არქივი - დეკემბერი, 2016 წ.

1

 

გერმანიაში შობის დღესასწაული  ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ჰოფმანისა და ძმები გრიმების ზღაპრებში, მოჯადოვებული მაკნატუნასა და თოვლის დედოფლის სამყაროში. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი დღესასწაულის შესახვედრად, გერმანელები საფუძვლიანად ემზადებიან. სწორედ მათ აჩუქეს სამყაროს საშობაო ნაძვის ხის მორთვის მხიარული და ნათელი ტრადიცია. უფრო სწორედ, ერთ-ერთმა გერმანელმა – მარტინ ლუთერმა, უდიდესმა პროტესტანტმა და რელიგიურმა რეფორმატორმა.

 

კატეგორია: მოზაიკა

1

ყოველ წელს Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი უჩვეულო პროექტში იღებს მონაწილეობას. შლაპაში ათავსებს ფურცელს, სადაც მისი სახელი წერია და საიდუმლო სანტა ხდება. და ყოველ წელს საიტის Reddit ერთ-ერთი ხელმომწერი ოცნების საჩუქარს იღებს თავად ბილ გეითსისგან.

 

კატეგორია: მოზაიკა

1

 

დანტე ალიგიერის ცნობილი ”ღვთაებრივი კომედია” იწყება იმით, რომ ცხოვრების ნახევარგზაზე დაკარგული პოეტი, ანაზდად უსიერ ტყეში ფხიზლდება. პოემა, ასე ვთქვათ, არც თუ ისე შთამაგონებლად იწყება. რაღაც საშინელი ისტორიის ან სისხლიანი დეტექტივის დასაწყისს ჰგავს.

კატეგორია: მოზაიკა

1

ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს.
ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები სეირნობენ, თითოეულ მათგანს კი ორი ღარიბი ემიგრანტი ემსახურება.

კატეგორია: მოზაიკა

1

 

1. თქვენი მატარებელი 20 წუთში გადის. სადგურამდე 10 წუთის სავალი გზაა. თქვენ: ”დროა, გავიდეთ”. შვეიცარიელი: ”რას ამბობ! სადგურამდე, სინამდვილეში 9 წუთისა და 30 წამის სავალი გზაა. ბილეთის ყიდვას 90 წამი დასჭირდება. გზად ყავის ყიდვაც მინდა – ესეც შენი 1 წუთი და 40 წამი. გამოდის, რომ სახლიდან 7 წუთსა და 20 წამში უნდა გავიდეთ!”

კატეგორია: მოზაიკა

1

 

სამი ვერსია

 

სხვადასხვა გამოცემებში ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის გაცნობის, მინიმუმ, 3 ვერსია არსებობს.

 

პირველი: ფილმის ”ბინა” გადაღება იმით დაიწყო, რომ გამოუცდელმა და აქედან გამომდინარე, მღელვარებაში მყოფმა მსახიობმა ქალმა პარტნიორს, იმ დროს ევროპული კინოს ამომავალ ვარსკვლავს ფეხზე დააბიჯა. როგორც ნამდვილმა ფრანგმა, ვენსანმა, ბოდიში მოუხადა, ხელზე ეამბორა მონიკას, ჩახედა თვალებში და… ჩაიძირა!

კატეგორია: მოზაიკა

6

1950 წელს, ლეგენდარულმა სოფი ლორენმა ფსევდომინით სოფია ლაცარო კონკურსში ”მის იტალია” მიიღო მონაწილეობა, სადაც ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მიიღო ტიტული ”მის ელეგანტურობა”. სწორედ მაშინ მიიპყრო მან ცნობილი კინოპროდიუსერის, კარლო პონტის ყურადღება, რომელიც ჟიურის წევრი გახლდათ.

კატეგორია: მოზაიკა

frenchfarmerscalendar

გასულ წელს ფეშენ-ფოტოგრაფმა, ფრედ გუდონმა კალენდრისთვის მეხანძრეები გადაიღო, 2017 წლისთვის კი ისეთი პროფესია შეარჩია, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდა მამაკაცებისთვის არც თუ ისე მიმზიდველია – ახალ კალენდარს ფრანგი ფერმერი მამაკაცები დაამშვენებენ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფოტოგრაფის წინ მოდელები პოზირებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ფრედ გოდონმა საფრანგეთის პროვინციები – შამპანი, პიკარდია, ნორმანდია და პროვანსი მოიარა და ნამდვილი ფერმერები იპოვა.

კატეგორია: მოზაიკა