არქივი - მარტი, 2011 წ.

„მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი, თუნდაც 15 წუთით”.

თავდაპირველად ანდეკ ვარჰოლა იყო, მოგვიანებით ენდი უორჰოლად იქცა… მერე რა, რომ კარპატების სოფელში მცხოვრები სლოვაკური წარმოშობის ვარჰოლების ოჯახი შიმშილს გამოექცა და ამერიკის ინდუსტრიულ-პროლეტარულ ქალაქ პიტსბურგში დასახლდა. მერე რა, რომ ანდეკმა კარგა ხანს ვერ მოიშორა საშინელი აქცენტი, რის გამოც სკოლაში არცთუ იშვიათად ხდებოდა დაცინვის საგანი.

ამერიკელი ფოტოგრაფი, დიანა არბიუსი, (1923-1971)  მსოფლიოში ცნობილი გახდა ფოტოკადრების მისეული ხელწერითა და განსხვავებული სტილით.

დიანა რუსულ-ებრაული წარმოშობის მდიდარი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, (ქალიშვილობის გვარი ნემეროვი) რომელთაც ბეწვეულის ბიზნესი ჰქონდათ.

.

კატეგორია: ფოტოეტიუდები

1960 წლის 5 მარტი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე. არავინ იცის, რომ ამ დღიდან ერთი ადამიანის სახელი სამუდამოდ შევა მსოფლიო ისტორიაში.
ბევრისთვის უკვე ცნობილი ფოტოგრაფი ალბერტო დიაზ გუტიერესი ჩე გევარას წინ დგას ფოტოაპარატმომარჯვებული. მომავალში ეს დღე ფოტოგრაფის მთელ კარიერას განსაზღვრავს.

.

ენი ლეიბოვიცი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი და წარმატებული ფოტოგრაფია. კარიერა მან ჟურნალ “როლინგ სტოუნის” ფოტოგრაფობით დაიწყო. 1983 წელს ენი ყველაზე “ვარსკვლავურ” ჟურნალში გადავიდა სამუშაოდ. 90-იანი წლების დასაწყისში კი საკუთარ სტუდიას ხსნის.

ლეიბოვიცს საყოველთაო აღიარება ამერიკული პოპკულტურის ვარსკვლავებისა და ცნობილ პოლიტიკოსთა პორტრეტებმა მოუტანა. სწორედ ეს წარმოადგენს დღემდე კრიტიკოსთა დავის საბაბსაც.