5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ტოსკანას შემოდგომაზე

6

 

 

მრავალი ასწლეულების განმავლობაში იტალიის მარგალიტი – ტოსკანა მილიონობით ადამიანის გულს ახარებს, მაგრამ შემოდგომაზე ეს რეგიონი განსაკუთრებით მშვენიერია.

 

 

1

 

დატკბით ტოსკანის საოცარი სილამაზით

 
ტოსკანა მუდამ ლამაზი და უჩვეულოა, მაგრამ შემოდგომაზე ის სულ სხვა ფერებში იმოსება. ბალახი ჯერ კიდევ მწვანეა, შემოდგომის მზით გაჟღენთილი თვალუწვდენელი ვენახები კი მოწითალო ელფერს იღებს.

 
2

 

დილით ტოსკანა ნისლში იღვიძებს, რომელსაც ნაზი მზის სხივები ნელნელა აპობენ, საღამოს კი მზის ჩასვლის არაამქვეყნიური პეიზაჟები ბედნიერებისა და სულიერი სიმშვიდის განცდას გჩუქნის.

 

10

 

ბორცვების კენწეროდან „დავარცხნილი“ ყანები და მინდორ-ველი მოსჩანს, სადაც საღამოს გასეირნება უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. სწორედ ტოსკანაში, ფლორენციაში გაჩნდა ისეთი მცნება, როგორიცაა სტენდალის სინდრომი – მსუბუქი ფსიქიკური აშლილობა.

 

9

 

7

ეს სინდრომი ადამიანს მშვენიერების მეტისმეტი დოზით ხილვისას აღენიშნება. მსგავსი მოვლენა ამ მხარეში არც თუ ისე იშვიათია და არც არავის უკვირს, რთულია, გაუძლო ტოსკანის თვალისმომჭრელ სილამაზეს.

 

შეიგრძენით რთველის დღესასწაულის ატმოსფერო

 

18

 

სექტემბერი – ყურძნის მოსავლის აღებისა და ახალი ღვინის წარმოების დროა. სწორედ ამ პერიოდში, კიანტის რეგიონის ნებისმიერ ქალაქში აღინიშნება Vendemmia – რთველი.

 

20

 

ღვინისა და გასტრონომიის მოყვარულთათვის ეს ნამდვილი დღესასწაულია.

 

19

 

ფლორენციაში ეს დღესასწაული განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნება 1530 წლიდან. ადგილობრივები და ტურისტები ისტორიულ პროცესიას ეგებებიან, რომელიც მოჰყვება „რუფინას გიჟურ ურემს“ – “Carro Matto Da Rufina”. ხარებში შებმული ურემი კიანტის ღვინის ბოთლებითაა სავსე. საოცარი ატმოსფერო, ახალგაზრდა ღვინო და ზღაპრული ფლორენცია გელით.

 

ეწვიეთ ტრუფელების ფესტივალს

 
10

 

 

იტალიის ამ კუთხის ყველა კერძს უზადო გემო აქვს, მაგრამ შემოდგომის მიწურულს მისი გასტრონომია პიკს აღწევს. მაგალითად, ეს გახლავთ საუკეთესო დრო, რათა დააგემოვნოთ  ტრუფელი.

 

12

 

ამ დელიკატესის გამო იტალიელები ფესტივალს აწყობენ კონცერტებით, ღია ბაზრობებითა და, რა თქმა უნდა, ამ ძვირფასი პროდუქტის დეგუსტაციებით.

 

11

 

ტარდება ტრუფელის მომზადების მასტერ-კლასები, აუქციონები და კონკურსები.

 

16

 

უამრავი გურმანი ჩამოდის ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ადგილობრივი ტრუფელის დასაგემოვნებლად, განსაკუთრებით თეთრის, რომელიც მსოფლიოში ძალიან ძვირად ფასობს.

 

იხილეთ ზეითუნის ზეთის მომზადების პროცესი

 

13

სწორედ შემოდგომაზე, უფრო ზუსტად კი ნოემბერში, მსხვილი და საოჯახო ფერმები ზეთისხილის მოსავალს იღებენ და ზეთის დაწურვას იწყებენ.

 

 

14

ზეითუნის ზეთი იტალიის ერთ-ერთი საფირმო პროდუქტია. ამ პროცესის საკუთარი თვალით ხილვის მსურველებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ ვიზიტი რომელიმე ფერმაში. აქ შესაძლებელია არამხოლოდ პროცესის ხილვა, არამედ მასში მონაწილეობაც.

 
oil

 

ახალდაწურულ ზეთს მკვეთრი მწვანე ფერი და სასიამოვნო არომატი აქვს. ფერმერები აუცილებლად შემოგთავაზებენ პოპულარულ ბრუსკეტას – შინ გამომცხვარ პურს ზეითუნის ზეთითა და ნივრით. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, აქ შესაძლებლობა გეძლევათ, უშუალოთ ფერმერებისგან შეიძინოთ ნამდვილი ორგანული ზეითუნის ზეთი.

 

ნაკლები ტურისტი – მეტი თავისუფლება

 

 

24

შემოდგომის ტოსკანა უამრავი ტურისტისთვის ნამდვილი იღბლიანი ბილეთია. ამ დროს ბევრი უპირატესობა გელით.

 

22

 

17

 

მაგალითად, შედარებით დაბალი ფასები საცხოვრებელზე და რესტორნებში შესანიშნავი სერვისი სტუმრების ნაკლებობის გამო. მუზეუმებსა და გალერეებშიც არ მოგიწევთ უზარმაზარ რიგებში დგომა, ეს კი ნიშნავს, რომ სრულად დატკბებით ექსკურსიებით.

 

3

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი