ტაციო სეკიაროლი – ქუჩის ფოტორეპორტიორი და პირველი პაპარაცი


სიტყვა ”პაპარაცი” ლექსიკაში მას შემდეგ დამკვიდრდა, როცა 1960 წელს ფედერიკო ფელინის Dolce Vita გამოვიდა ეკრანებზე. პაპარაცო -ასე ერქვა ფოტორეპორტიორს, მთავარი გმირის მეგობარს.
.

ტაციო სეკიაროლი
.

პაპარაცოს პროტოტიპი ქუჩის ფოტოგრაფი ტაციო სეკიაროლი გახდა, რომელიც ფელინის გაცნობის შემდეგ მისი ფილმების გადასაღებ მოედანზე საქმეს შეუდგა. სწორედ სეკიაროლის უწოდებენ პირველ პაპარაცის.
.

ფედერიკო ფელინი და მარჩელო მასტროიანი. ”8 1/2”, 1963
.

ტაციო, რომელიც ახალგაზდრობაში ქუჩის ფოტოგრაფიით ირჩენდა თავს, უმაღლესი ხარისხის ოსტატობას დაეუფლა – პერსონაჟების როლი მოირგო, მათი შეგრძნებები გამოიცნო და საჭირო დროს აჭერდა ღილაკს. სწორედ ამ თვისებებით მოხიბლა ტაციომ ფედერიკო ფელინი.
.

ფედერიკო ფელინი, ”სატირიკონი”, 1969
.

გენიოსი მაესტროს წყალობით, ტაციო სეკიაროლიმ ახალი სახელი შეიძინა და შექმნა ახალი ფოტოგრაფია კინოზე. ფელინიმ აღმოაჩინა სეკიაროლი, სეკიაროლიმ კი ფელინის ფანტაზიები გაუღვივა, ამ ტანდემის შედეგად კი მსოფლიომ ნამდვილი იტალიური სული იხილა. ტაციომ აღბეჭდა იტალიელი კინოვარსკვლავები, გამოკვეთა იტალიური კინოს ”ძარღვი”, ფელინის შინაგანი სამყარო.
.

სოფი ლორენი და გრეგორი პეკი, ”არაბესკა”, 1966
.

ცოდნამ და ნიჭმა ოსტატობისა, გაეთავისებინა პერსონაჟი, და კადრისთვის ემოცია, ესთეტიკა, სილამაზე და მარადიულობა მიენიჭებინა, განაპირობა მისი მომავალი შემოქმედება, და როცა მიხვდა, რომ ღვთიურმა ხელოვნებამ შემოქმედის მთელი ენერგია ამოწურა, ღირსეულად წავიდა, ისე როგორც დიდ ადამიანებს სჩვევიათ…
.

სოფი ლორენი და ფოტოგრაფი რიჩარდ ავედონი
.

ფილმის Dolce Vita გამოსვლის შემდეგ, თავი სტუდიურ ფოტოგრაფიას მიუძღვნა და 20 წლის განმავლობაში სოფი ლორენის პირად ფოტოგრაფადაც მუშაობდა. 1983 წელს კი საქმიანობა შეწყვიტა.
.

1998 წლის 24 ივლისის ღამეს თავის რომაულ სახლში ძილში 73 წლის ასაკში აღესრულა.
.

მარჩელო მასტროიანი
.
.

”სატირიკონი”, 1969
.
.

“Casanova ’70”
.
.

“Toby Dammit” 1968
.
.

ფელინი
.
.

სოფი ლორენი, ”ქორწინება იტალიურად”, 1964
.
.

ლორენი/მასტროიანი, ”ქორწინება იტალიურად”, 1964
.
.

.
.

მასტროიანი
.
.

”მზესუმზირები”, 1969
.
.

”უჩვეულო დღე” 1977
.
.

”არაბესკა”
.
.

ავედონი/ლორენი
.
.

ჟან გაბენი, ”ვერდიქტი”, 1974
.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი