“რუსიკო” და “გაუმარჯოს” – ვარშავაში ცნობილი ქართული რესტორნების წარმატების ფორმულა

rsz_1111

 

პო­ლო­ნე­თი ერთ-ერთი იმ ქვე­ყა­ნა­თა­გა­ნია, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი უყ­ვართ, კარ­გად იც­ნო­ბენ ჩვენს ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას და… სამ­ზა­რე­უ­ლოს. ამა­ში ვარ­შა­ვა­ში ვი­ზი­ტი­სას დავ­რწმუნ­დი. ჩემ­თვის, რო­გორც მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლის­თვის და ამავდრო­უ­ლად გურ­მა­ნის­თვის, ახა­ლი ქვეყ­ნის სტუმ­რო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბით იწყე­ბა. გამ­გზავ­რე­ბამ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­ძი­ებ ად­გი­ლებს, სა­დაც გემ­რი­ელ კერ­ძებ­თან ერ­თად, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. ამ მხრივ, იტა­ლი­ე­ლე­ბი, უდა­ვოდ შე­უ­და­რებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვარ­შა­ვამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა.

პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ინ­ტე­რი­ე­რე­ბია. სამ­ზა­რე­უ­ლო თით­ქმის ყველ­გან ღიაა, კერ­ძე­ბი სტუმ­რე­ბის თვალ­წინ მზად­დე­ბა, ხში­რად, თა­ვად მფლო­ბე­ლი გახ­ლავთ შეფ-მზა­რე­უ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე მი­დის თი­თო­ე­ულ მა­გი­დას­თან, სი­ა­მოვ­ნე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა და ეკი­თხე­ბა, რა მო­ე­წო­ნათ და რა – არა.

 

მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი­სა, ვარ­შა­ვა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ამა­ში კი, რო­გორც იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ქალ­ბა­ტონ ზე­ი­ნაბ ამა­შუ­კელს, რო­მელ­მაც პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი “თბი­ლი­სი” გახ­სნა და ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­რა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. მის საქ­მეს კი დღეს უკვე რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი რეს­ტო­რა­ტო­რი დიდი წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს.

 

რეს­ტო­რან “რუ­სი­კოს” შე­სა­ხებ 2 წლის წინ ჩემს მიერ და­წე­რილ სტა­ტი­ას – “რო­გორ გა­ით­ქვა ვარ­შა­ვა­ში ქარ­თულ­მა რეს­ტო­რან­მა სა­ხე­ლი უპო­ვა­რი ბე­ბოს და­პუ­რე­ბით”, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ეს გა­საკ­ვი­რიც არ არის – გვი­ხა­რია ქარ­თვე­ლებს, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი და მათ შე­სა­ხებ კარ­გი ამ­ბე­ბის გა­გე­ბა. ამით კი, სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვართ.

 

 

მოკ­ლედ, მას მერე “რუ­სი­კოს” დიდი ქო­მა­გი გავ­ხდი და სურ­ვი­ლი მქონ­და, პი­რა­დად გა­მეც­ნო მისი მფლო­ბე­ლი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ეს სურ­ვი­ლი ამიხ­და, გარ­და ამი­სა, კი­დევ ერთ შე­სა­ნიშ­ნავ ქარ­თველ რეს­ტო­რა­ტორს შევ­ხვდი, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით წარ­მო­გიდ­გენთ.

 

 

რეს­ტო­რა­ნი “რუ­სი­კო” ვარ­შა­ვა­ში და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვილ­მა 2015 წლის 9 აპ­რილს გახ­სნა. სა­ხე­ლი დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ურ­ჩია, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად რეს­ტორ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი­ცაა. სულ რა­ღაც ერთი წელი დას­ჭირ­და “რუ­სი­კოს”, წლის სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნად რომ ეღი­ა­რე­ბი­ნათ. კონ­კურ­სში მას მე­ტო­ქე­ო­ბას იტა­ლი­უ­რი და პო­ლო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი უწევ­დნენ.

 

 

 

და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი, რეს­ტო­რან “რუ­სი­კოს” მფლო­ბე­ლი:

“ვარ­შა­ვა­ში 18 წლის წინ, სამი გა­სა­ყი­დი ხა­ლი­ჩით ჩა­მო­ვე­დი და… დავ­რჩი. ამ ხა­ლი­ჩე­ბის­გან ერთ-ერთი, დღეს “რუ­სი­კოს” ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას ჰკი­დია. სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ზე ან მზა­რე­უ­ლო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, ეს უბ­რა­ლოდ მო­ი­ტა­ნა გა­რე­მო­ე­ბამ, რომ შინ ხში­რად მსტუმ­რობ­და სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი. მათ­თვის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მი­წევ­და – უფუ­ლო­ბის გამო რეს­ტორ­ნებ­ში შეკ­რე­ბა დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო იმ დროს ჩვენ­თვის. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და­ვი­წყე და აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­გად გა­მომ­დის ეს საქ­მე. ვი­ძენ­დი კუ­ლი­ნა­რი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დი შო­უ­ებს, ვი­ძი­ებ­დი რე­ცეპ­ტებს ინ­ტერ­ნეტ­ში.

 

 

ჩემი დიდი “კუ­ლი­ნა­რო­ბის” შე­სა­ხებ ხმა მალე გა­ვარ­და და პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მი­ვი­ღე – კერ­ძო წვე­უ­ლე­ბა­ში მზა­რე­უ­ლად მი­მიწ­ვი­ეს. მას­პინ­ძელ­მა დი­დის ამ­ბით წარ­მად­გი­ნა, რო­გორც სუ­პერ-პო­პუ­ლა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი, მეც შე­ვი­ფე­რე და არც თუ ისე ცუ­დად გა­ვარ­თვი თავი. კმა­ყო­ფილ­მა სტუმ­რებ­მა ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ჩა­ი­წე­რეს და მას მერე რამ­დე­ნი­მე წელი ამ საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.

შემ­დეგ იყო სტა­დი­ო­ნი, სა­დაც ევ­რო­პის უმ­სხვი­ლე­სი ბაზ­რო­ბა იმარ­თე­ბო­და. ორი კონ­ტე­ი­ნე­რი ვი­ქი­რა­ვე და სამ­წვა­დე გავ­ხსე­ნი. ვარ­შა­ვის ელი­ტის­თვის ასე­თი ად­გი­ლე­ბის ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან ექ­სტრე­მა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ ჩემი მწვა­დე­ბი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ ბაზ­რო­ბის სამ­წვა­დის სტუმ­რო­ბა­საც არ თა­კი­ლობ­დნენ. ამას მოჰ­ყვა სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი – ინ­ვეს­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით დიდი რეს­ტორ­ნის გახ­სნა მო­დურ ად­გი­ლას. სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი გახ­ლდათ, სა­ხელ­წო­დე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი – “გემო”. პარტნი­ორ­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბამ მო­მი­წია, თუმ­ცა, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე.

 

 

მას მერე სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ზე სულ ვფიქ­რობ­დი. 3 წლის წინ, ად­გი­ლი, სა­დაც ახლა “რუ­სი­კო” არის გახ­სნი­ლი, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მე­ო­რე სარ­თულ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დი. ამ ად­გი­ლას ნა­ხევ­რად გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი და გა­კოტ­რე­ბის პი­რას მყო­ფი მექ­სი­კუ­რი რეს­ტო­რა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. თუმ­ცა, რო­გორც არ­ქი­ტექ­ტუ­რის მოყ­ვა­რულ­მა, შე­ნო­ბას სულ სხვა კუ­თხით შევ­ხე­დე. შე­ვი­ტყვე შე­ნო­ბის მფლო­ბე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა და დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ და­ვარ­წმუ­ნე, ფარ­თი მო­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნათ.

მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ზო­გით, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­თა და სეს­ხე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ რეს­ტორ­ნის გახ­სნა. გა­ვა­რე­მონ­ტეთ, დე­კო­რი ძვე­ლი ხა­ლი­ჩე­ბი­თა და ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბით მოვ­რთეთ ჩემი პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­დან და აქე­დან და­ი­წყო “რუ­სი­კო”. სხვა­თა შო­რის, დე­დამ ბოლო წუ­თამ­დე არ იცო­და სა­ხელ­წო­დე­ბის შე­სა­ხებ, ეს სი­ურპრი­ზი იყო” – მე­უბ­ნე­ბა და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი.

 

 

რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლის თქმით, “რუ­სი­კოს” პო­პუ­ლა­რო­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გან­სა­ზღვრავს:

“უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი ხალ­ხთან – ჯავ­შნებს თა­ვად ვი­ღებ, მე­ნე­ჯე­რიც მე ვარ, ხან­და­ხან დამ­ლა­გე­ბე­ლიც, მიმ­ტა­ნიც და მზა­რე­უ­ლიც. ასე­თი მას­შტა­ბის რეს­ტო­რანს სხვაგ­ვა­რად ვერ წა­რუ­ძღვე­ბი. სტუ­მარ­თან მიდ­გო­მა ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რი ზღვა­რია, რომ­ლის დაც­ვაც კარ­გად უნდა იცო­დე. უშუ­ა­ლოდ და ბუ­ნებ­რი­ვად უნდა დახ­ვდე, ვი­ნა­ი­დან მი­მაჩ­ნია, რომ ეს მარ­თლაც ჩემი სახ­ლია. მას ვინც ამ ზღურ­ბლს გად­მოკ­ვეთს, კლი­ენ­ტის თვალ­საზ­რი­სით არ გან­ვი­ხი­ლავ. თა­ნამ­შრომ­ლებ­თა­ნაც ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ისი­ნი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. მომ­წო­დებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­საც ფა­ქი­ზად ვე­კი­დე­ბი. მირ­ჩევ­ნია მეტი გა­და­ვი­ხა­დო, მაგ­რამ პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიყო. პრეს­ტი­ჟუ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაც ხელს გვი­წყობს. ჩვენს მე­ზობ­ლად პარ­ლა­მენ­ტი და მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ე­ბია. თით­ქმის ყვე­ლა მი­ნისტრს და მთელ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს ვიც­ნობ, რად­გან ხში­რად გვსტუმ­რო­ბენ.

ეს არ გახ­ლავთ ბიზ­ნე­სი, ეს არის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი. თუ არ გიყ­ვარს, არაფ­რით გა­მო­გი­ვა. ამ საქ­მით მი­ლი­ო­ნებს ვერ იშო­ვი, თუმ­ცა, თუ პა­ტი­ოს­ნად მი­უდ­გე­ბი, არც თა­ვად დარ­ჩე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი ხელ­ფა­სე­ბის გა­ცე­მას შეძ­ლებ. კარ­გი გუნ­დი მყავს, რომ­ლის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. რა თქმა უნდა, მირ­ჩევ­ნია თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს გა­ვუ­მარ­თო ხელი და და­ვა­საქ­მო” – ამ­ბობს “რუ­სი­კოს” მე­პატ­რო­ნე.

 

 

ჩემი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტური ვარ­შა­ვის კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის სტუმ­რო­ბით გაგ­რძელ­და. რეს­ტო­რა­ნი “გა­უ­მარ­ჯოს” უკვე ორ ფი­ლი­ა­ლად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ქა­ლაქ­გა­რეთ და ცენ­ტრში, სწო­რედ აქ აღ­მოვ­ჩნდი. შე­მო­სას­ვლელ­ში ხალ­ხი რიგს ელო­დე­ბა – სამ დარ­ბაზ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­გი­და არ არის. რეს­ტორ­ნის მფლო­ბელს, ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ნა გამ­ცემ­ლი­ძეს ყვე­ლა სტუ­მა­რი სა­ხე­ლით მი­მარ­თავს, ში­ნა­უ­რუ­ლად მო­ი­კი­თხა­ვენ. ისიც თი­თო­ე­ულ მა­გი­დას­თან მი­დის, თა­ვა­დაც ემ­სა­ხუ­რე­ბა, ის­მენს უამ­რავ კომ­პლი­მენტს, შემ­დეგ კი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე შე­სა­ნიშ­ნავ კომ­პო­ზი­ცი­ებს ას­რუ­ლებს და ისე­დაც სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მოს კი­დევ უფრო ალა­მა­ზებს.

 

 

ლი­ა­ნა გამ­ცემ­ლი­ძე, რეს­ტო­რან “გა­უ­მარ­ჯოს” მფლო­ბე­ლი:

“ვარ­შა­ვა­ში 1991 წელს ჩა­მო­ვე­დით მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად. ომს, უმუ­შევ­რო­ბას და გა­ჭირ­ვე­ბას გა­მო­ვე­ქე­ცით… მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი რთუ­ლია ემიგ­რან­ტის­თვის უცხო ქვე­ყა­ნა­ში ფე­ხის მო­კი­დე­ბა. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ვა­წყდით. რეს­ტორ­ნის გახ­სნის იდეა ჩემ­მა პო­ლო­ნელ­მა მე­გობ­რებ­მა მოგ­ვა­წო­დეს, რომ­ლე­ბიც შინ ხში­რად გვსტუმ­რობ­დნენ და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით აღ­ფრთო­ვან­დე­ბოდ­ნენ. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, და­ვით გამ­ცემ­ლი­ძემ, რო­მე­ლიც იმ დროს პო­ლო­ნეთ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ, გა­დავ­წყვი­ტეთ, ჰობი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის საქ­მედ გვექ­ცია და დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, 2007 წელს რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსე­ნით. სა­რეს­ტორ­ნო საქ­მეს სირ­თუ­ლე­ე­ბი მუ­დამ ახ­ლავს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ფი­ლი­ა­ლის გახ­სნამ მოგ­ვი­წია, ვი­ნა­ი­დან, ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ვარ­შა­ვა­ში მო­თხოვ­ნა მარ­თლაც დი­დია.

 

 

სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას არა­სო­დეს ვუ­ჩი­ო­დით, თუმ­ცა, ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის უჩ­ვე­უ­ლო წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი ერთი შემ­თხვე­ვა გახ­და: პო­ლო­ნე­თის წამ­ყვან არხზე გა­დის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვანს, მაგ­და გეს­ლერს მიჰ­ყავს. იდეა შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: წამ­ყვა­ნი მი­დის რეს­ტო­რან­ში და სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, ახ­დენს გა­დატ­რი­ა­ლე­ბას. ძა­ლი­ან მკაც­რი და მომ­თხოვ­ნია. შე­იძ­ლე­ბა მფლო­ბე­ლებს ინ­ტე­რი­ე­რის, ან სუ­ლაც სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის შეც­ვლა მოს­თხო­ვოს. თუ რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნა, საკ­მა­ოდ უხეშ ფორ­მა­ში გა­მო­ხა­ტავს.

 

 

დად­გა დღე, რო­დე­საც რეს­ტორ­ნის “გა­უ­მარ­ჯოს” და­ლაშ­ქვრა გა­და­წყვი­ტა. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შე­მე­კა­ვე­ბი­ნა თავი, უხე­შო­ბა რომ გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერ­მა მე­ტის­მე­ტად მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ი­ა­რა. მაგ­დამ ინ­ტე­რი­ე­რი და სამ­ზა­რე­უ­ლო ზედ­მე­ტი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­რე­შე და­ათ­ვა­ლი­ე­რა, შემ­დეგ გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად კერ­ძე­ბი და­ა­გე­მოვ­ნა. გა­ვი­გო­ნე, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და ოპე­რა­ტორს, რა გვინ­დო­და, აქ სა­ერ­თოდ რის­თვის მო­ვე­დით, ამათ მე რა უნდა ვას­წავ­ლო ან რა უნდა შე­ვუც­ვა­ლოო. თა­ნაც, ან­სამ­ბლი “რუს­თა­ვის” ვარ­შა­ვა­ში გას­ტრო­ლე­ბიც და­ემ­თხვა და იმ დღეს გვსტუმ­რობ­დნენ. ეს კი უკვე ნამ­დვი­ლად “სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა” გახ­და.

 

 

ცოტა ხან­ში კი მოხ­და სა­ოც­რე­ბა. გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის წუ­თი­დან­ვე ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი არ შე­წყვე­ტი­ლა, ჯავ­შანს ჯავ­შან­ზე ვი­ღებ­დით, მე­ო­რე დღეს­ვე უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი დად­გა რეს­ტო­რან­თან, მავ­ზო­ლე­უმ­ში მე­გო­ნა თავი. მთე­ლი პო­ლო­ნე­თი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ოჯა­ხე­ბით, უცხო­ე­თი­და­ნაც გვი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, როცა პო­ლო­ნეთ­ში ჩა­მო­ვალთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გეს­ტუმ­რო­თო. პრო­დუქ­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბას ვერ ვას­წრებ­დით, სა­ღა­მოს­თვის უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი იყო. რიგ­ში მდგო­მე­ბის­თვის ხა­ჭა­პუ­რებს ვა­ცხობ­დით და ვუ­რი­გებ­დით, შიმ­ში­ლით რომ არ და­ხო­ცი­ლიყ­ვნენ.

ასე გაგ­რძელ­და ნა­ხე­ვარ წელ­ზე მეტ ხანს. თუმ­ცა, ახ­ლაც, უქმე დღე­ებ­ზე ხალ­ხს რიგ­ში დგო­მა მა­ინც უწევს. გა­და­ცე­მა 5 წლის წინ გა­ვი­და, ის დღემ­დე უამ­რავ­ჯერ გა­ი­მე­ო­რეს. მე და მაგ­და გეს­ლე­რი კი ახლო მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. თა­ვა­დაც რეს­ტო­რა­ტო­რია, ვარ­შა­ვა­ში ათამ­დე რეს­ტო­რანს ფლობს. თუმ­ცა, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად ჩვენ გვსტუმ­რობს ხში­რად” – ამ­ბობს ლი­ა­ნა გამ­ცემ­ლი­ძე.

 

 

 

ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში თა­ვა­დაც დავ­წმუნ­დი, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, ეს მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის. ჯერ ერთი, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციე ფაქტს, თუ რო­გო­რი პა­ტი­ვის­ცე­მით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ერ­თმა­ნეთს მფლო­ბე­ლე­ბი, რო­გორ უდ­გა­ნან გვერ­დში, აძ­ლე­ვენ რჩე­ვებს და მი­ე­სალ­მე­ბი­ან ახა­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის გახ­სნას, ვი­ნა­ი­დან ეს ხელს უწყობს ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

 

მე­ო­რეც, და­ვი­ნა­ხე, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა კო­ლექ­ტივ­ში. თა­ვად თა­ნამ­რომ­ლე­ბის­გან მო­ვის­მი­ნე უამ­რა­ვი ის­ტო­რია, თუ რო­გორ ზრუ­ნა­ვენ მათ­ზე მფლო­ბე­ლე­ბი, რო­გორ ეხ­მა­რე­ბი­ან და­საქ­მე­ბა­ში სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს. თა­ვად ამ თე­მა­ზე არც ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა და არც ბა­ტო­ნი და­ვი­თი არ სა­უბ­რობს. მსგავ­სი არა­ფე­რი გვახ­სენ­დე­ბაო, ასე მი­პა­სუ­ხეს…

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი