არქივი - თებერვალი, 2016 წ.


“საიდუმლო სერობა” მილანში, სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესიის ჩრდილო ფასადზეა გამოსახული. ლეონარდო ექსპერიმენტებს ატარებდა და ფრესკა ბუნებრივი საღებავით დახატა, რის გამოც “საიდუმლო სერობა” ხშირ რესტავრირებას საჭიროებს. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიკურობა, ლეონარდომ სავსებით განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეები წარმოგვიდგინა.

კატეგორია: მოზაიკა


ფოტოგრაფი კურტ ჰატონი გერმანიაში 1893 წელს დაიბადა. მისი კარიერა სააგენტოში Dephot დაიწყო, 41 წლისა კი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად და გამომცემლობაში Weekly Illustrated მოეწყო სამუშაოდ. სწორედ ინგლისში გახდა ჰატონი ყოველკვირეული ჟურნალის Picture Post ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჟურნალი ფოტოგრაფის ნამუშევრებს აქვეყნებდა, რომლებიც მოგვიანებით საკულტო გახდა.

კატეგორია: მოზაიკა


ამ დღეებში მსოფლიო ქსელი ახალმა ამბავმა მოიცვა: ფლორიდის მაცხოვრებელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ცოლის მკვლელობისთვის. ეს კრიმინალური შემთხვევა შეუმჩნეველი დარჩებოდა რომ არა ერთი პიკანტური დეტალი: მკვლელი. დერეკ მედინა, ცნობილი ექსპერტია ოჯახური ურთიერთობების სფეროში, რომელმაც გამოსცა წიგნი ”როგორ შევინარჩუნე სიცოცხლე, ქორწინება და ოჯახი ურთიერთობის წყალობით”.
.

სტატიაში მოყვანილია მაგალითები, სადაც ჯანსაღი წესის, ოჯახური ბედნიერების, შვილების აღზრდის ადეპტებმა საკუთარი მაგალითით ხაზი გადაუსვეს თავისავე პოსტულატებს.

კატეგორია: მოზაიკა


იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ხსოვნა მის უცნაურ მეტსახელში მოდი (ფრ. maudit – “დაწყევლილი) შემოინახა, რომელიც ერთდროულად კნინობით-მოფერებითიცაა და წინასწარმეტყველურიც. ყველაფერი, რაც მოდილიანის წილად ხვდა თავისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ, მას ცხოვრებაში აკლდა: წარმატება, დიდება, კრიტიკოსების ქება… ეს გახლავთ მხატვრის ისტორია, რომლის ბიოგრაფიის ბოლო ფურცელი ნაადრევმა და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაასრულა.

კატეგორია: მოზაიკა


ყველასათვის კარგად ნაცნობია დედოფალი რანიასა და გრეის კელის, პრინცესა ლეტიციასა და დიანას ისტორიები. მაგრამ დღეს ფარაჰ ფეჰლევის, ირანის დედოფლის, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქალის შესახებ მოგითხრობთ. 1959 წელს ირანის შაჰთან მისი ქორწინება მსოფლიო პრესის მთავარ თემად იქცა. ქორწილიდან 20 წლის შემდეგ სამეფო ოჯახის იძულებითმა ემიგრაციამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა…

კატეგორია: მოზაიკა


იტალია საოცარი ქვეყანაა, სადაც ერთხელ მოგზაურობის შემდეგ კვლავ დაბრუნების სურვილი მუდმივად გიჩნდება. აპენინის ნახევარკუნძულის მარგალიტი განთქმულია როგორც ულამაზესი ქალაქებით, ასევე მდიდარი ისტორიით, უგემრიელესი სამზარეულოთი, მოდური ტანსაცმელითა და უმაღლესი ხარისხის ღვინით. თუმცა, ცნობილი ფაქტების გარდა, იტალია აღსავსეა საოცარი და უცნაური სიურპრიზებით.

კატეგორია: მოზაიკა


”ბევრად ძლიერი გავხდი, შვილები გავზარდე და ცხოვრების უმძიმესი პერიოდები გავიარე. ახლა იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი”, – ამბობს ტინა ტერნერი. 20 წელიწადზე მეტია, როკ-ნ-როლის დედოფალი შვეიცარიაში ცხოვრობს, ტკბება მეუღლესთან, ერვინ ბახთან თანაცხოვრებით და სცენაზე მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის გამოდის. თუმცა ტინას ცხოვრება ყოველთვის ასეთი უდარდელი როდი იყო.

კატეგორია: მოზაიკა