კატეგორია - პორტრეტები

ბრაიან ადამსი არამხოლოდ ცნობილი მუსიკოსია –   მან საკმაოდ წარმატებულად აითვისა ფოტოგრაფის პროფესია. თანამშრომლობს ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა: Zoo Magazine, Vogue, Esquire, Harper`s Bazaar და Vanity Fair.


ძველთა ძველი და კვლავაც ახალი
.

დგება შემოქმედის ცხოვრებაში მომენტი, რომელიც მის შემდგომ ბედს მთლიანად განსაზღვრავს. ასეთი აღმოჩნდა სერგო ედიშერაშვილისთვის 1985 წელი, როცა ის, 34 წლის ასაკში, მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის დასახელდა და უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის მონაწილე გახდა. საყოველთაოდ აღიარებულ პოფესიონალთა ამ ჯგუფმა ფოტოობიექტივის საშუალებით უჩვენა მსოფლიო – “ერთი დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან”…


იმხანად ავგუსტ შერმანი რეგისტრაციის განყოფილების მთავარ მოხელედ მუშაობდა ნიუ-იორკში, ელისის კუნძულზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში მოხვედრის მოსურნეთათვის “კარიბჭე” იყო. შერმანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა იმ იმიგრანტებთან, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით აკავებდნენ. სთხოვდა მათ, ფოტოს გადასაღებად საუკეთესო სამოსით მორთულ-მოკაზმულიყვნენ. შერმანის ამ კოლექციის პირველი ფოტოები დაიბეჭდა 1907 წელს ჟურნალ “National Geographic”-ში.


ლეგენდარული ფოტოგრაფი ჰერბ რიცი 1952 წლის 13 აგვისტოს ლოს-ანჟელესში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ეკონომიკური უნივერსიტეტი დაამთავრდა, მერე მშობლების ავეჯის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და მოულოდნელად ფოტოგრაფიამ გაიტაცა. გადაწყვიტა ამ საქმეს პროფესიონალურად დაუფლებოდა – ფოტოკურსებზე ჩაეწერა და ფოტოებს ჟურნალებს სთავაზობდა, თუმცა მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.


ჭაბუა ამირეჯიბი
.
წარმოგიდგენთ ფოტოხელოვან ზინკა ბარნოვის ნამუშევრებს, რომელმაც გადაღება 1991 წლიდან დაიწყო. მისი პორტრეტები და დოკუმენტური ჟანრის ფოტოები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, გამოირჩევა ავტორის ორიგინალური ხედვით. ზინკას უამრავ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა, იბეჭდებოდა სხვადასხვა უცხოურ გამოცემაში. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოხელოვანი ციფრულ ტექნოლოგიებს არაჩვეულებრივად ფლობს, მაინც ფირს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ფირზე აღბეჭდილი კადრები მეტად შემოქმედებითი, მეტყველი და ბუნებრივია.


შორეულ 1975 წელს ამერიკელმა ფოტოგრაფმა ნიკოლას ნიქსონმა ფირზე ოთხი დის ერთობლივი პორტრეტი აღბეჭდა, მათ შორის მისი მეუღლე ბიბიც იყო. მას შემდეგ ფოტოს ყოველწლიური გადაღება ტრადიციად იქცა.
.

პროექტი 36 წლის განმავლობაში გაგრძელდა. პირველ ფოტოზე ყველაზე უმცროსი და, მიმი, 15 წლისაა, ბოლოზე კი, ყველაზე უფროსი, ბიბი – 61-ს. სერიას ”დები ბრაუნები” ჰქვია. ფოტოებს არ აქვს დიდი მხატვრული ღირებულება, თუმცა პროექტი საკმაოდ საინტერესოა – თვალს ადევნებ, თუ როგორ ემატება ქალს წლები, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ბერდება…


თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი, ირვინგ პენი ახალგაზრდობაში ხელოვნების სკოლაში სწავლობდა და აპირებდა ფერმწერი გამხდარიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ყველა თავისი ნამუშევარი გაანადგურა. ასე დაკარგა კაცობრიობამ მხატვარი, სამაგიეროდ მოიპოვა მომავალი ცნობილი ფოტოგრაფი. 1943 წელს ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე მისი პირველი ფოტო გამოჩნდა, და ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს მისი ბრწყინვალე კარიერის დასაწყისად.


ანდრე ვილიე 23 წლის იყო, პაბლო პიკასო რომ გაიცნო – მან მხატვარს ფოტოს გადაღება სთხოვა. აქედან დაიწყო მათი მეგობრობა, რომელმაც მთელი ცხოვრება გასტანა. ანდრე და პაბლო ერთად ადგენდნენ კოლაჟებს, პიკასო ბოლო შტრიხს ჰმატებდა ვილიეს ფოტოებს – კადრს ზემოდან ახატავდა და ამით სრულჰყოფდა ფოტოხელოვანისა და მხატვრის ერთობლივ ნამუშევარს.


გერმანელი ფოტოგრაფი ვერნერ ბოკელბერგი ცნობილია, როგორც მსოფლიოში უმსხვილესი ფოტოკოლექციონერი და 60-იან წლების ერთ-ერთი წარმატებული ფოტოხელოვანი. მუშაობდა ჟურნალ ”შტერნში”.


ბრედ პიტი cheap cialis in the usa
.

მარკი თანამედროვე ამერიკელი ფოტოგრაფია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და გამომცემლობა “კონდე ნასტში” მუშაობს. ამ საქმეს ხელი შემთხვევით მოჰკიდა – პირველი ფოტოკამერა სპორტული მიღწევებისთვის აჩუქეს, შემდეგ სააბაზანო ოთახი ფოტოსტუდიად აქცია და ბეჭდვა დაიწყო. დღეს ის ერთ-ერთი მოთხოვნადი ჟურნალის ფოტოგრაფია. პორტრეტების გარდა სელიჯერი პეიზაჟურ ფოტოებსაც იღებს, აქვს არტ-პროექტებიც.