როგორ ჩაეფლო დანტეს ჯოჯოხეთში სალვადორ დალი

1

 

დანტე ალიგიერის ცნობილი ”ღვთაებრივი კომედია” იწყება იმით, რომ ცხოვრების ნახევარგზაზე დაკარგული პოეტი, ანაზდად უსიერ ტყეში ფხიზლდება. პოემა, ასე ვთქვათ, არც თუ ისე შთამაგონებლად იწყება. რაღაც საშინელი ისტორიის ან სისხლიანი დეტექტივის დასაწყისს ჰგავს.

 

დანტემ თავისი შემოქმედებით, პოეზიის განვითარებასა და ადამიანის ბუნების შეცნობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა, მისი მთავარი მიღწევა გახლავთ ჯოჯოხეთის გამოსახვა, რომელმაც ადამიანების წარმოსახვაში ჯოჯოხეთის კონცეფციაზე დიდი გავლენა იქონია.

.

დანტეს ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა და თითოეულ მათგანში  დაუნდობელი წამება და დასჯა, ცეცხლი და ყინული, მითიური ქმნილებები და ბოროტი დემონებია ასახული. ”ღვთაებრივი კომედია” – ცოდვისა და განსაწმენდელის ალეგორიაა. ჯოჯოხეთში დანტეს მეგზური სხვა პოეტი – ვერგილიუსი ხდება, რომელიც ასევე შეეხო ჯოჯოხეთის თემას თავის შემოქმედებაში. ამ თემას, რაღა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლიდა მისტიკოსი და კათოლიკე სალვადორ დალი. იმ ფაქტმა, რომ პოემის ილუსტრირება ადრე უკვე მოახდინეს უილიამ ბლეიქმა და გუსტავ დორემ, ამ ამბავს მიმზიდველობა კიდევ უფრო შესძინა.

.

1957 წელს იტალიის მთავრობამ სალვადორ დალის მიმართა თხოვნით, ”ღვთაებრივი კომედიის” ახალი გამოცემისთვის შეექმნა 101 აკვარელისგან შემდგარი სერია. წიგნი 1965 წელს, დანტე ალიგიერის დაბადებიდან 700 წლისთავზე უნდა გამოსულიყო. დალი სამუშაოს შეუდგა. მაგრამ როდესაც პირველი აკვარელები რომში,  პალავიჩინი-როსპილიოზის სასახლეში გამოიფინა, იტალიური საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ ქვეყნის უდიდესი პოეტისთვის პატივის მისაგებად ესპანელი დაიქირავეს, და არა იტალიელი. პროექტი დაიხურა.

 

2

 

მაგრამ დალიმ მაინც დაასრულა მუშაობა ილუსტრაციებზე. 1964 წელს მან თავის ფრანგ გამომცემელს, ჟოზეფ ფორეს მიმართა. ფორე იმ მომენტისთვის ”დონ კიხოტის” გამოცემით იყო დაკავებული, რომლის ილუსტრაციებიც დალის ეკუთვნოდა. მხატვარმა დანტე ალიგიერის პოემის ახალ გამოცემაზე მუშაობა და საკუთარი ილუსტრაციები შესთავაზა. ფორემ დალის ნამუშევრები საგამომცემლო სახლს Les Heures Claires წარუდგინა, რომელიც ენთუზიაზმით მოეკიდა ამ პროექტს.

 

3

 

ორმა გრავიორმა – რაიმონ ჟაკემ და მისმა ასისტენტმა, გვარად ტარიკო – მიიღეს დავალება, ხელით გამოეჭრათ 3500 ხის ბლოკი, რომელიც დალის აკვარელების რეპროდუქციისთვის იყო საჭირო. იტალიურ ენაზე წიგნი მცირე ტირაჟით გამოიცა.

 

4

 

ილუსტრაციებში დალისთვის დამახასიათებელი დეტალები სჩანს – დაგრძელებული კიდურები, ”მცოცავი” სახეები და მშფოთვარე ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ ილუსტრაციები დორესა და ბლეიქის ნამუშევრებს ვერ შეედრება, დალის ნამუშევრები ჯოჯოხეთის ერთგვარ სიურრეალისტურ ინტერპრეტაციას ჰქმნიან ყველა თავისი ცოდვითა და ტანჯვით.

 

5

 

6

 

7

 

 

8

 

9

 

10

 

11

 

12

13

 

14

 

15

 

16

 

17

 

18

 

19

 

20

 

21

 

22

 

23

 

24

 

25

26

 

27

 

28

29

 

30

31

 

32

 

33

 

34

 

35

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი