არქივი - მაისი, 2013 წ.


KPC-ს აი, ასეთი ფუმფულა ურქო ჯიში გამოიყვანეს და მოაშენეს აშშ-ის აიოვას შტატის ლოტრენის ფერმაში. ძროხებს გასაყიდად ამრავლებენ (5-დან რამდენიმე ათასი დოლარი ღირს). ეს ჯიში ხშირად იმარჯვებს გამოფენებში.

კატეგორია: მოზაიკა


მუქთმიანი და შავთვალება ლამაზმანებით ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებსა თუ ინდოეთში ვერავის გააკვირვებ. ამასთან, ქერათმიანი, მწვანე ან ცისფერთვალება მოსახლეობაც გვხვდება, ისინი განსაკუთრებულად და ეგზოტიკურად გამოიყურებიან. ამ ფაქტს ასეთი ახსნა აქვს: დავიწყოთ ირანით – სპარსელებით, რომლებიც, როგორც ცნობილია, ძველი არიელების შთამომავალი არიან. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან – “არიელების ქვეყანა” (პროტო-ინდოევროპულ ენაზე “არია” სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა “კეთილშობილი” ან “თავისუფალი”).
VII საუკუნეში არაბების შემოჭრამ ძალზე შეცვალა ირანის ეთნიკური შემადგენლობა, თუმცა იქ დღემდე შეხვდებით ასეთ სახეებს:

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო


შორეულ 1975 წელს ამერიკელმა ფოტოგრაფმა ნიკოლას ნიქსონმა ფირზე ოთხი დის ერთობლივი პორტრეტი აღბეჭდა, მათ შორის მისი მეუღლე ბიბიც იყო. მას შემდეგ ფოტოს ყოველწლიური გადაღება ტრადიციად იქცა.
.

პროექტი 36 წლის განმავლობაში გაგრძელდა. პირველ ფოტოზე ყველაზე უმცროსი და, მიმი, 15 წლისაა, ბოლოზე კი, ყველაზე უფროსი, ბიბი – 61-ს. სერიას ”დები ბრაუნები” ჰქვია. ფოტოებს არ აქვს დიდი მხატვრული ღირებულება, თუმცა პროექტი საკმაოდ საინტერესოა – თვალს ადევნებ, თუ როგორ ემატება ქალს წლები, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ბერდება…

კატეგორია: პორტრეტები


თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი, ირვინგ პენი ახალგაზრდობაში ხელოვნების სკოლაში სწავლობდა და აპირებდა ფერმწერი გამხდარიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ყველა თავისი ნამუშევარი გაანადგურა. ასე დაკარგა კაცობრიობამ მხატვარი, სამაგიეროდ მოიპოვა მომავალი ცნობილი ფოტოგრაფი. 1943 წელს ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე მისი პირველი ფოტო გამოჩნდა, და ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს მისი ბრწყინვალე კარიერის დასაწყისად.


ანდრე ვილიე 23 წლის იყო, პაბლო პიკასო რომ გაიცნო – მან მხატვარს ფოტოს გადაღება სთხოვა. აქედან დაიწყო მათი მეგობრობა, რომელმაც მთელი ცხოვრება გასტანა. ანდრე და პაბლო ერთად ადგენდნენ კოლაჟებს, პიკასო ბოლო შტრიხს ჰმატებდა ვილიეს ფოტოებს – კადრს ზემოდან ახატავდა და ამით სრულჰყოფდა ფოტოხელოვანისა და მხატვრის ერთობლივ ნამუშევარს.