იემენელი 10 წლის გოგონა სიცოცხლით ხარობს ზრდასრულ ქმართან გაშორების შემდეგ
.
.
ბერი, რომელიც ვეფხვთან ერთად ტრაპეზობს, საქმით და არა სიტყვით ასრულებს სხვადასხვა რელიგიისთვის დამახასიათებელ მცნებას – “გაუნაწილე ახლობელს შენსას”
.
.
“რძიანი ყავა”. 3-კვირიანი ჩვილი-ალბინოსი საყვარლად ისვენებს ბიძაშვილთან ერთად
.
.
სტერმების ოჯახის შეერთება მამის ტყვეობის შემდეგ ვიეტნამში ომის დროს
.
.
ბალის ყოველდღიურობა. ეტლში მჯდომი გერი ხარობს და სიმღერას აყოლებს მამას ბამბუკის ფლეიტაზე
.
.
ყველას თავისი მოწოდება აქვს. გულზე 23-საათიანი რთული ოპერაციის შემდეგ ქირურგი ფხიზლობს, მაშინ როცა მისი დაღლილი ასისტენტი ფეხზე ვეღარ დგას, 1987წ.
.
.
პაციენტმა კი არა მარტო გულის მძიმე ოპერაცია გადაიტანა, არამედ მეტი იცოცხლა თავის ექიმზეც, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა
.
.
სიკვდილის შემდეგ ადამიანი ცოცხლობს მისი ახლობლების მეხსიერებაში. ტანია სტეინი 2013 წლის 16 ოქტომბერს თავისი ქმრის საფლავზე მათი ქორწინების წლისთავზე მოვიდა
.
.
ბავშვები მოზრდილთა სარკეა. პატარა ლოცვის დროს დიდების ქმედებას იმეორებს
.
.
რა მოწოდებაც უნდა გქონდეს, მუდამ ადამიანად უნდა დარჩე. ჟურნალისტი ბავშვის გადარჩენისას სამოქალაქო ომში, 1936
.
.
კორეის ომში დაკარგულ ქმართან 60-წლიანი განშორების შემდეგ, კლარა გრანტი დაღუპულის ცხედართან ემოციებს ვერ იკავებს
.
.
ფილიპინებზე ტროპიკული შტორმის დროს ბიჭმა თავისი ძაღლი გადაარჩინა 2013 წლის აგვისტოში
.
.
უთანასწორო ძალების დაპირისპირება. ადამიანის ბუნტი კორუმპირებული და ყველაფერზე წამსვლელი რეჟიმის წინააღმდეგ. პროტესტი პოლიციის ცეცხლის ქვეშ
.
.
თავისუფლება ძვირი ღირს. რუანდაში ბიჭმა სასწაულით დააღწია თავი სიკვდილის ბანაკს. შედეგები “სახეზეა”
.
.
როცა ძალები აღარ გყოფნის, გარშემო თანამგრძნობი ხალხის არსებობა გჩუქნის სურვილს კიდევ იცოცხლო. ავტობუსში ადამიანები შველიან თვითმკვლელ გოგონას
.
.
თავისუფლება ყველაფერზე მეტია. პროტესტის ახალგაზრდა მონაწილე პეკინიდან, 1989
.
.
გრძნობები – სააშაკარაოზე. მევიოლინე ვერ იკავებს ემოციებს 11 სექტემბერს დაღუპულების მოსაგონარ წირვაზე, ვანკუვერი
.
.
ომმა საზღვრები არ იცის. ის ეხება ბავშვების სუფთა სულებსაც. ეთიოპელი ბავშვი ერბორის ტომიდან
.
.
საღამოს ტირილის შემდეგაც არსებობს დილის სიხარული. რუანდაში გენოციდის შემდეგ შექმნილი პირველი საბალეტო სკოლა
.
.
იგრძენი ლოცვის ძალა. 10 000 ბუდისტი ბერი მთელ დედამიწაზე მშვიდობისთვის სალოცავად შეიკრიბა
.
.
სიჭაბუკის ჯანყი პროტესტის დროს. ირლანდიელი მოზარდი, რომელსაც არ ეშინია შეიარაღებული ჯარისკაცების თავის ემოციებს იარაღის ლულის ქვეშ გამოხატავს
.
.
არაფერს შეუძლია ადამიანში მოკლას ადამიანური. სერჟანტი ფრენკ პრეიტორი გახურებულ კორეის ომში შპრიცით 2-კვირიან კნუტს კვებავს
.
.
ბარიკადების სხვადასხვა მხარეს, თუმცა მაინც ერთად. ამერიკელ ჯარისკაცს ავღანელი გოგონა უსაფრთხო ადგილას მიჰყავს
.
.
შორეული ეთიოპიელი ქალიშვილებისთვისაც არ არის უცხო მაღალი მოდა. მურსის ტომის გოგონამ პირველად გადაშალა ჟურნალი “ვოგი”
.
.
მეხანძრემ ინდიანაში საკუთარ სიცოცხლის რისკის ფასად 6 წლის ბავშვი გადაარჩინა
.
.
ხმელეთის კიდეზე ცხოვრება თავისი გზით მიედინება. პოლარული წრის მიღმა, ტაზის ნახევარკუნძუილზე მცხოვრები ბავშვები
.
.
სიყვარულის ძალა უსაზღვროა. გვატემალელი გოგონა საყვარელ კატას ეფერება
ფოტოები, რომლებსაც გულგრილად ვერ შეხედავ 2
12:30 - 09 მარტი, 2015 წ.
კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ეკო
მადლობა დუდანა, ფოტოები ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ასეთი გამონათქვამი არსებობს “სურათი ათასობით სიტყვად ღირსო!” ზოგიერთი მათგანი რაღაც მესიჯს ატარებს, ზოგიერთი ჩვენს ემოციებსა და განწყობას ინახავს. საოცრებაა!
მაგარია
დუდუნა, ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ.დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ თვქენ ფოტო კოლაჟებს.მადლობა,რომ აკეთებთ საზოგადოებისათვის ასეთ საინტერესო თემებს.
ძალიან ვისიამოვნე,ცრემლებამდე…
ცრემლები მომადგა, საოცრად ემოციურიააა
დიდი მადლობა ამ ადამიანური ღირებულებების გამოაშკარავებისათვის.მე მეტირება ასეთ უანგარო თავგანწირვაზე.ღმერთმა დალოცოს ყველა ვისაც სურვილი უჩნდება ვიღაცის დახმარების.გაიხარე