არქივი - აპრილი, 2014 წ.


სანამ ცნობილი რეჟისორი გახდებოდა, სტენლი კრუბრიკი სკოლის გაზეთის ფოტოგრაფი იყო. პრეზიდენტ რუზველტის გარდაცვალების დღეს მან შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო და ჟურნალ Look-ში გააგზავნა. ფოტო მოეწონათ და დაბეჭდეს, 17 წლის ავტორი კი შტატში აიყვანეს. 1946 წლიდან 1951 წლამდე ჟურნალში მუშაობის პერიოდში კუბრიკმა 12 ათასამდე ფოტო გადაიღო, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია გამოქვეყნებული. ახლახან ცნობილმა გერმანელმა ხელოვნებათმცოდნე რაინერ რონემ კუბრიკის ძველი ნეგატივები აღმოაჩინა და გამოაქვეყნა, რომლებმაც ევროპის სხვადასხვა საგამოფენო დარბაზი მოიარა.

კატეგორია: მოზაიკა

buy yasmin in uk
ფერდინანდო შანა – იტალიელი ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი, ფოტოხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა. მისი ნამუშევრების სიღრმე და კონტრასტულობა გულგრილს არ ტოვებს მნახველს. ამ საქმის დაუფლება პალერმოს უნივერსიტეტში ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის შესწავლით დაიწყო.


რუსი ჟურნალისტი, მწერალი, ფოტოხელოვანი.
მისმა ფოტოობიექტივმა შემოუნახა ჩვენს ისტორიას 9 აპრილის ღამე. დღეს უკვე მიწისაგან აღგვილი, დამეწყრილი სვანური სოფელი და მის მკვიდრთა სევდიანი გალერეა, ბევრი ცნობილი ქართველის უნიკალური ფოტოპორტრეტი…

კატეგორია: მოზაიკა


რუმინეთის სოფელ სეპინცას უჩვეულო სასაფლაო ჩიმიტირულ-ვესელი (Cimitirul Vesel) დაკრძალვის კულტურის უნიკალური ნიმუშია. ხის დაფებსა თუ ბარელიეფებზე არა მარტო გარდაცვლილის ცხოვრების ტიპიურ სურათებია გამოსახული, არამედ ისინი სიკვდილის მიზეზებსაც თვალსაჩინოდ გვამცნობენ: დაეჯახა სატვირთო, მოყვა მატარებლის ქვეშ, ავადმყოფობამ იმსხვერპლა.

კატეგორია: მოზაიკა