კატეგორია - ცნობილი ფოტოგრაფები

გასულ საუკუნეში მოღვაწე ერთ-ერთი ნიჭიერი და ცნობილი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტი სებასტიო სალგადო 1944 წლის 8 თებერვალს, ბრაზილიაში დაიბადა. განათლებით ეკონომისტი, ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. ფოტოგრაფიით კი აფრიკაში მოგზაურობის დროს დაინტერესდა, სადაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ჩადიოდა.  3 წელი საკმარისი აღმოჩნდა, პრესტიჟული სამსახურისთვის თავი დაენებებინა  და ფოტოგრაფი გამხდარიყო.

zoloft prescription cost100mg of zoloft for anxiety

დიმიტრი ერმაკოვი 1846 წელს ნახიჩევანში დაიბადა. მამამისი იმ დროისათვის კარგად ცნობილი იტალიელი არიტექტორი ლუდოვიკო კამბიაჯო იყო, რომელიც მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის თანხლებით ჩამოვიდა ოდესიდან, ხოლო დედა კი მოლაკნელი გლეხის ქალი.
ახალგაზრდა ერმაკოვმა განათლება ანანურთან მდებარე სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში მიიღო, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობდა, გზა რომლის ფოტოგრაფირებაც მას ხშირად უწევდა.

buy generic doxycyclinedoxycycline price increase 2013
buy dapoxetine paypal

.

ფოტოგრაფიის რეპორტაჟული ჟანრი ხშირად ხდება განხილვის საგანი. ეთიკურია, თუ არა ასეთი სასტიკი და მძიმე კადრების გადაღება? ტომ სტოდარტის ნამუშევრები სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

ტომ სტოდარტი ინგლისელი ფოტოჟურნალისტია, რომლის ფოტოობიექტივში უამრავი ისტორიული ფაქტია აღბეჭდილი – ალყაში მოქცეული სარაევო, ბერლინის კედლის დანგრევა, ერაყის და ლიბანის ომი…

თუმცა,  ყველაზე ცნობილი  ფოტოები 1998 წელს სამხრეთ სუდანში გადაიღო, სადაც სამოქალაქო ომის და შიმშილის შოკის მომგვრელი კადრებია ასახული.

.

ფოტოხელოვანი სალი მანი 1951 წელს ამერიკულ ქალაქ ლეკსინგტონში დაიბადა, სადაც კოლეჯ ”ჰოლინსში” მიიღო განათლება და შემდგომ ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. სკანდალურად ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც, კრიტიკოსების შეფასებით, ეროტიკული ფოტოსერია ”Immediate Family” გადაიღო , სადაც თავისი  შვილების  არცთუ მოკრძალებული კადრები ასახა…

.

prednisone prescription cost Prednisone natural alternative

1936 წელს ჟურნალ Life-ის პირველი გამოცემა დაიბეჭდა და მასში წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები გამოქვეყნდა. ჟურნალმა 1972 წლამდე იარსება და მის არქივში დაახლოებით 10 მილიონამდე ფოტოა თავმოყრილი – მათ შორის ბევრი ფოტოგრაფიის კლასიკად არის მიჩნეული.

.

სან-დიეგოელმა ტიმ მანტოანიმ გადაწყვიტა ცნობილი კადრების ავტორების სახეები დაენახვებინა მსოფლიოსთვის.  მისი ფოტოალბომი ”Behind Photographs: Archiving Photographic Legends’”ფოტოგრაფების პორტრეტებს და მათ ნამუშევრებს შეიცავს. ტიმი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ ალბომზე, ამბობს: ახლა, როდესაც ნებისმიერს შეუძლია გახდეს ფოტოგრაფი, მნიშვნელოვანია, დავანახოთ ხალხს, რომ ლეგენდარულ კადრებს შემთხვევით ვერ გადაიღებ.  პროფესიონალი ფოტოგრაფების პორტრეტებით მანტოანი პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ – ”ამ ადამიანების გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ფოტოები, რომელთა ფასს დროთა განმავლობაში ვხვდებით”…

.

ლორენცო აჯიუსს ხშირად ”ფოტოგრაფიის რაინდს” უწოდებენ – და ეს მხოლოდ ლამაზი მეტაფორა არ გახლავთ. ლორენცო მალტელი რაინდების პირდაპირი შთამომავალია. დაიბადა 1962 წელს მალტაზე, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში ხელოვნება შეისწავლა. ფოტოგრაფიით სერიოზულად 1983 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ დაინტერესდა,  როდესაც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Vogue, ELLE, Vanity Fair.  ფოტოგრაფს აღიარება  საკულტო ფილმ Trainspotting-ისთვის გადაღებულმა პოსტერებმა მოუტანა და სუპერვარსკვლავად აქცია.


.

prednisone cheap online inderal no prescription

”პარიზი ჩემთვის საკუთარი სპეკტაკლების დეკორაციაა. დიახ-დიახ, ეს ქალაქი-თეატრია, სადაც ყველაფერი გაქვს. როგორც წესი, უნდა ელოდო, დადგმის ადგილას მსახიობები გამოჩნდნენ. რომელი მსახიობები? არ ვიცი, მაგრამ მაინც ველოდები.”

.

ახალი ათონის მონასტერი, 1904 წელი

.

.

ფოტოგრაფთაგან ინგლისელი ჯონ თომსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შორეულ აღმოსავლეთში  გაემგზავრა,  რათა აღმოსავლური კულტურა, იქაური პეიზაჟები და ყოფა აესახა ფოტოებზე.  ეს ხანგრძლივი ვოიაჟი 1862  წელს სინგაპურში დაიწყო და  10 წელიწადს გაგრძელდა.  მან მოიარა ინდოეთი, ცეილონი, მალაიზია, სიამი, სუმატრას კუნძული, კამბოჯა…