ოდესღაც თეირანში…

წარმოგიდგენთ ირანის ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია იმ დროს, როდესაც ქვედაბოლოები მოკლე იყო, ცეკვები – ენერგიული, აშშ კი მტერი #1 არ გახლდათ.

.

დღეს, ირანის ხსენებაზე, მსოფლიოს პირველი ასოციაცია ჩადრიანი ქალი, ნაციონალისტური ლოზუნგები და ამერიკის დროშის დაწვა გახლავთ. მაგრამ მათ, ვისაც 1960-70-იანი წლების თეირანი ახსოვს, სულ სხვა სურათი ესახება. 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე, ირანის დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კულტურულად მოწინავე იყო. გაზეთი The New York Times წერდა:

.

”რევოლუციამდე ირანი რეგიონის ყველაზე კულტურული და მრავალეროვანი ქვეყანა გახლდათ, სადაც სწრაფად ვითარდებოდა ხელოვნება, ლიტერატურა, კინო და ტელეინდუსტრია”. განათლების მიღება შეეძლო როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს, მოქალაქეები დასასვენებლად იალბუზის მთის კურორტებზე მიემგზავრებოდნენ. კავეჰ ფაროხი ამჟამად კანადაში ცხოვრობს, მაგრამ კარგად ახსოვს ირანში გატარებული ახალგაზრდობა, როდესაც შესაძლებელი იყო ამერიკული ფილმების ნახვა მაღალი კლასის კინოთეატრებში და იმ პერიოდის მოწინავე  ტექნოლოგიებით აღჭურვილ აეროპორტში გასეირნება.

.

თუმცა, ტკბილი ცხოვრება ყველა ირანელს როდი ჰქონდა. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ირანის შაჰის მთავრობამ შექმნა, მოსახლეობის ერთი ნაწილის სიღარიბისა და მეორე ნაწილის წარმოუდგენელი სიმდიდრის მიზეზი გახდა. სწორედ ამ კონტრასტებმა გამოიწვია შაჰის მთავრობის დამხობა და 1979 წლის ისლამური რევოლუცია, რომლის შედეგებიც დღემდე განსაზღვრავს ქვეყნის კურსს.

.

ვალი-ასრის მოედანი, 1971წ.

.

უნივერსიტეტის სტუდენტები, 1970წ.

.

სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები

.

თეირანის საავადმყოფოს საოპერაციო, 1971წ.

.

ვალი-ასრის ქუჩა

.

მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტი, 1971 წ.

.

შაჰლა ვაჰაბჯადი – ”მის ირანი” 1967

.

სამთო კურორტი შემშაკი, 1971წ.

.

სამთო კურორტი აბალი, 1966 წ.

.

ირანული პეპსი-კოლის თავსახურავი, 1970-იანი წლები

.

ირანული როკ-ჯგუფი The Black Cats

.

თეირანის მაღალი საზოგადოება ტვისტს ცეკვავს

.

თეირანის საბავშვო უნივერმაღი Kourosh, 1971

.

ირანის რადიოსადგური, 1970 წ.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი