არქივი - მაისი, 2011 წ.

1968 წლის თებერვალში, საიგონში გაჩაღდა სამოქალაქო ბრძოლები სახელწოდებით “ტეტ”. სახალხო ამბოხს ვიეტნამელი პარტიზანების მსხვერპლი მოჰყვა. “ასოშიეიტედ პრესის”  ფოტოკორესპონდენტი ედი ადამსი და NBC-ს ოპერატორი ვო სუ “ოპერაცია ტეტის” მსვლელობას იღებდნენ.

.

ანსელ ესტონ ადამსი ”მთვარის ამოსვლა”, ერნანდესი, ნიუ-მექსიკოს შტატი(1948)

.

ფოტო ნიუ-იორკში, 2006 წელს  Sotheby’s აუქციონზე 609 600 დოლარად გაიყიდა. მეოცე საუკუნის ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ანსელ ესტონ ადამსმა,  რომელიც ძირითადად   ველური დასავლეთის პეიზაჟებს აღბეჭდავდა, ეს კადრი სანტა-ფეში გადაიღო.

.

.

კანიო კრისტალესი (Caño Cristales – კრისტალური მდინარე)  მაკარენას მთებიდან (კოლუმბია) იღებს სათავეს. მდინარის ხეობაში ხუთი ფერი გვხვდება – წითელი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე და შავი, რაც გამოწვეულია წყალმცენარეების სიუხვით.

.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო

დავით-გარეჯი

.

პადმა ლაკშმი

.

ჰელმუტ ნიუტონი ბერლინში, 1920 წლის 31 ოქტომბერს, გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა.

12 წლის ასაკში, ფოტოგრაფ ივას (Yva) ნამუშევრებით შთაგონებულმა ბიჭუნამ იაფფასიანი ფოტოაპარატი შეიძინა და ფოტოგრაფიას  მიჰყო ხელი.  როგორც კი 16 წლის  შესრულდა, ჰელმუტმა სკოლას თავი დაანება, რათა ივასთან უკეთ აეთვისებინა ფოტოგრაფის პროფესია.

უინსტონ ჩერჩილი, 1941

“შენ ისიც კი შეგიძლია, რომ ფოტოს გადასაღებად მბრდღვინავი ლომი გააჩერო”, – სერ უინსტონ ჩერჩილმა ძალიან მოინდომა და, როგორც სჩვეოდა, საუკეთესოდ და ყველაზე ორიგინალურად შეაფასა იუსუფ კარშის ფოტოგრაფიული ნიჭი. კარშმა ბრიტანეთის პრემიერს, ბუნებრივია, დიდი მადლობა გადაუხადა. თუმცა, არა მხოლოდ ამ სიტყვებისთვის – ფაქტობრივად, ამ ფოტოგრაფს გლობალური აღიარება სწორედ უინსტონ ჩერჩილის ფოტო-პორტრეტმა მოუტანა.

.

.

ეს მიჭუნა დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო. ექიმებმა შესძლეს და 6 წლის ასაკში აპარატის მეშვეობით სმენა ნაწილობრივ დაუბრუნეს. ეს კადრი სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც პატარამ პირველად გაიგონა სამყაროს ხმები.

ფოტოზე ასახულია ბიჭუნას ძლიერი ემოცია – შიშნარევი გაოცება.  ეს ფოტო კი პოსტერის სახით  ამერიკაში ყველა ოტოლარინგოლოგის  კაბინეტის კედლებს ამშვენებს.

კატეგორია: მოზაიკა