სტინგი, უბრალო ტოსკანელი მეღვინე

16

 

სტინგი 66 წლისაა და თანყვანისმცემლების რაოდენოით რომის პაპს შეუძლია შეეჯიბროს. მაგრამ ღვინის ენთუზიასტებს ის სხვებზე მეტად უყვართ – სტინგი ღვინოს აკეთებს.

 

1

 

რა თქმა უნდა, მას სამშლობლოშიც აქვს სახლი, მაგრამ მის ცოლს ტრუდის და საერთოდ მთელ მრავალრიცხოვან ოჯახს, ტოსკანაში უყვარს ცხოვრება, ვილაში სახელწოდებით Tenuta del Palagio.

 

3

 

 

იქ ძირითადად ტრუდი განკარგავს ყველაფერს. ამაყია თავისი ფერმერული ფესვებით და ბავშვობიდან ოცნებობდა ნატურალურ, ჯანსაღ, სოფლურ ცხოვრებაზე. სწორედ ტრუდი გახლდათ 1996 წელს ტოსკანაში მე-16 საუკუნის ვილის შეძენის ინიციატორი, ვილას კი სოფლის რამდენიმე სახლი, 300 ჰექტარი საძოვარი, ტყეები, ზეთისხილის ბაღი და ვენახი მოჰყვა.

 

4

 

ტრუდის აქ შესაძლებლობა მიეცა, მაქსიმალურად შერწყმოდა ბუნებას, 6 შვილის აღზრდის გარდა, ყველა მსურველს იოგას ასწავლიდა.

 

6

 

ოჯახმა თავიანთ მიწებზე მცირე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი წამოიწყო, აწარმოებენ ზეითუნის ზეთს, თაფლსა და სალამის. ღვინოს, თავიდან მხოლოდ ახლობლებისთვის აყენებდნენ. ნამდვილი მეღვინეობა სტინგს შორეულ პერსპექტივაში ესახებოდა, მანამდე კი ვილაში ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო.

 

19

 

2

 

„მეღვინეობის გამო მუსიკას თავს არ დავანებებ, – ამბობს სტინგი, – ცოლთან ერთად ეს ვილა იმიტომ შევიძინეთ, რომ მოგვეწონა. სახლი და მიწები სავალალო მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ყველაფრის გამოსწორებას შევძლებდით. ამ ადგილმა შთამაგონა, აქ ვაკეთებ ჩანაწერებს, და მოზაიკის ერთადერთი ნაწილი, რომელიც არ მყოფნიდა, გახლდათ ღვინო“.

 

14

 

18

 

საკუთარი ღვინის წარმოებისკენ სტინგს თავისმა ადმინისტრატორმა უბიძგა.

 

7

 

„ინგლისის ჩრდილოეთიდან ვარ, სადაც ტრადიციული სასმელი გახლავთ ლუდი, 16 წლიდან ვსვამ მას. ღვინო პირველად ჩემი 30 წლის იუბილეზე დავლიე. ჩემი შოუების პრომოუტერები ხშირად მჩუქნიდნენ ღვინოს, მაგრამ ვინაიდან მე არ ვსვამდი, ეს ბოთლები ჩემს ადმინისტრატორთან გადადიოდა. თანდათანობით, ის ღვინის დიდი მოყვარული გახდა და საოცარი ღვინის მარანიც მოაწყო. ერთხელ, მასთან სტუმრობისას, ვკითხე: „საიდან იშოვე ეს ღვინოები?“ რაზეც მან მიპასუხა: “ შენ თავად მაჩუქე ყველა ბოთლი“. აი, მაშინ აღვიქვი ეს ყველაფერი სერიოზულად“.

 

8

 

ტოსკანაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ სტინგმა პრესას ამცნობა, რომ აპირებს ღვინის Tenuta del Palagio  წარმოებას წელიწადში 30 000 ბოთლის ოდენობით, და 2007 წლის მოსავალი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ბაზრებზე გამოჩნდა.

 

9

 

თაფლთან, ხილთან, ბოსტნეულთან, ყველთან და ძეხვთან ერთად, სტინგმა პუბლიკას თავისი ორგანული ღვინოები წარუდგინა, Sister Moon და Casino delle Vie, რამდენიმე წლის შემდეგ კი – When We Danceრომელსაც კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს.

 

 

10

 

Sister Moon Il Palagio 2008

 

40% Sangiovese, 30% Cabernet Sauvignon, 30% Merlot
93 ქულა Wine Spectator-ის შეფასებით

ღვინის სახელწოდება სტინგის ძველი სიმღერიდან მოდის, მაგრამ ის სტინგისა და ტრუდის ორგანულ და ბიოდინამიკურ მისწრაფებასაც ასახავს – „მისტიკური კავშირი მიწას, მთვარეს, ბუნებასა და ადამიანს შორის“.
ფასი $50-60

 

 

 

11

 

 

Casino delle Vie Il Palagio 2009
Sangiovese, Canaiolo, Colorino e altri vitigni
ღვინის სახელწოდება Casino delle Vie შეიძლება ითარგმნოს, როგორც სახლი გზის პირას, ან „გაუგებრობა, არეულობა“, და მოწოდებულია შეგვახსენოს, რომ კარგ ღვინოს ხანდახან შეუძლია აღადგინოს მშვიდობა და წესრიგი ქაოსისგან.
ფასი $40-50

 

12

 

 

When We Dance Il Palagio 2010
Sangiovese, Canaiolo, Colorino
93 ქულა — Fine Wine Magazines
87 ქულა — Wine Spectator
სახელწოდება When We Dance – სტინგის ცნობილი სიმღერიდან მოდის. 
ფასი $15-20

 

 

13

 

Message In A Bottle Il Palagio 2011
Sangiovese 70%, Syrah 15%, Merlot 15%
91 ქულა — James Suckling
Message In A Bottle – სტინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა.
ფასი $19-20

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. მანანა says:

    სტინგი ხომ მიყვარს, იტალია მიყვარდა, მაგრამ ტოსკანა შენ შემაყვარე, რაზეც დიდ მადლობას მოგახსენებ.მიხარია რომ წერას დაუბრუნდი და გვასიამოვნებ ლამაზ-ლამაზი ჩანახატ-სტატიებით❤️❤️❤️

დამიტოვეთ კომენტარი