პოსტები ტეგზე -"საქართველოს ხედები"

საქართველოს ერთ, პატარა, თითქმის ყველასგან მივიწყებულ ნაწილში, რომელსაც ჩხოროწყუ ჰქვია,  მდინარე ხობისწყალი ჩამოდის. ერთი შეხედვით დიდად არაფრითაა საინტერესო. ეგაა – აქ ცხელ ზაფხულში გახურებული სხეულის გაგრილება შეიძლება. ჩახვალ, იბანავებ, გაგრილდები და მორჩა: კითხვაც კი არ გაგიჩნდება, – ნეტავ საიდან მოდის ეს პატარა წყალიო. მაგრამ თუ იკითხე, გზა პასუხისკენ ულამაზეს ადგილას მიგიყვანს, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.

.

1920-იან და 1930-იან წლებში მყინვარების ამერიკელმა მკვლევარმა უილიამ ოზგუდ ფილდმა სვანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მყინვარწვერების შესასწავლად რამოდენიმეჯერ იმოგზაურა საქართველოში. თავისი მოგზაურობის დროს, ფილდმა ფოტოსურათებზე აღბეჭდა სვანეთისა და საქართველოს სხვა მხარეების დასახლებები, ლანდშაფტები და ადამიანები.

კატეგორია: მოზაიკა

 

 

 

”ფერადი წარსული” ასე შეიძლება ეწოდოს ფოტოებს, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ულამაზეს ხედებს წარმოაჩენს. ისინი 1909-1915 წლებს შორისაა გადაღებული და ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პირველი ნიმუშებია.