პოსტები ტეგზე -"პატრიკ დემარშელიე"

ფრანგი ფოტოგრაფი პატრიკ დემარშალიე 1943 წელს დაიბადა ჰავრში. ფოტოგრაფიის შესწავლა 17 წლის ასაკიდან დაიწყო. მიიღო რა გამოცდილება სხვადასხვა ფოტოგრაფების ასისტენტად მუშაობისა, 60 იანი წლების ბოლოს, Elle და Marie-Claire ში დაბეჭდა თავისი პირველი ნამუშევრები.

1975 წელს დემარშალიე ნიუ იორკში გადავიდა და საუკეთესო ფეშნ ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის რეპუტაციაც მოიპოვა. მისი კლიენტების სია შემდეგნაირად გამოიყურება: კელვინ კლაინი, რალფ ლორენი, ვერსაჩე, შანელი, ლუის ვიტონი, არმანი, ჯანეტ ჯექსონი, ნიკოლ კიდმანი, მადონა, დ.ა.შ. ის Condé Nast-ის ჯგუფის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა, რომლის მფლობელობაშიც შედის GQ & Rolling Stone. 1992 წელს Harper’s Bazaar ის წამყვანი ფოტოგრაფი ხდება.