როგორ იზიდავს იტალიური აგროტურიზმი უცხოელებს

8

 

იტალიური ლეგენდის თანახმად, ქვეყანაში სასოფლო ტურიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც ქალაქებისა და სოფლების უმეტესობა ნანგრევებად იქცა.

 


თუმცა, შენარჩუნდა არაჩვეულებრივი ბუნება და კლიმატი, ასევე სოფლელი გლეხების გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, რომლებიც მზად იყვნენ ძალიან დაბალი საფასურის სანაცვლოდ მიეღოთ ნებისმიერი უცხოელი სტუმარი.

 

3

 
იტალიური ფერმერები ტურისტებს ოთახებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სთავაზობდნენ. ეს გახლდათ გლეხების მეურნეობა, რომელთაც აგრიკოლა ეწოდებოდა. მოგვიანებით კი გაჩნდა მასერიები.

 

 

 

2

 
მასერია – აღდგენილი ვილა, მამული, სამეურნეო ფერმა, რომელიც დღემდე ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 100-200 წლის წინ. ეს გახლავთ ძალიან კომფორტული საცხოვრებელი. თუმცა, მასერიებისა და აგრიკოლების ძირითადი დამახასიათებელი არა კომფორტი, არამედ საკუთარი წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია – ღვინო, ზეითუნის ზეთი, ხორცი, ყველი.

 

11

 

მასერიებში ტურისტს ისტორიულ ანტურაჟს სთვაზობენ, რისთვისაც სპეციალური ანიმატორები ჰყავთ დაქირავებული. ანიმატორები ბავშვებთანაც მუშაობენ, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო საქმეებს ასწავლიან.
იტალიური აგროტურიზმი ეკონომიკის ოფიციალური ნაწილი 1985 წელს გახდა.

 

 

13

 

ქვეყნის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო იმისთვის, რომ პროვინციაში სტუმრობისას თითოეული ტურისტი კმაყოფილი დარჩენილიყო. ერთ-ერთი მკაცრი პირობა, რომელსაც ხელისუფლება ფერმების მეპატრონეებს უყენებს, გახლავთ ის, რომ არ უნდა შეწყვიტონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება.

 

9

 
ტურისტების მიღება ფერმების მხოლოდ იმ მეპატრონეებს შეუძლიათ, ვინც სპეციალური კურსები გაიარა, საცხოვრებელი პირობები კი, თუნდაც ეს ადაპტირებული თავლა იყოს, ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

 

7

 

 

აგროტურიზმი (ხანდახან ეკოტურიზმი) იტალიაში თითქმის ყველგან არის გავრცელებული, ნებისმიერ პროვინციაში შეგხვდებათ მყუდრო აგრიკოლა ან მასერია, სადაც დასვენება დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ.

მაგრამ არის ამ ქვეყანაში სამი პროვინცია, რომლებიც აგროტურიზმის ცენტრად მიიჩნევა: ტოსკანა, ტრენტინო – სამხრეთ ტიროლი და პიემონტი.

 

1

 

იტალიაში ჩემი მოგზაურობა სწორედ ტოსკანათი დაიწყო, რათა საკუთარ თავზე გამომეცადა ეს სიამოვნება. ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა – შუასაუკუნეების მასერია, რომელსაც გარს ულამაზესი ხედები ეკვრის – ვენახები, ზეთისხილის ბაღები, ეზოში შინაური ცხოველები და არაჩვეულებრივი მეპატრონეები – ცოლ-ქმარი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი შინაურ გარემოში იგრძნო.

 

12

 
თავად ნომერი მაღალი სტანდარტებისაა, ძველებურს თანამედროვე სტილის ელემენტები ერწყმის, აქ ყველაფერია კომფორტისთვის. ყველაზე მთავარი კი ფასებია, განსაკუთრებით კი თუ ამ ფასებს საქართველოში არსებულს შევადარებთ.

 

4

 

 

ტოსკანასგან განსხვავებით, კახეთში, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კუთხეა, ცნობილ სასტუმროებში ასტონომიული ფასებია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ თანხით, რასაც კახეთის რომელიმე სასტუმროში ერთ დღე-ღამეში გადაიხდით, ტოსკანაში რამდენიმე დღეს დარჩებით და შეძლებთ დააგემოვნოთ მასპინძლების მიერ დაწურული ღვინო და ამოყვანილი ყველი, ჩაერთოთ სურვილისამებრ მეურნეობაში, დაესწროთ კულინარიულ სახალისო გაკვეთილებს.

 

 

6

 
მსგავსი ბიზნესისთვის საქართველოს, კერძოდ კახეთს უდიდესი რესურსი გააჩნია. მაგალითისთვის აღვნიშნავ, რომ ტურისტი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში მიემგზავრება, თუკი საქმიანი ვიზიტი არაა, სწორედ ავთენტურ ადგილებს ეძებს დასაბინავებლად, რათა ადგილობრივი კულტურა შეიგრძნოს. მას არ აინტერესებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, როგორი ბიუჯეტის მქონეც არ უნდა იყოს.

 

14

 
საქართველოში აგროტურიზმის სწორად განვითარებისთვის პირველ რიგში, თავად მეწარმეებმა უნდა შეცვალონ მიდგომა და უარი თქვან სწრაფად გამდიდრების სურვილზე. იტალია, რომელიც საცხოვრებლად ძალიან ძვირი ქვეყანაა, საკუთარ მოქალაქეებსა და ტურისტებს ბიუჯეტურ და სასიამოვნო დასვენებას სთავაზობს, ამიტომაც ჰყვავის ეს ბიზნესი მრავალი წლის განმავლობაში. ეს მხოლოდ ტოსკანას არ ეხება.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ხათუნა says:

    არა, ეს არ გვაწყობს ასე ხომ სოფლის მეურნეობაც აღორძინდება, ჩვენი სოფლები შეივსება და გალამაზდება და ეს მემგონი აკრძალულია საქართველოში. ვის მიერ და რატომ -არ ვიცი.
    სანამ ყველა კურსდამთავრებულის აუცილებელი გასტუდენტება და თბილისში ჩამოხიზვნა არ დასრულდება არაფერი არ გვეშველება.

დამიტოვეთ კომენტარი