დაუნდობელი ექსპერიმენტი – 5 ტყუპი დის ”კოლბაში” გატარებული ბავშვობა


წელს კანადის ყველაზე ცნობილ ტყუპებს 80 წელი შეუსრულდებოდათ. 1934 წლის 28 მაისს, ღარიბი ფერმერის ოჯახში დაბადებული 5 და ნამდვილ “ოქროს საბადოდ” იქცა – კანადის მთავრობამ მათ ხარჯზე უზარმაზარი თანხა გამოიმუშავა. დების ისტორია თავიდანვე საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებების განხილვის თემა გახდა, მაგრამ ფულმა და პოპულარობამ მათ ბედნიერება ვერ მოუტანა.

.

ონტარიოს პროვინციის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები, ღარიბი ფერმერი ოლივა დიონი მეუღლესთან და 3 უფროს შვილთან ერთად პატარა ფერმაში ცხოვრობდნენ, სადაც შუქი და წყალიც კი არ ჰქონდათ. ფერმერის ცოლი ფეხმძიმობისას ეჭვობდა, რომ ტყუპებს ელოდა, მაგრამ ერთდროულად 5 ჩვილის დაბადება ოჯახისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. დღენაკლული ჩვილები 600-600 გრამს იწონიდნენ. ექიმი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, დარწმუნებული იყო, რომ ბავშვები 1 საათსაც ვერ გასტანდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სიკვდილი არ ეწერათ – ხუთივე და გადარჩა. ეს ამბავი რამდენიმე დღეში მთელ კანადას მოედო.
.
.

დები: ანეტ, სესილი, ემილი, მარი და ივონი
.

როდესაც ბავშვებს 6 თვე შეუსრულდათ, მამამ გადაწყვიტა ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენაზე ეჩვენებინა გოგონები. კანადის მთავრობამ უჩვეულო ჩვენების ორგანიზაცია საკუთარ თავზე აიღო და გოგონებისთვის სპეციალური საცხოვრებელი პავილიონი ააშენა, რომლებსაც კედლებად უზარმაზარი მინები ჰქონდა, რათა მნახველს ბავშვების დათვალიერება შესძლებოდა.
.
.

დები დიონები პავილიონში 1935 წლიდან 1943-მდე იმყოფებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში ბავშვები 3 მილიონ ადამიანზე მეტმა მოინახულა. გოგონების წყალობით ჩიკაგოს გამოფენა ქალაქის ღისშესანიშნავ ადგილად იქცა, რამაც ტურისტების არნახული ნაკადი გამოიწვია.
.
.

ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მოდიოდა დების სანახავად. გოგონები მედდების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო მოედანზე თამაშობდნენ, რომელიც გარე სამყაროსგან გისოსებით იყო გამიჯნული. მოკლედ, ეს იყო ერთგვარი “ზოოპარკი” ტყუპებისთვის – მინისა თუ რკინის გისოსებში გამომწყვდეული საბრალონი სახელმწიფომ “ფულის საჭრელ” მანქანად აქცია. “ზოოპარკის” სპეციალურად მოწყობილ დახლებზე სუვენირები იყიდებოდა.
.
.

ამ სუვენირებითა და გოგონების გამოსახულებიანი სხვადასხვა ნივთით კანადის მთავრობამ დიდი ფული მოიხვეჭა. გამოიცა მათი სახელობის 5 თოჯინა, ჰოლივუდში მათზე ფილმებიც გადაიღეს. ბავშვთა კვებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები ტყუპების ფოტოებს რეკლამებში წარმატებით იყენებდნენ. დაუნდობელი ექსპერიმენტის მსხვერპლი დები მსოფლიო ბრენდად იქცნენ.
.
.

სამყაროსგან იზოლირებულებს ძვირფასი სათამაშოები, მოდური ტანისამოსი და საუკეთესო მოვლა ჰქონდათ, თუმცა ალკდათ ყველაზე მთავარი – მშობლების სითბო, და-ძმის სიყვარული და თანატოლებთან ურთიერთობა.
.

.
.

როდესაც ბავშვებს 9 წელი შეუსრულდათ, მთავრობამ კალანდერში დიონებისთვის დიდი სახლი ააშენა, რათა მთელ ოჯახს ერთად ეცხოვრა. თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დები ასეთ ცხოვრებას მიჩვეული არ იყვნენ და გაუჭირდათ ოჯახურ გარემოში ადაპტირება. ვოლიერში გაზრდილი “მხეცები” ვერ ეგუებოდნენ ცხოვრების ახალ წესს, თუმცა 16 წლამდე მაინც გაძლეს და შემდეგ მშობლებმა ინტერნატში გაამწესეს.
.
.

გოგონებს იღებდნენ კოსმეტიკისა და პროდუქტის რეკლამებში, მათ დაბადების დღეს მედიასაშუალებები აშუქებდნენ, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონებისთვის, რომლებმაც მთელი ბავშვობა “მინის სამყაროში”გაატარეს, საზოგადოებასთან ურთიერთობა ტანჯვად ექცათ. ასეთი ცხოვრების წესმა სამუდამო დაღი დაასვა მათ ფსიქიკას. 18 წლისებმა საბოლოოდ გაწყვიტეს კავშირი ოჯახთან, რომელიც მათი საშუალებით გამდიდრებას ცდილობდა.
.
.

ტყუპი დების შემდგომი ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. 20 წლის ასაკში მონასტერში წასული ერთ-ერთი და – ემილი ეპილეფსიის შეტევით გარდაიცვალა. ტყუპებისთვის ეს საშინელი დარტყმა აღმოჩნდა…
.
.

მეორე და – მარი 30 წლისა წარუმატებელი ქორწინების შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა… სესილიმ და ანეტმაც ვერ ჰპოვეს ოჯახური ბედნიერება. მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობა ანიჭებდათ სიხარულს. სესილის ტყუპი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი მალევე დაეღუპა. 3 წლის შემდეგ კი დაქვრივდა… მეხუთე და – ივონი მონასტერში წავიდა, თუმცა იქაც ვერ გაძლო და ცხოვრების უკანასკნელი წლები სიმარტოვეში გაატარა.
.
.
 
.

უკვე ზრდასრულმა დებმა სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების შელახვისთვის უჩივლეს და 4 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღეს. “ეს თანხა ახლა უკვე დაგვიანებული და ძალიან ცოტაა ჩვენი გაუბედურებისთვის” – ასეთი კომენტარი გააკეთეს ცნობილმა დებმა. ორი და დღესაც ცოცხალია…


.
.

.
.

.
.
 
.
.

.
.

.
.
 

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. თამარ ფულარია says:

    ტყუპების ეს ისტორია უცნობი იყო ჩემთვის, გული მეტკინა, საშინელებაა ის, რომ ტყუპები ფულის კეთების წყაროდ იქციეს. უნდა გაესამართლებინათ ამ ბინძური საქმის ავტორები. თუმცა გარკვეულწილად მშობლებიც არიან დამნაშავენი.

  2. მარინა says:

    მაშინ ეტყობა ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია არ არსებობდა:(

  3. თინი says:

    მოკლედ, მათ დაბადებამდე მშობლებს უკვე 6 შვილი ჰყავდათ, სამი ბიჭი და სამი გოგო. ტყუბების შემდეგ კიდევ შეეძინათ 3 ბიჭი. ფულის შოვნის მიზნით ბავშვების გამოყენების დროს მშობლებს ჩამოერთვათ მეურვეობის უფლება. თუმცა სახელმწიფომაც გააკეთა შემდგომში მათით ფული. როცა მშობლებმა ბავშვებზე უფლება აღიდგინეს და ისინი ოჯახში დააბრუნეს, ადგილი ჰქონდა მათ შორის კონფლიქტს, გოგონების გამოყენებას და მამის მხრიდან მათზე სექსუალურ ძალადობას. 19 წლისებმა ოჯახი დატოვეს და საერთოდ გაწყვიტეს კონტაქტი ოჯახთან. ემილე გათხოვდა და შეეძინა შვილი. იგი ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა 20 წლის ასაკში ეპილეფსიის შეტევით, ცოტა ხნით ადრე მანამ სანამ, იგი საკუტარი სურვილით მონაზვნად უნდა აღკვეცილიყო.მარია გახდა ფლორისტი და გარდაიცვალა სახლში ტვინის თრომბით. ივონე, ანეტე და სესილია მოგვიანებით ხალხისგან განკერძოებულად ცხოვრობდნენ. სესილია რაღაც დროის მანძილზე დაქორწინებული იყო და ეყოლა ვაჟი, რომელმაც გამოიკვლია ტყუპი დების მეშვეობით სახელმწიფოს მიერ ნანახი სარგებელი და დაადგინა, რომ გოგოებს მეტისმეტად მცირე წილი ჰქონდათ მიღებული. სამმა დამ გაასაჩივრა ეს ფაქტი და 4 მილიონი დოლარი მიიღო ზარალის საზღაურად.
    http://de.wikipedia.org/wiki/Dionne-F%C3%BCnflinge
    ქართულ ტექსტში ბევრი უზუსტობაა და მეტისმეტად მიკერძოებულია რომელიმე მხრის მიმართ.

    • admin says:

      გმადლობთ შესწორებისთვის, მაგრამ მაინც და მაინც საგანგაშო უზუსტობა ვერ შევნიშნე, გარდა და-ძმის რაოდენობისა. ფაქტები მეურვეობის ჩამორთმევაზე და სექსუალურ ძალადობაზე გამორჩენილი მაქვს, გეთანხმებით. რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოებაზე გამეღიმა, პოლიტიკურ განაცხადს ჰგავს:)

  4. თინი says:

    ივონე არ გათხოვილა და რაღაც დრო ცხოვრობდა მონასტერში მონაზვნად. გარდაიცვალა კიბოთი 2001 წელს.

  5. ნაცნობი ისტორიაა, საშინელებაა, გული მეტკინა!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - თამარ ფულარია