არქივი - ივნისი, 2017 წ.

1

იტალიის ჩრდილოეთში, ტურინთან ახლოს მინიატურული სოფელი ვიგანელაა 200-კაციანი დასახლებით. მას ხუმრობით ციმბირს უწოდებენ, რადგან ნოემბრიდან თებერვლამდე აქ მზე თითქმის არასოდეს დანათის. სხივების სოფლამდე მიღწევას მთები ”ბლოკავენ”. თუმცა, იტალიელებმა ეს პრობლემა თავისებურად გადაჭრეს – გადაწყვიტეს მთის წვერზე, 870 მეტრის სიმაღლეზე დაემონტაჟებინათ უზარმაზარი სარკე, რომელიც არეკლილ მზის სხივებს სოფლისკენ მიმართავდა.

კატეგორია: მოზაიკა

14

 

ამ სკანდინავიელი ლამაზმანის სახელი შესაძლოა არ გეცნოთ, მაგრამ მის ნაკვთებში თავის ქალიშვილს, უმა თურმანს აუცილებლად ამოიცნობთ. ნენა ფონ შლებრიუგე 60-იანი წლების საკმაოდ ცნობილი მოდელი გახლდათ, მისი სიმპათიური სახე არაერთხელ გამოჩენილა ჟურნალებში Vogue და Harper’s Bazaar.

კატეგორია: მოზაიკა

1

 

შუასაუკუნეების მომაჯადოებელი ქალაქი, რომელიც თითქოს მე-15 საუკუნეში დაკონსერვდა და დაივიწყა ცივილიზაციის ისეთ მიღწევებზე, როგორებიცაა ცათამბჯენები, ავტობანები, შოპინგ-მოლები – ეს გახლავთ ბრიუგე. მის ისტორიულ ცენტრში, სადაც არხებში გრაციოზულად დაცურავენ გედები, ივიწყებ, რომ ამჟამად 21-ე საუკუნეა, არსებობს ინსტაგრამი, ფეისბუქი და ტვიტერი, სამყარო კი ინფორმაციებში და ახალ ამბებში იხრჩობა. ბრიუგეში არაფერი იცვლება საუკუნეების განმავლობაში. ლამაზი სახლები, ტაძრები და სამრეკლოები აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს თავისი სიმკაცრითა და მედიდურობით…

კატეგორია: მოზაიკა

1

 

თვითნასწავლი მოქანდაკე რა პოლეტი უკვე 25 წელია, ნიუ-მექსიკოს კლდეებში ყოველდღე მუშაობს და ჯადოსნურ სასახლეებს კვეთს.  ღია ფერის ქვიშაქვის მღვიმეებს პოულობს, რომლებიც ადვილად ექვემდებარება კვეთას, აღრმავებს და აფართოვებს მათ და ქმნის ერთმანეთთან დაკავშირებულ თაღოვან დარბაზებს. კედლებს, მოქანდაკე ფარავს დახვეწილი ჩუქურთმით, თითოეულ მღვიმეს საკუთარ სტილში. ასეთ ტიტანურ სამუშაოს რა მარტო ასრულებს,  ერთადერთი დამხმარე მხოლოდ მისი ერთგული ძაღლია.

კატეგორია: მოზაიკა