
იშვიათი შემთხვევა, როცა ერთი ოჯახის 6-მა თაობამ ერთად მოიყარა თავი: 111 წლის – 88 წლის – 70 წლის – 39 წლის – 16 წლის – 7 კვირის ქალების…
.

იშვიათი შემთხვევა, როცა ერთი ოჯახის 6-მა თაობამ ერთად მოიყარა თავი: 111 წლის – 88 წლის – 70 წლის – 39 წლის – 16 წლის – 7 კვირის ქალების…
.

”რეინ ll” (Rhein ll)
.
გერმანელი ფოტოგრაფი ანდრეას გურსკი ცნობილია არქიტექტურისა და პეიზაჟების მასშტაბური გამოსახულებებით, რომელთა უმეტესობასაც მაღალი წერტილიდან იღებს. ერთ-ერთი ფოტო სახელწოდებით ”რეინ ll” (Rhein ll) 2011 წლის 8 ნოემბერს Christie’s ცნობილ აუქციონზე $4,338,500-ად გაიყიდა. ფოტო ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. დღესდღეობით ეს ყველაზე ძვირად ღირებული ფოტოა მსოფლიოში.
.

.
ამ გალერეაში შევიდა 1880 წლიდან 1950 წლამდე აღბეჭდილი ქალთა პორტრეტები. აქ ასახულია ჩრდილოეთ აფრიკის ”არაბული” რეგიონის თითქმის ყველა ხალხებისა და ტომების და ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლები – ბედუინები, ბერბერები, არაბები, ეთიოპელები და მავრები.
.

ამერიკელი მილიარდერი სეგეი ბრინი 1973 წლის 21 აგვისტოს მოსკოვში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1979 წელს ბრინები ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სერგეიმ 1993 წელს კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მაგისტრის დიპლომი აიღო და შემდგომ დისერტაციაზე დაიწყო მუშაობა.
.


სვანეთი საქართველოს მშვენება, მითებისა და ლეგენდების მხარე, ბუმბერაზი მთების სავანეა. განუსაზღვრელად დიდია მისი ტურისტული პოტენციალი, აქ თითოეული სახლი და კოშკი – მურყვამ-მაჩუბი, ტაძარ-სალოცავი, ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლი განსაკუთრებულად საყურადღებოა. ალპინიზმისა და სამთო ტურიზმის განსავითარებლად მეტად ხელსაყრელია სვანეთი…
.

ვფიქრობ, ფოტოგრაფების ახალ თაობას ერთი პრობლემა აქვს – მათ ფორმა და საგანი აინტერესებთ და არა შინაარსი, კომპოზიციაში ჩადებული აზრი, როგორც ამას ორი უდიდესი ფოტოგრაფი კარტიე-ბრესონი და სალგადო აკეთებენ. ისინი ნებისმიერ თემაზე ფოტოშედევრებს ქმნიან. მათი ნამუშევრებისგან უდიდეს სიამოვნებას იღებ. ახლა კი სულ ერთი და იგივე მეორდება: ორნი საწოლში, ვინმე ნემსით ხელში, ან რამე ამგვარი, ”Lifestyle”, ან ღამის კლუბები… ათვალიერებ ასეთ ფოტოებს და ერთ კვირაში გავიწყდება. ფოტო ხომ მაშინ ითვლება საინტერესოდ, თუ ის გონებაში დიდხანს რჩება” არნოლდ ნიუმანი.
.

“ჩემი ინტერესის პირველი საგანი ადამიანია!”
.
ამას წინათ, სოციალურ ქსელ facebook-ში ძალიან საინტერესო ფოტოხელოვანს გადავაწყდი. როდესაც მის გალერეაში შევიხედე, გაოცებისგან დავმუნჯდი. ჩემ წინ საოცარი კადრები გადაიშალა. ავტორი კი ამ ფოტოებისა, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი ქალბატონი თინა ყაზახიშვილი აღმოჩნდა. ჩემდა სამწუხაროდ, მის შემოქმედებას აქამდე არ ვიცნობდი. გადავწყვიტე, მიმეწერა და მისი ფოტონამუშევრებით ჩემი ბლოგი გამემდიდრებინა… პასუხმაც არ დააყოვნა. ქალბატონი თინა ”კვირის პალიტრასთან” თანამშრომლობას სიამოვნებით დასთანხმდა. ვთხოვე, მის შესახებ მცირედი ბიოგრაფიული ცნობებიც გამოეგზავნა:
.

დუდანა ზაქარაია ერთ-ერთი პირველი ბლოგერია “კვირის პალიტრის” საიტზე, რომლის ფოტოჩანახატები მკითხველში კამათს, სასიამოვნო თუ სევდიან შეგრძნებებს იწვევს. ბლოგერობა საქართველოში პოპულარული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა, უცხოეთში კი უკვე დიდი ხანია, მოყირჭებული აქვთ. ბლოგის შექმნა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, ეს არის ინტერნეტში თქვენი გვერდი, სადაც იმაზე წერთ, რაც საინტერესოდ გეჩვენებათ. დუდანა ზაქარაია თავისი საქმიანობის შესახებ ვრცლად გვესაუბრა.
.