კატეგორია - ცნობილი ფოტოგრაფები

.

ფილიპ ჰალცმანი ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელმაც კარიერა გაიკეთა  ცნობილ ადამიანთა ფოტოგრაფირებით… ნახტომში. ის ამტკიცებდა, რომ გადასაღები ობიექტი სწორედ ნახტომში ამჟღავნებს მის შინაგან ბუნებასა და ხასიათს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 50-იან წლებში ფილიპს შესთავაზეს ცნობილი ამერიკელი კომიკოსების გადაღება. ხელოვანმა შენიშნა, რომ იუმორისტები ბევრს ხტოდნენ, რათა ფოტოზე მათი განწყობა აღბეჭდილიყო.  ცდილობდნენ, ფოტოგრაფისთვის მუშაობა გაეიოლებინათ და  მაქსიმალური სილაღე და მხიარულება გადმოეცათ კადრში.

 

”ყოველთვის ვცდილობდი, ჩავწვდომოდი  ადამიანის შინაგან სამყაროს, რომელიც  ხშირად ინიღბება და მხოლოდ წამიერად თუ ავლენს თავისი პატრონის  ნამდვილ ბუნებას. სწორედ ამ წამებზე ”ნადირობა” გახდა ჩემი ცხოვრების მიზანი და წარმატების საიდუმლო”, – ამბობდა ფოტოხელოვანი..

ბრაიან ადამსი არამხოლოდ ცნობილი მუსიკოსია –   მან საკმაოდ წარმატებულად აითვისა ფოტოგრაფის პროფესია. თანამშრომლობს ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა: Zoo Magazine, Vogue, Esquire, Harper`s Bazaar და Vanity Fair.

buy yasmin in uk
ფერდინანდო შანა – იტალიელი ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი, ფოტოხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა. მისი ნამუშევრების სიღრმე და კონტრასტულობა გულგრილს არ ტოვებს მნახველს. ამ საქმის დაუფლება პალერმოს უნივერსიტეტში ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის შესწავლით დაიწყო.


ადამიანი-ლეგენდა, რომელმაც მსოფლიო დიდება მოიპოვა, ჩეხი ფოტორეპორტიორი იოზეფ კუდელკაა. დაიბადა 1938 წელს ჩეხოსლოვაკიაში. ბავშვობიდან ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. თავიდან მისი შემოქმედების შთაგონების წყარო ბოშები იყვნენ.


ძველთა ძველი და კვლავაც ახალი
.

დგება შემოქმედის ცხოვრებაში მომენტი, რომელიც მის შემდგომ ბედს მთლიანად განსაზღვრავს. ასეთი აღმოჩნდა სერგო ედიშერაშვილისთვის 1985 წელი, როცა ის, 34 წლის ასაკში, მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის დასახელდა და უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის მონაწილე გახდა. საყოველთაოდ აღიარებულ პოფესიონალთა ამ ჯგუფმა ფოტოობიექტივის საშუალებით უჩვენა მსოფლიო – “ერთი დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან”…

generic cialis release date
თოჯინების თეატრის წარმოდგენა, Photo by Alfred Eisenstaedt, 1963
.
პარიზის პარკში თოჯინების თეატრის წარმოდგენაზე წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვის მომენტი
.
1936 წლის 30 ნოემბერს დღის შუქი იხილა ჟურნალ Life-ის პირველმა ნომერმა. მომდევნო 30 წლის განმავლობაში Life ფოტოჟურნალისტიკის სიმბოლოდ იქცა. გთავაზობთ ჟურნალის ყდაზე განთავსებული ყველაზე ცნობილი ფოტოების კრებულს.
.

cialis purchase australia fluoxetine pronounce buy brand cialis online purchase cialis on the internet
უილიამ იუჯინ სმიტი ერთ-ერთი უნიჭიერესი, მეამბოხე, უკომპრომისო ფოტორეპორტიორი, ფოტოსამყაროს ღირსეული წევრი იყო. თავისუფალ, შეუზღუდავ ფოტოხელოვანს შემოქმედებით დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ვიდრე ფინანსური სარგებელი.


ლეგენდარული ფოტოგრაფი ჰერბ რიცი 1952 წლის 13 აგვისტოს ლოს-ანჟელესში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ეკონომიკური უნივერსიტეტი დაამთავრდა, მერე მშობლების ავეჯის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და მოულოდნელად ფოტოგრაფიამ გაიტაცა. გადაწყვიტა ამ საქმეს პროფესიონალურად დაუფლებოდა – ფოტოკურსებზე ჩაეწერა და ფოტოებს ჟურნალებს სთავაზობდა, თუმცა მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.


ჭაბუა ამირეჯიბი
.
წარმოგიდგენთ ფოტოხელოვან ზინკა ბარნოვის ნამუშევრებს, რომელმაც გადაღება 1991 წლიდან დაიწყო. მისი პორტრეტები და დოკუმენტური ჟანრის ფოტოები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, გამოირჩევა ავტორის ორიგინალური ხედვით. ზინკას უამრავ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა, იბეჭდებოდა სხვადასხვა უცხოურ გამოცემაში. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოხელოვანი ციფრულ ტექნოლოგიებს არაჩვეულებრივად ფლობს, მაინც ფირს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ფირზე აღბეჭდილი კადრები მეტად შემოქმედებითი, მეტყველი და ბუნებრივია.