პოსტები ტეგზე -"მარი ელენ მარკი"

diflucan one pricecost of diflucan 150 mg female viagra where to buy

სან-დიეგოელმა ტიმ მანტოანიმ გადაწყვიტა ცნობილი კადრების ავტორების სახეები დაენახვებინა მსოფლიოსთვის.  მისი ფოტოალბომი ”Behind Photographs: Archiving Photographic Legends’”ფოტოგრაფების პორტრეტებს და მათ ნამუშევრებს შეიცავს. ტიმი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ ალბომზე, ამბობს: ახლა, როდესაც ნებისმიერს შეუძლია გახდეს ფოტოგრაფი, მნიშვნელოვანია, დავანახოთ ხალხს, რომ ლეგენდარულ კადრებს შემთხვევით ვერ გადაიღებ.  პროფესიონალი ფოტოგრაფების პორტრეტებით მანტოანი პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ – ”ამ ადამიანების გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ფოტოები, რომელთა ფასს დროთა განმავლობაში ვხვდებით”…

.

ჯეკ ნიკოლსონი  (ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა)

.

მარი ელენ მარკი პენსილვანიაში (აშშ) 1940 წელს დაიბადა. 9 წლისა ფოტოგრაფიამ  გაიტაცა. 1962 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა,  სპეციალობით სახვითი ხელოვნება და ხელოვნების ისტორია. 1967 წლს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ფოტოჟურნალისტიკას მიჰყო ხელი და  შემდგომ გადასაღებ მოედნებზე ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. მარკის ფოტონამუშევრები 40 წელიწადზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდება.