არქივი - აპრილი, 2011 წ.

კატეგორია: მოზაიკა

.

ნორმან პარკინსონი (1913-1990) – მოდური ფოტოგრაფიისა და პორტრეტების ექსცენტრიკული კლასიკოსი, რომლის ფოტოობიექტივში 50 წლის განმავლობაში მარლენ დიტრიხი, სოფი ლორენი, ოდრი ჰეფბერნი, The Beatles, The Rolling Stones, ბრიტანეთის სამეფო დინასტიის რამოდენიმე თაობა, ტოპ-მოდელები, აგრეთვე სირაქლემები და სპილოებიც კი  მოხვდნენ. თანამშრომლობდა ჟურნალებთან – Harper’s Bazaar, Queen, Vogue.

პაკისტანში, სადაც  მოსახლეობა შარშანდელი მრავალთვიანი კატასტროფული წყალდიდობის შედეგებს ებრძვის, ობობების შემოსევაა, რის გამოც დღემდე დატბორილი სინდის პროვინცია სიურრეალისტურ ნახატს დაემსგავსა.

.

კატეგორია: მსოფლიო

ივ-სენ ლორანი

.

.

ჟანლუ სიეფი (30.11,1933 – 20.09.2000) – ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც პორტრეტულ, fashion და რეპორტაჟულ ჟანრში იღებდა. მისი მოდელები იყვნენ ხელოვნების ვარსკვლავები, როგორებიცაა ივ-სენ ლორანი, ალფრედ ჰიჩკოკი, ჯეინ ბირკინი, კატრინ დენევი და მრავალი სხვა. ფოტოგრაფის ნამუშევრები იბეჭდებოდა გამოცემებში – Vogue, Elle, Esquire და Harper’s Bazaar. ჟანლუ სიეფის მიერ გადაღებული კადრები მსოფლიო ფოტოისტორიაში შევიდა და დაამახსოვრდა იმათაც კი, ვისაც ფოტოგრაფის სახელიც არ სმენია.

ფრანგმა ფოტოგრაფმა თითქმის ნახევარი მსოფლიო მოიარა და არაჩვეულებრივი კადრების კოლექცია შექმნა. ერიკ ლაფორგი თანამშრომლობს The National Geographic, Geo და BBC-სთან..

.