‘O sole mio: როგორ შექმნეს მოხერხებულმა იტალიელებმა ხელოვნური მზე

1

იტალიის ჩრდილოეთში, ტურინთან ახლოს მინიატურული სოფელი ვიგანელაა 200-კაციანი დასახლებით. მას ხუმრობით ციმბირს უწოდებენ, რადგან ნოემბრიდან თებერვლამდე აქ მზე თითქმის არასოდეს დანათის. სხივების სოფლამდე მიღწევას მთები ”ბლოკავენ”. თუმცა, იტალიელებმა ეს პრობლემა თავისებურად გადაჭრეს – გადაწყვიტეს მთის წვერზე, 870 მეტრის სიმაღლეზე დაემონტაჟებინათ უზარმაზარი სარკე, რომელიც არეკლილ მზის სხივებს სოფლისკენ მიმართავდა.

 

2

გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ ამრეკლავის ფართობი მინიმუმ 40 კვ მ უნდა ყოფილიყო, პროექტის ღირებულება კი 100 000 ევროს შეადგენდა.

 

 

3

 

საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა სოფლის მცხოვრებლებისთვის. მაგრამ მას მერე, რაც ამ წამოწყებაზე ჟურნალ-გაზეთები ალაპარაკდნენ, გამოჩნდნენ სპონსორები.

 

4

 

5

 

ფოლადის ფურცელი ამრეკლავი ზედაპირით 2006 წელს დაამონტაჟეს. ის კომპიუტერული მართვით არის უზრუნველყოფილი, რომლის წყალობითაც სარკე მზეს ”კუდში დასდევს”, ანუ მის კვალდაკვალ ისე ტრიალებს, რომ მთელი დღის განმავლობაში ანათებს სოფელს.

 

6

 

7

 

ვიგანელას მოსახლეობის ცხოვრების წესი შეიცვალა. ზამთარში არ ჩქარობენ  წირვის შემდეგ დაშლას, მთავარ მოედანზე დროს ლაყბობაში ”მზის” ჩასვენებამდე ატარებენ.

 

9

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი