სახლი, რომელიც დონალდ ტრამპმა ააშენა

0

2016 წლის ნოემბერში მთელი სამყარო, ყველაზე მეტად კი აშშ ვერ იჯერებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რომელსაც აქამდე არასოდეს დაუკავებია არავითარი სახელმწოფო ან სამხედრო პოსტი. რა თქმა უნდა, 2017 წლის იანვრიდან ტრამპი და მისი მშვენიერი მეუღლე მელანია თეთრ სახლში გადასახლდნენ, თუმცა, აქამდე წარმატებული ბიზნესმენი ძვირფას პენტჰაუსში ცხოვრობდა.

 

მაშ ასე, ბრდღვიალა ოქროს ინტერიერებმა თვალები რომ არ მოგჭრათ, უმჯობესია, მზის სათვალეები მოიმარაგოთ, რადგან ბატონი ტრამპის საცხოვრებელი ბოშათა ბარონების სახლებისგან დიდად არ განსხვავდება.

 

1

ბედნიერი ოჯახის პორტრეტი.

 

2

ცნობილი მილიარდერი დონალდ ტრამპი ლამაზმან მეუღლესთან და ვაჟიშვილ ბერონთან ერთად 3-სართულიან პენტჰაუსში ცხოვრობდა, რომელიც ნიუ იორკის ტრამპ-თაუერის ბოლო სართულებზეა განლაგებული. როგორც მიხვდით, შენობა თავად ტრამპის სახელს ატარებს.

 

3

ბინის ინტერიერი ანჯელო დონგიამ შეიმუშავა (დიზაინის სამყაროში ცნობილი როგორც „სავარძლების სამყაროს სენ-ლორანი). იდეაში, ინტერიერი „ლუდოვიკო XIV-ს სტილს” შეესაბამება.

 

4

ამერიკის ახალ პრეზიდენტს ოქრო უყვარს. მართლაც ძალიან, ძალიან უყვარს.

 

5

პენტჰაუსში, ფაქტობრივად ყველაფერი – ჭურჭლით დაწყებული – ჭაღებით დამთავრებული, 24-კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული. იატაკი, ჭერი, კედლები – რა თქმა უნდა,  მარმარილოსგან.

 

6

ოჯახური ფასეულობები.

 

7

სამუშაო კაბინეტი. სავარძელზე ძვირფასეულობით სავსე ლუი ვიტონის ზარდახშა დევს. ალბათ, ასე უფრო ადვილია მუშაობა.

 

8

დონალდ ტრამპის სამუშაო კაბინეტი.

 

9

აქ ტრამპის ოჯახი საუზმობს.

 

10

მისაღები ოთახი. აქ ნამდვილად ვერ მოდუნდები და გემოზე ვერ შემოაწყობ ფეხებს მაგიდაზე.

 

11

შუადღის ხემსი.

 

 

12

 

 

13

სანამ დედა მუშაობს, პატარა ბერონი თამაშობს.

 

14

საძინებელი.

 

15

პენტჰაუსი 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

 

16

ბინის ფართო ჰოლში გოლფს თავისუფლად ითამაშებ.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი