პოსტები ტეგზე -"ლორენცო აჯიუსი"

ლორენცო აჯიუსს ხშირად ”ფოტოგრაფიის რაინდს” უწოდებენ – და ეს მხოლოდ ლამაზი მეტაფორა არ გახლავთ. ლორენცო მალტელი რაინდების პირდაპირი შთამომავალია. დაიბადა 1962 წელს მალტაზე, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში ხელოვნება შეისწავლა. ფოტოგრაფიით სერიოზულად 1983 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ დაინტერესდა,  როდესაც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Vogue, ELLE, Vanity Fair.  ფოტოგრაფს აღიარება  საკულტო ფილმ Trainspotting-ისთვის გადაღებულმა პოსტერებმა მოუტანა და სუპერვარსკვლავად აქცია.


.