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ შენს ბრიყვ მინისტრებს აქ არაფერი ესაქმებათო…
.
generic viagra cialis levitra cheap
როცა კიკის მემუარებმა, ჰემინგუეის წინასიტყვაობით, დღის სინათლე იხილა, რასპაის ბულვარზე მდებარე წიგნების მაღაზიას ათასობით თაყვანისმცემელი მიაწყდა – იქ ხომ 30 ფრანკად შეიძლებოდა მემუარების, ავტოგრაფისა და კიკის ამბორის მიღება!
.

კიკის თითოეულ მოძრაობას, თითოეულ სიტყვას იტაცებდნენ მისი ნიჭის თაყვანისმცემლები… გალა-საღამოზე, რომელიც გეტეს (მხიარულების ქუჩაზე) გაიმართა, კიკი მონპარნასის დედოფლად აირჩიეს.
.

1929 წელს კრიზისმა ევროპისა და ამერიკის ბოჰემური ცხოვრებაც დაასამარა. პარიზში შიმშილმა და სიღარიბემ დაისადგურა. ქალაქს აღარ ეცალა კიკისთვის…
.

ქალი უწინდებურად მღეროდა, ამჯერად მწირი აუდიტორიის წინაშე, მაგრამ მხოლოდ ღვინისა და ნარკოტიკებისთვის… კიკის სიცოცხლის ბოლო 20 წელი სიცარიელით იყო სავსე.
.

ყველამ დაივიწყა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხშირად ხედავდნენ კაფე “კუპოლში”: ფეხებდასივებული, სმისგან სახეშეშლილი ყოფილი დედოფალი მაგიდიდან მაგიდასთან ბოშასავით გადადიოდა და კლიენტებს მარჩიელობას სთავაზობდა.
მონპარნასის დედოფალი 50 წლისა აღესრულა. მისი დაკრძალვა მწუხარე საკარნავალო მსვლელობას ჰგავდა: წარწერებიანი ლენტები, ოქროს გვირგვინები…

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. თამარ ფულარია says:

    რაღაც მეტკინა. დუდანა კარგი ხარ. ეს ისტორია არ იყო ჩემთვის ცნობილი. ისე ვიტყოდი, რომ კიკი შემთხვევით, დაუმსახურებლად არზევდა, მას არც ნიჭი და არც გამორჩეული ტალანტი გამოჰყოლია,უბრალოდ გაუმართლა და გასაკვირი არ არის რომ ბოლოს დეპრესიამ დარია ხელი, თუმცა ასე თქმაც არ იყოს იქნება უპრიანი. რამდენ კორიფეს დაუსრულებია სიცოცხლე უკიდურეს სიდუხჭირეში, რომლებიც სიკვდილის შემდეგ იქნენ აღიარებულნი.მოკლედ ცხოვრება ხან აღმართია და ხან დაღმართი. დაშვება ძნელია, მაგრამ იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რომ დაშვება უმტკივნეულო იყოს.

დამიტოვეთ კომენტარი