პოსტები ტეგზე -"World Press Photo"


55 წელზე მეტია, არსებობს საერთაშორისო ფოტოკონკურსი World Press Photo. კონკურსის ჟიურიში შედიან წამყვანი ექსპერტები, რომელთა შემადგენლობა ყოველ წელს იცვლება. გამარჯვებული ფოტოების გამოფენა 45 ქვეყანაში ეწყობა და დაახლოებით 2 მილიონამდე მნახველი ჰყავს. ამ ფოტორეპორტაჟში წლევანდელი გამარჯვებულების ნამუშევრებს გთავაზობთ.
.

კატეგორია: მსოფლიო

მიწისძვრა ჰაიტიში  (Olivier Laban-Mattei / AFP)

.

World Press Photo – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელსაც უამრავი სხვადასხვა ნომინაცია აქვს – ”სპორტი”, ”ხელოვნება”, ”ყოველდღიური ცხოვრება”, ”პორტრეტი”, ”ბუნება” და ა.შ. ყველაზე პრესტიჟული კი, რა თქმა უნდა, ”წლის ფოტოა”.

ჟიურის წევრებმა გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია ადამიანური ტრაგედია, სიკვდილი, ძალადობა, ბუნებრივი კატაკლიზმები… ეს კადრები გასულ  წელს მომხდარი მოვლენების დოკუმენტური ანარეკლია, მათ შორის მიწისძვრა ჰაიტიში, წყალდიდობა პაკისტანსა და ვულკანების ამოფრქვევა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო