არქივი - დეკემბერი, 2010 წ.

.

1х.com ეს არის პროფესიონალ ფოტოგრაფთა გაერთიანება. პროექტის ფარგლებში ირჩევა მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო  ხარისხის ფოტონამუშევრები. ამ საიტზე განთავსებულ ფოტოებს კი საზოგადოება ობიექტური კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, რაც ფოტოგრაფებს მეტად განვითარებისა და დახელოვნების საშუალებას აძლევს.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო

“ფოტოგრაფია ის დოკუმენტია, რომელსაც შეხედავს თვალებისა და გულის მქონე ადამიანი და იგრძნობს, რომ მსოფლიოში ყველაფერი კარგად როდია”.
რობერტ კაპა

წარმატებული ფოტოგრაფი რიჩარდ ავედონი ნიუ-იორკში, 1923 წლის 15 მაისს დაიბადა. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: “Harper’s Bazaar”-ი , “Vogue”და “The New Yorker”-ი.  2004 წლის 1 ოქტომბერს, 81 წლის ფოტოგრაფი გადაღებებისას გარდაიცვალა.

რობერტ დე ნირო

ნიუ-იორკელი  სტივ შაპირო  ფოტოგრაფიამ 9 წლის ასაკში გაიტაცა. კარიერის დასაწყისში ცდილობდა თავისი სათაყვანებელი  ანრი კარტიე-ბრესონსისთვის მიებაძა. დღესდღეობით  შაპირო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის ერთ-ერთ კლასიკოსად ითვლება.

ასეთი ულამაზესი, კომფორტული სახლები მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, დევონშირის საგრაფოში

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო