ყველასგან განდევნილი

ჩინეთში, გუანის პროვინციაში 6 წლის ბიჭუნა ლონგი უკარფანჯრო ქოხში მარტოდმარტო ცხოვრობს.  მშობლები შიდსით გარდაიცვალნენ,  ბავშვიც  ვიჩ-ინფიცირებულია. ამის გამო ობოლს თანასოფლელებმა ხელი ჰკრეს და ახლოსაც არ ეკარებიან.

.

ბიჭუნას თანაკლასელების მშობლებიც დევნიან, საწყალს მოკვლითაც კი დაემუქრნენ, შიშობენ მათ შვილებს დაავადება არ გადაედოთ…

.

.

ადგილობრივი ექიმიც უარს ამბობს ბავშვის მკურნალობაზე. ყველასგან გარიყული ბიჭუნა 84 წლის ბებიამაც კი უარყო.

.

.

.

ერთადერთი ერთული მეგობარი, რომელმაც ბავშვი არ მიატოვა – ძაღლია.
ლონგი ყველაფრის მიუხედავად ფარ-ხმალს არ ყრის – უძღვება საოჯახო მეურნეობას: უვლის ბოსტანს, ქათმებს, საჭმელს იმზადებს, რეცხავს…

.

.

სახელმწიფომ პენსია დაუნიშნა 70 იუანის ოდენობით ($10), ჰპირდებიან, რომ 100 იუანამდე გაუზრდიან ($15). დროდადრო მედიკამენტებსაც უგზავნიან.

.

.

იშვიათად, კეთილი ადამიანები საჭმელითა და ტანისამოსით ამარაგებენ ობოლს.
ლონგს, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვს, თამაში უყვარს ხან ბურთით, ხან ხის ხანჯლით, ყველაზე ხშირად კი საყვარელ ძაღლთან ერთობა, რომელიც მისი ოჯახის ერთადერთი წევრია და ლოგინშიც კი ჩახუტებულებს სძინავთ.

.

.

ბიჭუნამ წერა-კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. მეზობელს  კვირაში ერთხელ გაზეთი მოაქვს, რომელიც მისთვის ერთადერთი დამაკავშირებელია გარესამყაროსთან…

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო
მკითხველის კომენტარი
  1. ია says:

    საწყალი ბავშვი 🙁

  2. fiqro says:

    ნამდვილი ფოტო ისტორია

  3. AMagazine says:

    საცოდავი:( რა სასტიკია ხანდახან ხალხი:(((((

  4. ცირულის says:

    ხალხის გულგრილობაა რომ გვღუპავს და კიდევ ბევრსაც დავიტეხავთ თავს. ის უბედური ბებია რამღა გააგიჟა
    ღმერთმა უშველოს ყველა დანარჩენს თორე… მათავარი ის კი არაა რამდენ ხანს ვიცოცხლებთ, არამედ როგორ ვიცხოვრებთ.

  5. ადამიანის სისასტიკეს ზღვარი არ გააჩნია, თურმე….

დამიტოვეთ კომენტარი