“გურამ თიკანაძეს შხარა აუღია…”


გურამ თიკანაძეს გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ ფოტოგრაფიასა და ალპინიზმში. გეოლოგ კაცს, ცხადია, მოგზაურობა და მთაში ყოფნა უწევდა. ალპინიზმით გატაცებულმა ფეხით მოიარა მთელი საქართველო და ამავდროულად უამრავი ფოტოშედევრი შექმნა. 30 წლის იყო გურამი, კავკასიონის ურთულესი მწვერვალიდან – შხარიდან დაშვებისას ტრაგიკულად რომ დაიღუპა. ბევრი მწვერვალი დარჩა დაულაშქრავი, უფრო ბევრი ფოტო – გადასაღები.
.
.
cialis savings card cialis for sale
გურამ თიკანაძე და გურამ რჩეულიშვილი
.

“გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა”… წერდა თავის ცნობილ ლექსში პოეტი მურმან ლებანიძე. სხვათა შორის, მართლა ასე ყოფილა, ერთადერთი თოკის იმედად დაშვებულა მამაცი მთამსვლელი შხარიდან და თოკი გაწყვეტილა…
.
.

.

– ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!..
ვოი, კალა-უშგული შეკრებილა –
ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…
ვოი, შხარა სისხლით შეღებილა –
კოხტა თიკანაძე მომკვდარა…
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია –
თოკი ერთადერთი ჩაუბია –
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში…
“ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე მითხარით ზარი!..”
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
“თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა –
რამ დაგაპატარავა, შვილო?!”
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს
შენი საკაცე…
შენ დაგეუფლა
ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი
უკვე დახარჯე…
შენ გაიელვე
ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს
ღამე გახაზე…
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე…
ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!..
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია –
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა.”
.

მურმან ლებანიძე, 1964წ.
.
.

.
.

.
.
cost of zyban without insurance zyban online pharmacy
.
.


მიხეილ მესხი, 1960
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.
non prescription ivermectinStromectol 3 mg tablets
.
.
buy arimidex online in australia cheap cialis pills yasmin 28 generic does cialis super active work Anastrozole generic cost celadrin cream where to buy
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.
‎gel v shellac cheap cialis nz price of yasmin pill
.
.

.
.
cheap xenical 120 mgbuy generic xenical price of cialis pills
.
.

.
.

.
.
price of diflucan at walmartbuy diflucan single dose
.
.
black power cialis
.
.

.

.

.

.
doxycycline price ukdoxycycline malaria tablets price
.
.

.
.

.
.

.
.

.
.
yasmin price uk
.
.

.
.

.
.
cost of prednisone 20 mg Prednisone natural alternative
.
.
buy sertraline 100mg100mg of zoloft for anxiety
.
.

.
.

.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. თამარ ფულარია says:

    თიკანაძე ძალიან მძიმედ გადავიტანეთ ჩვენმა თაობამ. გამორჩეულ ვაჟკაცს სიკვდილიც გამორჩეული არგუნა განგებამ.

  2. ბელა says:

    უნიჭიერესი ჭაბუკი!
    სულში და გულში მზით!

    ნეტა ვინმემ ითაოს მისი ფოტოხელოვნების გამოცემა წიგნად. ჯერ კიდევ ბევრნი ვართ გურამის ნიჭის დამფასებლები და ყველა ვიყიდდით.

    ლებანიძის ლექსის ნაწყვეტები ახლაც ზეპირად მახსოვს :)))

  3. ხათუნა says:

    გურამ რჩეულიშვილის და გურამ თიკანაძის ფოტო მართლაც შეუფასებელია ქართველებისთვის

დამიტოვეთ კომენტარი