კერი ბრედშოუ: ციტატები და სტილის მცირე მიმოხილვა

რატომ ფიქრობენ ქალები, რომ ვიღაცის წინაშე ვალდებულნი არიან? ჩვენ გვინდა გვქონდეს იდეალური თაფლობის თვე და გვსურს გავაჩინოთ ბავშვები თუ ჩვენ უნდა გვქონდეს იდეალური თაფლობის თვე და საჭიროა გავაჩინოთ ბავშვები? როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ”მინდა” და ”უნდა”, ან ”გვსურს” და ”საჭიროა”?! ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სხვის შეცდომებსაც ვერ ითვალისწინებ, საუკეთესო მეგობრისაც კი… რატომ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვსურს და რატომ ვგეგმავთ ჩვენს ცხოვრებას საჭიროებისამებრ? ჩვენ ხომ თავისუფლები ვართ? უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვსურს და რასაც გული გვკარნახობს. და მაინც… რატომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ვინმეს წინაშე?

 

 

 

 

კაბა – Balenciaga

 

როცა ახალგაზრდა ხარ, ცხოვრებისგან იღებ მაქსიმუმს, მარტივად უდგები ყველაფერს, ასაკთან ერთად კი ჩნდება შიში,  გულის გატეხის  შიში. ათასჯერ დაფიქრდები, სანამ გადახტომას დააპირებ. დაბლა ხომ იშვიათადაა ვინმე, ვინც დაგიჭერს… როდის  ქრება ქარაფშუტული მიდგომა და ჩნდება შიში?!…

 

ურთიერთობა მით უფრო რთულდება, რაც უფრო ღრმად შევტოპავთ ხოლმე მასში. როდესაც ვინმეს ხვდებით, ამის შესახებ რამდენმა ადამიანმა იცის? როდესაც ვინმესთან წევხარ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მთელ მის ოჯახთან წევხარ!

 

Matthew Williamson

 

გამოთქვი შენი აზრი, შეიძლება ყველაფერი ვერ გაგიგო, მაგრამ აუცილებლად მოგისმენ.

 

ხალხი ამბობს: ”რასაც აკეთებ, ყველაფერი უკეთესობის მომტანია”, ამ აზრის გამზიარებელი – უმეტესობა ქალია – მაკაცისგან მიტოვებული ქალი. მამაკაცები ხშირად გამოუმშვიდობებლად ტოვებენ ქალებს. საბოლოოდ კი ქალები ან გათხოვებისკენ ისწრაფვიან, ან ჭკუას სწავლობენ, ტკივილების გასაქარვებლად.

 

Oscar De La Renta

 

ურთიერთობები ისევე ღირსეულად უნდა მთავრდებოდეს, როგორც დაიწყო!

 

Versace Mille Feuille

 

 

Sonia Rykiel

 

 

.

Missoni

 

რატომ ხდება, როდესაც გადავწყვეტ, გავხდე ბედნიერი, ჩნდები შენ და ყველაფერს აფუჭებ?!

 

თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი რომ არ გამოჩნდა,  ერთ დღესაც ფიფქიამ გამოიღვიძა, ჯადოსნური ვაშლი გადააგდო, წავიდა სამსახურში, მიიღო დაზღვევა და ბავშვიც ხელოვნურად გააჩინა.

 

 

 

როცა მამაკაცი სასოწარკვეთილ ნაბიჯს დგამს,  მას რომანტიკოსად მიიჩნევენ, როცა იმავეს ქალი აკეთებს – გიჟად.

 

Manolo Blahnik

 

 

 

 Jimmy Choo

 

 

 

 

Christian Dior

 

 

 

 

 

 

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი