როდესაც შენი საიდუმლო სანტა ბილ გეითსია…

1

ყოველ წელს Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი უჩვეულო პროექტში იღებს მონაწილეობას. შლაპაში ათავსებს ფურცელს, სადაც მისი სახელი წერია და საიდუმლო სანტა ხდება. და ყოველ წელს საიტის Reddit ერთ-ერთი ხელმომწერი ოცნების საჩუქარს იღებს თავად ბილ გეითსისგან.

 

წელს ბედნიერი გამარჯვებული აერიქსი (Aerrix) გახდა.

 

სამსახურიდან შინ დაბრუნებულ აერიქსს შემოსასვლელთან უზარმაზარი ამანათი დახვდა.

 

2

 

გავხსენი ყუთი და ფოტო რომ დავინახე, ყბა ჩამომივარდა”. – ამბობს აერიქსი.

3

 

სურათიდან მას ბილ გეითსი უმზერდა.

4

 

ყუთში საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქრები ელაგა. ცხადი იყო, რომ გეითსმა ყურადღებით შეისწავლა საიტის მომხმარებელის პროფილი.
5

 

 

მაგალითად, ხელთათმანები მისთვის და მისი ძაღლისთვის საყვარელი ვიდეოთამაშის მოტივებით.

 

6

 

 

ექსკლუზიური რარიტეტული კონსოლი Nintendo NES Classic Edition.

7

 

ახალი Xbox

8

 

რომელსაც რამდენიმე ექსკლუზიური კონსოლი მოჰყვა.

9

 

თამაშების შეზღუდული სერიები და Xbox Live-ის 4 ოქროს საწევრო ბარათი.

10

 

საჩუქრებს შორის კულინარული წიგნიც აღმოჩნდა, რომელსაც ბილმა მიაწერა:

11

 

 

”აერიქს, ვინაიდან წარმოშობით ლუიზიანადან ხარ და ბიძაშენის მიერ მომზადებული კერძები გენატრება, ალბათ, მოისურვებ, სცადო რამდენიმე რეცეპტი ამ წიგნიდან”

12

 

 

ბილმა ფოტოშოპის მეშვეობით საოჯახო ფოტოზე თავისი თავი მიამატა.

13

 

მილიარდერმა, ასევე, შემოწირულობა გადარიცხა აერიქსის სახელზე ორგანიზაციის Code.org ფონდში, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების პოპულარიზაციითა და ამ სფეროში განათლები არის დაკავებული.

 

14

 

 

”ეს ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. ჩემი მეუღლე პროგრამისტად მუშაობს, ძმამ კი ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხი მიიღო”. – ამბობს აერიქსი.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი