ობობების “სასარგებლო შემოსევა”

პაკისტანში, სადაც  მოსახლეობა შარშანდელი მრავალთვიანი კატასტროფული წყალდიდობის შედეგებს ებრძვის, ობობების შემოსევაა, რის გამოც დღემდე დატბორილი სინდის პროვინცია სიურრეალისტურ ნახატს დაემსგავსა.

.

უთვალავი ობობა იძულებული გახდა, საცხოვრებლად ხეებზე გადაენაცვლა. უზარმაზარ ფართობებზე  ხეები მილიონობით ობობას ქსელითაა დაბურული. მსგავსი რამ აქ არასდროს უნახავთ… თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია – რეგიონში დიდი სიკვდილიანობის გამომწვევი მალარიის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.

.

.

მალარია კოღო ანოფელესს გადააქვს, შემოსეულმა ობობებმა კი მათ მუსრი გაავლეს. ამიტომაც მოსახლეობა ობობებს აღარ ერჩის. ხალხიც და ობობებიც წყლის დაშრობას, ფაქტობრივად, ”ერთად” ელოდებიან.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

კატეგორია: მსოფლიო

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ანასტასია says:

    დედა რა საოცრებაა და თან სილამაზეაა…მართლაც ფერწერულ ტილოს გავს,,ბუნდოვანი სტილით…კორრო ხატავდა ეგრე..

დამიტოვეთ კომენტარი