არქივი - ნოემბერი, 2010 წ.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პაპარაცის, რონ გალელას  ჟურნალ  “Time” -მა ”ამერიკელი პაპარაცების ნათლიმამა” უწოდა.

რონ გალელა 1931 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მისი ფოტოები ცნობილ  ჟურნალებში:  Harper’s Bazaar, Vogue, Vanity Fair, Rolling Stone, The New Yorker იბეჭდებოდა.

რონ გალელა იმდენად აბეზარი პაპარაცი იყო, რომ ჟაკლინ კენედიმ 2-ჯერ უჩივლა სასამართლოში, ელვის პრესლის დაცვის წევრებმა ავტომობილის საბურავები  რამდენჯერმე დაუხვრიტეს, ბრიჯიტ ბარდოს მეგობრები წყლით წუწავდნენ,  ხოლო მარლონ ბრანდომ 5 კბილი ჩაუმსხვრია…

1920-იან და 1930-იან წლებში მყინვარების ამერიკელმა მკვლევარმა უილიამ ოზგუდ ფილდმა სვანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მყინვარწვერების შესასწავლად რამოდენიმეჯერ იმოგზაურა საქართველოში. თავისი მოგზაურობის დროს, ფილდმა ფოტოსურათებზე აღბეჭდა სვანეთისა და საქართველოს სხვა მხარეების დასახლებები, ლანდშაფტები და ადამიანები.

კატეგორია: მოზაიკა

პარიზი

.

.

ანრი კარტიე-ბრესონი  1908 წლის 22 აგვისტოს საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის პროვინცია შატლუში დაიბადა. ფოტოგრაფის   შთაგონების წყარო ფრანგი რეალისტი ეჟენ ატჟე გახდა, რომლის შემოქმედებამ გადააწყვეტინა, ფოტოგრაფი გამხდარიყო.

ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის, ზურაბ გეწაძის ფოტოობიექტივში ამერიკელი მაწანწალები მოხვდნენ. ფოტოები მანჰეტენზეა გადაღებული.

ფოტოგრაფის მიზანი იყო, ხალხისთვის გაეზიარებინა უსახლკაროთა ყოფა, რომლებსაც მწუხარებითა და სევდით აღსავსე ცხოვრება აქვთ.

კატეგორია: პორტრეტები

ცოლ-ქმარი ფოქსები 152 მეტრის სიმაღლეზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე აკრობატულ ნომრებს ასრულებენ. ფოტოები გადაღებულია 1955 წელს.

კატეგორია: ცნობილი ფოტოები

მე იმ ქალაქში დავიბადე, რომლის ზღვა, მზე და პალმები დღემდე მესიზმრება. სოხუმი ჩემი სიყვარულია. 15 წლის ვიყავი, ალმოდებული ქალაქიდან რომ გამოვიქეცით. მას შემდეგ ჩემი სოხუმი არ მინახავს. იქ დავტოვე ბავშვობა და ”ზენიტით” გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილი მშობლიური ქალაქი.

ახლა 33 წლის ვარ, პროფესიით ეკონომისტ-იურისტი, მაგრამ ფოტოგრაფია ჩემი პირველადი პროფესიაა, რომელსაც ბავშვობიდან ვეზიარე…