როგორც ცხოვრობს არაბთა გაერთიანებული საამიროების ტახტის მემკვიდრე

ჰამდან ბინ მოჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმი – დუბაის საამიროს ტახტის 32 წლის მემკვიდრეა. შეიხი ჰამდანი ნამდვილი აღმოსავლელი პრინცია: ზღაპრულად ლამაზი, უზარმაზარი ქონების პატრონი და აქვს სამეფო პირებისთვის დამახასიათებელი ისეთი გატაცებები, როგორიცაა ნადირობა შავარდნით, ცხენოსნობა და ”ფორმულა-1”-ის რბოლები. დღეისთვის მისი ქონება 18 მლრდ დოლარს აღემატება.
.


არაბი შეიხი ჰამდანი დაბადებიდან წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობს. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის , დუბაის საამიროს მმართველის, შეიხ მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმის ოჯახში დაიბადა. მას კიდევ 6 ძმა და 9 და ჰყავს. გაერთიანებულ საამიროებში ჰამდანი მეტად პოპულარული პიროვნებაა თავისი მრავალმხრივობითა და თითქოსდა ”ხალხთან სიახლოვის” გამოისობით.
.
.

სინამდვილეში ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჰამდანმა არა მშობლიურ საამიროებში, არამედ დიდი ბრიტანეთში გაატარა, სადაც ბრწყინვალე განათლება მიიღო. თავდპირველად სწავლობდა ელიტურ ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში სანდეჰერსტში, რომელსაც შვილებისთვის ხშირად ირჩევენ ინგლისელი არისტოკრატები. შემდეგ შეიხი ლონდონში გადავიდა, სადაც ეკონომიკას სწავლობდა. ნისლიან ალბიონზე გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ჰამდანს სამშობლოში დაბრუნებამ მოუწია, სადაც სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეები ელოდა.
.

მამა მას ბავშვობიდან ამზადებდა საამიროების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ შეიხის ნახვა ხშირად შეიძლება უამრავ ყრილობებსა თუ სამიტებზე, სადაც ის ხალხის მასისგან მკვეთრად გამოირჩევა თავისი ეროვნული სამოსით, რომელსაც მუდამ ატარებენ საამიროების სამეფო ოჯახის წევრები ოფიციალური ღონისძიებების დროს.
.
.


ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიხი ჰამდანი სხვანაირად გამოიყურება – მას უყვარს ”ფორმულა-1”-ის სიმბოლოიანი სპორტული მაისური, შორტები, ქუდი. და საერთოდ პრინცი პოლიტიკასთან არც ისე ახლოსაა, რომანტიკული ხასიათი აქვს და უყვარს მოგზაურობა, შავარდნით ნადირობა და ცხენზე ჯირითი.
.
.

პრინცი შესანიშნავი მხედარია და ცხენოსნობით დიდი ხანია სერიოზულადაა გატაცებული. აქვს საკუთარი საჯინობო და მაღალი ოსტატობის წყალობით ერთხელ არაბთა ოლიმპიადაზეც კი გაიმარჯვა.
.
.

საამიროების შეიხი სულ არ ჰგავს ბტიტანელ პრინცებს ჰარის ან უილიამს, თუმცა ინგლისში რამდენიმე წელი იცხოვრა. მისი ”კოლეგებისგან” განსხვავებით, ჰამდანის პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, ისიც მხოლოდ გაგონილი ან მინახვედრი. რაც ზუსტად ცნობილია ისაა, რომ სამეფო კარის იმიჯმეიკერები მუდმივად შრომობენ, რათა შეიხის რეპუტაცია უმწიკვლო იყოს.
.
.
 

თავად განსაჯეთ – შეიხი ჰამდანი გამუდმებით იღებს ფოტოებს ბავშვებთან, თავის მრავალრიცხოვან ნათესავებთან და მათთან ერთად გამოიყურება როგორც მომხიბვლელი და კეთილი ბიძია. ამავე დროს შეიხი არავის აძლევს საშუალებას დაივიწყონ, რომ ის ფუფუნებაში ცხოვრობს – ქსელში ჰამდანის უამრავი ფოტოა ვეფხვის ბოკვერებთან, შავარდნებთან, არაბულ ბედაურებთან, მდიდრულ ავტომობილებთან, შესანიშნავი სასახლის ინტერიერებში… მოკლედ, შეიხი მუდმივად ძალაუფლებისა და სიმდიდრის შარავანდშია.
.
.

თავისთავად ცხადია, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი არ შეიძლება დაკავებული არ იყოს ქველმოქმედებით – ჰამდანი კურირებს რამდენიმე ფონდს, ხანდახან კი პირადად ესტუმრება ხოლმე შეჭირვებულ ადამიანებს.
.
.

ქალებთან მისი ურთიერთობების შესახებ მხოლოდ ჩურჩულით საუბრობენ. კითხვაზე მისი მომავალი ქორწინების შესახებ პრინცმა განაცხადა, რომ დაბადებიდან დანიშნულია თავის ნათესავზე დედის მხრიდან, ასე რომ პრობლემები პატარძლის შერჩევისას არ აქვს – ყველაფერი მანამდე გადაწყდა, სანამ ის ზრდასრულ ასაკს მიაღწევდა. რამდენჯერმე პრესაში მისი ფოტოც გამოჩნდა უცნობ ქალბატონთან ერთად, რომლის სახესაც ვერასდროს ვნახავთ – სავარაუდო საპატარძლო სხვებისთვის მხოლოდ თვალებს აჩენს, ყველაფერი დანარჩენი კი ქმრისაა.
.
.

თუმცა, პრინცს უფლება აქვს იმდენი ცოლი ჰყავდეს, რამდენის მოესურვება. ასე რომ, მისი რომანტიკული გატაცების შესახებ საუბარი რთულია. მაგალითისთვის, ჰამდანის მამას, შეიხ მუჰამადს, გავრცელებული ხმებით დაახლოებით 5 ცოლი ჰყავს. ”დაახლოებით”, რადგან ზუსტი რაოდენობა მართლაც არ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ საიდუმლოებით მოცულ აღმოსავლელ პრინცთან მიახლოების არავითარი საშუალება თვით არისტოკრტული ოჯახების ქალიშვილებსაც არ გააჩნიათ, რადგან ყველაფერი, რაც მის პიროვნებასთანაა დაკავშირებული,კონფიდენციალურია. ხოლო ჰამდანის გავლენიანი საგვარეულო მისთვის ცოლის არჩევანს, სავარაუდოდ, თავად პრინცის არჩევანის მიხედვით არ გააკეთებს. ყოველივე ეს მიმზიდველი გარეგნობისა და მრავალი ტალანტით დაჯილდოებულს შეიხს ხელს არ უშლის ჰყავდეს უამრავი საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემელი, რადგან ყურება და ოცნება არავის აუკრძალავს!
.
.

ამჟამად 32 წლის შეიხს დუბაის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარისა და დუბაის საამიროს სპორტული კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობები უჭირავს.
.
.

მამამისის დარად, შეიხი ჰამდანიც წერს ლექსებს. მისი პოეზიის ძირითადი მოტივები ოჯახი, სამშობლო და რომანტიკული ურთიერთობებია.
.
.

პრინცი გამოცდილი მხედარია, აზიის თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ცხენოსნობაში.
.
.

მისი უდიდებულესობა ასევე გატაცებულია აქლემების გამრავლებით, რაც საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული.
.
.

პრინცი კერძო თვითმფრინავში.
.
.

ცურვა წყალქვეშ მსოფლიოში ერთადერთ მცურავ სპილოსთან.
.
.
 

ჰამდანი მუშაობს საქველმოქმედო პროექტებზე, მაგალითად, იცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტერესებს.
.
.

ჰამდანის სახლის ნებიერა.
.
.

პრინცის ერთ-ერთი ჰობი – ავტომობილებია…
.
.
 

სიმაღლიდან ხტომა…
.
.

.
.

… ალპინიზმი…
.
.

… შავარდნით ნადირობა.
.
.

2013 წელს შავარდნით ნადირობასთან დაკავშირებით პრინცი უზბეკეთს ეწვია.
.
.

პრინცი არა მარტო შესანიშნავი ფოტოგრაფია, დამწყებ ფოტოგრაფებს ინტერნეტში რჩევებსაც აძლევს.
.
.

.
.

ევროპაში მოგზაურობისას პრინცი ველოსიპედს აძლევს უპირატესობას.
.
.

.
.
 

კიდევ რამდენიმე საყვარელი საქმიანობა: დაივინგი…
.
.

… თევზჭერა.
.
.

… სერფინგი…
.
.

სელფი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის უმაღლესი წერტილიდან

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. tamar fularia says:

    მაგარია, მესმის კაცი!

  2. გინგერი says:

    ყოჩაღ…

  3. აუ, გავგიჟდი, ძალიან მომეწონა, მაგარი ვიღაცაა, ყველაფერი საუკეთესო ჰქონოდეს ამ უნიჭიერეს ადამიანს. აქვს უფლება გალაღდეს!

  4. გამარჯობათ,შეიძლება მივწეროთ თუ არა წერილი შეიხ ჰამდანს და როგორ,რომელ მეილზე.

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - tamar fularia