1

 

სტერეოტიპულ იტალიურ ოჯახში ქალმა პასტის მომზადება უნდა იცოდეს, წელი ვიწრო, ხოლო მკრედი ისეთი უნდა ჰქონდეს, ერთდროულად სამი ბავშვი: მატეო, ბრუნო და ფელიცია გამოკვებოს, რიმინის ჩამოფცქვნილ აივანზე გატანილ სველ სარეცხს ერთი დაფერთხვით უნდა აშრობდეს და საწებლიანი ქვაბების ხმაურში ჰპოვოს ჭეშმარიტი სიამოვნება.

კატეგორია: მოზაიკა

1

 

ამჟამად ეს გახლავთ ქალაქი-მოჩვენება, რომელიც მდიდრების სამოთხედ უნდა ქცეულიყო. დისნეილენდის სტილის სასახლეები ზღაპარს უნდა დამსგავსებოდა.

 

კატეგორია: მოზაიკა

6

 

 

მრავალი ასწლეულების განმავლობაში იტალიის მარგალიტი – ტოსკანა მილიონობით ადამიანის გულს ახარებს, მაგრამ შემოდგომაზე ეს რეგიონი განსაკუთრებით მშვენიერია.

კატეგორია: მოზაიკა

1

ტოსკანა სამოთხის პატარა ნაწილია იტალიაში და შემთხვევითი არაა, რომ რეგიონი საუკეთესოდ მიიჩნევა ეკოტურიზმისთვის. ვისაც სურს იცხოვროს სილამაზისა და სიმშვიდის ატმოსფეროში, უნიკალური პასტორალური პეიზაჟების ფონზე დატკბეს შუასაუკუნეების დროინდელი სოფლების მოკირწყლული ქუჩებითა და ძველებური ეკლესიებით, ირჩევს ტურიზმის შედარებით ახალ ფორმას “აგროტურიზმს”.

კატეგორია: მოზაიკა

8

 

იტალიური ლეგენდის თანახმად, ქვეყანაში სასოფლო ტურიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც ქალაქებისა და სოფლების უმეტესობა ნანგრევებად იქცა.

 

კატეგორია: მოზაიკა

rsz_1111

 

პო­ლო­ნე­თი ერთ-ერთი იმ ქვე­ყა­ნა­თა­გა­ნია, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი უყ­ვართ, კარ­გად იც­ნო­ბენ ჩვენს ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას და… სამ­ზა­რე­უ­ლოს. ამა­ში ვარ­შა­ვა­ში ვი­ზი­ტი­სას დავ­რწმუნ­დი. ჩემ­თვის, რო­გორც მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლის­თვის და ამავდრო­უ­ლად გურ­მა­ნის­თვის, ახა­ლი ქვეყ­ნის სტუმ­რო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბით იწყე­ბა. გამ­გზავ­რე­ბამ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­ძი­ებ ად­გი­ლებს, სა­დაც გემ­რი­ელ კერ­ძებ­თან ერ­თად, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. ამ მხრივ, იტა­ლი­ე­ლე­ბი, უდა­ვოდ შე­უ­და­რებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვარ­შა­ვამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა.

კატეგორია: მოზაიკა

.

ფილიპ ჰალცმანი ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელმაც კარიერა გაიკეთა  ცნობილ ადამიანთა ფოტოგრაფირებით… ნახტომში. ის ამტკიცებდა, რომ გადასაღები ობიექტი სწორედ ნახტომში ამჟღავნებს მის შინაგან ბუნებასა და ხასიათს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 50-იან წლებში ფილიპს შესთავაზეს ცნობილი ამერიკელი კომიკოსების გადაღება. ხელოვანმა შენიშნა, რომ იუმორისტები ბევრს ხტოდნენ, რათა ფოტოზე მათი განწყობა აღბეჭდილიყო.  ცდილობდნენ, ფოტოგრაფისთვის მუშაობა გაეიოლებინათ და  მაქსიმალური სილაღე და მხიარულება გადმოეცათ კადრში.

 

”ყოველთვის ვცდილობდი, ჩავწვდომოდი  ადამიანის შინაგან სამყაროს, რომელიც  ხშირად ინიღბება და მხოლოდ წამიერად თუ ავლენს თავისი პატრონის  ნამდვილ ბუნებას. სწორედ ამ წამებზე ”ნადირობა” გახდა ჩემი ცხოვრების მიზანი და წარმატების საიდუმლო”, – ამბობდა ფოტოხელოვანი..

1

წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა – ხშირი ამბავია მსოფლიოს ქალაქების მერებისგან. მაგრამ თუ ზოგი მოქალაქე ამას ეგუება, სხვები გადამწყვეტ ქმედებებზე გადადიან. მექსიკელებმა გადაწყვიტეს ამგვარად დაესაჯათ ქალაქის მერი – ჩაკეტეს რატუშაში და გამოსასყიდი მოითხოვეს.

კატეგორია: მოზაიკა

1111

 

მუსიკალურ სამყაროში ჯონ ბონ ჯოვი ცნობილია როგორც ერთ-ერთი უკეთილშობილესი ადამიანი. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მან ქალაქ რედ ბენკში (ნიუ ჯერსის შტატი) გახსნა საქველმოქმედო რესტორანი ”Soul Kitchen”, სადაც ფასები ფიქსირებული არ არის.

 

კატეგორია: მოზაიკა

1

 

ბევრი ჩვენგანი, სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიის მოსმენისას იტყვის, რომ “ასე მხოლოდ ფილმებში ხდება”, რომ ცხოვრებაში რომანტიკას სასტიკი რეალობა ახშობს. ამ სტატიის გმირები ამტკიცებენ, რომ სიყვარულის სახელით ჩადენილ ლამაზ და ცოტათი გიჟურ საქციელს ნამდვილად აქვს ადგილი ჩვენს სამყაროში.

კატეგორია: მოზაიკა