მგლებთან ცხოვრების 6 წელიწადი

xenical online ohne rezeptbuy orlistat amazon
მგლის არსსა და ცხოვრების წესში უკეთ გასარკვევად ცოლ-ქმარმა ჯიმ და ჯეიმი დაჩერებმა მგლების ხროვაში 6 წელი იცხოვრეს. ტყეში წასვლამდე ცოლ-ქმარი ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ჯეიმი ვაშინგტონის ზოოპარკში მუშაობდა, კინოოპერატორი ჯიმი კი ველურ ბუნებაზე იღებდა ფილმებს. აიდაჰოს უდაბურ ტყეში მათ კარავი დადგეს და უკიდურესად პრიმიტიული პირობების მიუხედავად – არ ჰქონდათ შუქი, წყალი და ა.შ. – უმკაცრესი ზამთრის პირობებშიც არ ტოვებდნენ საცხოვრებელს. შედეგად ბევრი რამ გაიგეს მგლებზე ისეთი, რაც ძალიან ბევრისთვის უცნობი იყო.

.
doxycycline retail pricedoxycycline cost increase zyban for sale cost of prednisone at walmart Prednisone natural alternative yasmin tadjdeh zyban sales

ბოლო წლებში ხროვის ბევრ წევრს ჯიმი და ჯეიმი უკვე ლეკვობიდან იცნობდნენ, რადგან თავად ეხმარებოდნენ მშობლებს მათ გამოკვებაში. ცოლ-ქმარი გახდა ხროვის ბელადის შეცვლის სცენის მოწმე, ნახეს ხროვის წევრები როგორ ადიოდნენ იერარქიულ კიბეზე, რასაც მგლების საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ასევე, როგორ “ადამიანურად დაიტირა” ხვადმა დაღუპული პარტნიორი ძუ მგელი.
.

ჯიმი და ჯეიმი ცდილობდნენ აღენუსხათ ყველაფერი, რასაც შეეძლო ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რაოდენ მნიშვნელოვანია მგლების რიცხოვნობის შენარჩუნება, რომ ისინი არც ისეთი უწყალო და სისხლისმსმელი “მკვლელობის მანქანები” არიან, როგორც ზღაპრებში ხშირად ჰყავთ გამოყვანილი.
.

“სინამდვილეში, მგლებს ადამიანის ეშინიათ და ცდილობენ მოერიდონ, ისინი ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან. მათი გადაღება ახლო ხედით ძნელია, თუ მათთვის უცხო ხარ. ჩვენ ეს მხოლოდ იმიტომ შევძელით, რომ ბუნებრივ პირობებში ამდენ ხანს მათთან ცხოვრების შემდეგ ნდობა მოვიპოვეთ და ჩვენს შორის ისეთივე მჭიდრო კავშირი დამყარდა, როგორიც მხოლოდ ოჯახის წევრებს შორისაა შესაძლებელი.
.
lower cost cialis cialis from canada yasmin tablets
.
.


ჩვენ მუდამ ვითვალისწინებდით ხროვის პირობებს და არ ვუახლოვდებოდით მათ, სანამ თავად არ გვაგრძნობინებდნენ, რომ ჩვენი ყოფნის წინააღმდეგნი არ იყვნენ. ყოველ დილით ვტოვებდით კარავს და მივდიოდით მათთან, მგლები კი გვხვდებოდნენ და როგორც ხროვის წევრებს ისე გვესალმებოდნენ – წკმუტუნით გვილოკავდნენ სახეს და მერე ყველა თავის საქმეზე გარბოდა.

არასდროს გვიცდია ხროვაში დომინირება და თავის მხრივ, ისინიც არასდროს ცდილობდნენ ჩვენ მათი დომინირება გვეღიარებინა – ჩვენს შორის ყველაფერი იყო ნეიტრალურად”, – აცხადებს ჯიმი.
.
cheap arimidex advair diskus drug interactions Anastrozole generic cost generic nolvadex

“მგლებთან მისვლა გვაიძულა ძლიერმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მგლებისადმი, რაც ადამიანებს გააჩნია. დიდ უმრავლესობას ისინი სასტიკად სძულს, ჩვენ კი გვსურდა მათთვის გვეჩვენებინა, რომ ყველაფერი არც ისე საშიშია, მთელი ეს ბრაზი მოდის ძველი მითებიდან და მოთხრობებიდან, სადაც ყველაფერი მეტისმეტად გაზვიადებულია, მაგრამ ხომ არსებობდა დრო, როცა ადამიანების და მგლები პრაქტიკულად ერთად ცხოვრობდნენ.
.

სწორედ მგლისგან მოვიდა ადამიანთან ძაღლი, რომელიც გვიცავდა და ნადირობაში გვეხმარებოდა. მე და ჯიმმა გამოვარკვიეთ, რომ ადამიანებს ახლაც შეუძლიათ მგლებთან თანაცხოვრება, თუ მათ უკეთ გავიცნობთ”, – ამბობს მისი მეუღლე ჯეიმი.
.

“ძალიან რთული იყო ასე უცებ ცივილიზაციის ყველა სიკეთეზე უარის თქმა, რადიოც კი არ წაგვიღია. ზამთრობით ყველაფერი ირგვლივ ორმეტრიანი თოვლით იყო დაფარული და ძალიან ციოდა. ჩვენ ვიცინოდით ამ ყველაფერზე, თუმცა დილით რომ ვიღვიძებდით, საკუთარი თმა სახეზე გვქონდა მიყინული… დრომ, რომელიც მგლებთან ერთად ვიცხოვრეთ, მოგვცა უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ახლა კი ვცდილობთ, სანაცვლოდ ჩვენც მივცეთ მგლებს, რაც შეგვიძლია”,- დასძენს ჯეიმი.
.

ეს ამბავი 1990-1996 წლებში მოხდა. მას შემდეგ ცოლ-ქმარმა მთელი ცხოვრება მგლებს მიუძღვნა. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ თავისი ცოდნა და გამოცდილება, აქვთ საკუთარი საიტი და მთელს მსოფლიოში ეწევიან განმანათლებლურ საქმიანობას უმსხვილეს ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებსა და სკოლებში, მათ შორის ლონდოდნის ბუნების ისტორიის მუზეუმში. გამოშვებული აქვთ 4 წიგნი. ბოლო წიგნი გასული წლის თებერვალში გამოვიდა სახელწოდებით “მგლების დამალული ცხოვრება”.
.

.
.
buy cialis 36 hour
.
.

.
.
generic zoloft cost without insurance ‎v-gel waist trainer buy cialis for cheap from us pharmacy 100mg of zoloft for anxiety
.
.
generic of diflucancost of diflucan at walmart ‎v-gel rabbit stromectol order onlineStromectol 3 mg tablets
.
.

.
.
buying cialis online canada cialis black 800mg reviews

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. მოგესალმებით!.. მე ბიოლოგი ვერ, გელათის საჯარო სკოლის მასწავლებელი. მიყვარს ბუნება და განსაკუთრებული ინტერესი მაქვს მგლების მიმართ… დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ინფორმაციისათვის და ვწუხვარ, რომ არ ვიცი ნგლისური ენა, ამ ადამიანებთან კონტაქტი რომ შევძლო…

  2. vep1963 says:

    მშვენიერი წერილია.ყოჩაღ დუდანა,ეგრე გააგრძელე

დამიტოვეთ კომენტარი