კატეგორია - პორტრეტები

.

ენი ლეიბოვიცი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი და წარმატებული ფოტოგრაფია. კარიერა მან ჟურნალ “როლინგ სტოუნის” ფოტოგრაფობით დაიწყო. 1983 წელს ენი ყველაზე “ვარსკვლავურ” ჟურნალში გადავიდა სამუშაოდ. 90-იანი წლების დასაწყისში კი საკუთარ სტუდიას ხსნის.

ლეიბოვიცს საყოველთაო აღიარება ამერიკული პოპკულტურის ვარსკვლავებისა და ცნობილ პოლიტიკოსთა პორტრეტებმა მოუტანა. სწორედ ეს წარმოადგენს დღემდე კრიტიკოსთა დავის საბაბსაც.

ჯეკ ნიკოლსონი  (ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა)

.

მარი ელენ მარკი პენსილვანიაში (აშშ) 1940 წელს დაიბადა. 9 წლისა ფოტოგრაფიამ  გაიტაცა. 1962 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა,  სპეციალობით სახვითი ხელოვნება და ხელოვნების ისტორია. 1967 წლს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ფოტოჟურნალისტიკას მიჰყო ხელი და  შემდგომ გადასაღებ მოედნებზე ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. მარკის ფოტონამუშევრები 40 წელიწადზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდება.

ოდრი ჰეფბერნი

.

ინგლისელმა ფოტოგრაფმა – ტერი ო’ნილმა (1938 წლის 30 ივლისი, ლონდონი)  სახელი გაითქვა გამოჩენილ ადამიანთა  პორტრეტებით. 50-იან წლებში ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, უნდოდა მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ ფოტოგრაფიისადმი ინტერესმა სძლია და საკმაოდ წარმატებული კარიერაც გაიკეთა. ო’ნილი თანამშრომლობდა ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა: Rolling Stone, Paris Match, Vogue, Life და Look.

ფრანგი ფოტოგრაფი პატრიკ დემარშალიე 1943 წელს დაიბადა ჰავრში. ფოტოგრაფიის შესწავლა 17 წლის ასაკიდან დაიწყო. მიიღო რა გამოცდილება სხვადასხვა ფოტოგრაფების ასისტენტად მუშაობისა, 60 იანი წლების ბოლოს, Elle და Marie-Claire ში დაბეჭდა თავისი პირველი ნამუშევრები.

1975 წელს დემარშალიე ნიუ იორკში გადავიდა და საუკეთესო ფეშნ ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის რეპუტაციაც მოიპოვა. მისი კლიენტების სია შემდეგნაირად გამოიყურება: კელვინ კლაინი, რალფ ლორენი, ვერსაჩე, შანელი, ლუის ვიტონი, არმანი, ჯანეტ ჯექსონი, ნიკოლ კიდმანი, მადონა, დ.ა.შ. ის Condé Nast-ის ჯგუფის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა, რომლის მფლობელობაშიც შედის GQ & Rolling Stone. 1992 წელს Harper’s Bazaar ის წამყვანი ფოტოგრაფი ხდება.

ჰავიერ ბარდემი – “biutiful”

.

ჟურნალმა W გამოაქვეყნა ფოტოსესია “Best Perfomances”, რომელშიც ჟურნალის მიმომხილველ ლინ ჰეშბერგის აზრით 2010 წლის საუკეთესო მსახიობებია წარდგენილი. ფოტოსესიის ავტორები არიან ინეს ვან ლემსვირდი, ვინუდ მატადინი და სტილისტი მელანი ვარდი.

არც არის გასაკვირი, რომ ეს სახელგანთქმული ფოტოგრაფი მოსწონს ყველას, რადგან მარიო ტესტინო ფოტოებზე ადამიანების საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს, რაშიც მდგომარეობს მისი ხელოვნების სასწაული.

.

წარმოგიდგენთ იტალიელი ფოტოგრაფის, ჯანკარლო რადოს ნამუშევრებს – ”იტალიელები” და ”პეიზაჟები”.

ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის, ზურაბ გეწაძის ფოტოობიექტივში ამერიკელი მაწანწალები მოხვდნენ. ფოტოები მანჰეტენზეა გადაღებული.

ფოტოგრაფის მიზანი იყო, ხალხისთვის გაეზიარებინა უსახლკაროთა ყოფა, რომლებსაც მწუხარებითა და სევდით აღსავსე ცხოვრება აქვთ.

.

.

”მეტყველ სახეს შეუძლია მთელი ისტორია მოგიყვეთ. მე სწორედ ასეთ სახეებზე ვნადირობ…. გამუდმებით.”