არქივი - თებერვალი, 2011 წ.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო

ავღანეთი 2001

.

სერგეი მაქსიმიშინი –  მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რუსი ფოტორეპორტიორი, World Press Photo-ს პრემიის ორგზის ლაურეატია. დაბადა 1964 წელს ქ. კოლმაში, ოდესის ოლქში.

1996 წელს ჩააბარა ჟურნალისტთა კავშირის ფაკულტეტზე ფოტოკორესპონდენტის სპეციალობით. 1999 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ ”იზვესტიაში”.

2000 წელს მუშაობდა ჩეჩნეთში. ფოტოგრაფის მიერ გადაღებული რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ამსახველი კადრები დასავლურ გამოცემებში იბეჭდებოდა. შემდგომ მაქსიმიშინმა ავღანეთსა და ერაყში განაგრძო მოღვაწეობა.

დღესდღეობით სერგეი მაქსიმიშინი თავისუფალი ფოტოგრაფია. ფოტორეპორტიორი თანამშრომლობს ისეთი გამოცემებთან, როგორიცაა: Newsweek , Stern, Geo, Time, Financial Times, Der Spiegel, ESPN Magazine, Elle (France) etc.

მიწისძვრა ჰაიტიში  (Olivier Laban-Mattei / AFP)

.

World Press Photo – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელსაც უამრავი სხვადასხვა ნომინაცია აქვს – ”სპორტი”, ”ხელოვნება”, ”ყოველდღიური ცხოვრება”, ”პორტრეტი”, ”ბუნება” და ა.შ. ყველაზე პრესტიჟული კი, რა თქმა უნდა, ”წლის ფოტოა”.

ჟიურის წევრებმა გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია ადამიანური ტრაგედია, სიკვდილი, ძალადობა, ბუნებრივი კატაკლიზმები… ეს კადრები გასულ  წელს მომხდარი მოვლენების დოკუმენტური ანარეკლია, მათ შორის მიწისძვრა ჰაიტიში, წყალდიდობა პაკისტანსა და ვულკანების ამოფრქვევა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო

.

.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო

ჯეკ ნიკოლსონი  (ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა)

.

მარი ელენ მარკი პენსილვანიაში (აშშ) 1940 წელს დაიბადა. 9 წლისა ფოტოგრაფიამ  გაიტაცა. 1962 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა,  სპეციალობით სახვითი ხელოვნება და ხელოვნების ისტორია. 1967 წლს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ფოტოჟურნალისტიკას მიჰყო ხელი და  შემდგომ გადასაღებ მოედნებზე ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. მარკის ფოტონამუშევრები 40 წელიწადზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდება.

ოდრი ჰეფბერნი

.

ინგლისელმა ფოტოგრაფმა – ტერი ო’ნილმა (1938 წლის 30 ივლისი, ლონდონი)  სახელი გაითქვა გამოჩენილ ადამიანთა  პორტრეტებით. 50-იან წლებში ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, უნდოდა მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ ფოტოგრაფიისადმი ინტერესმა სძლია და საკმაოდ წარმატებული კარიერაც გაიკეთა. ო’ნილი თანამშრომლობდა ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა: Rolling Stone, Paris Match, Vogue, Life და Look.

ჩინეთში, გუანის პროვინციაში 6 წლის ბიჭუნა ლონგი უკარფანჯრო ქოხში მარტოდმარტო ცხოვრობს.  მშობლები შიდსით გარდაიცვალნენ,  ბავშვიც  ვიჩ-ინფიცირებულია. ამის გამო ობოლს თანასოფლელებმა ხელი ჰკრეს და ახლოსაც არ ეკარებიან.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო