სარდინია – ბედნიერების კუნძული

სარდინიამ დიდი ხანია შეიძინა ისეთი ადგილის სახელი, სადაც იხარჯება დიდი ფული, გზებზე კი ხანდახან “ფერარისა” და “მაზერატის” საცობებია. აქ არის ხმელთაშუა ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კურორტი პორტო ჩერვო, ხოლო აქაური უძრავი ქონების მფლობელთა სია რეგულარულად ქვეყნდება “ფორბსში”. მაგრამ ეს არაა ყველაფერი სარდინიის შესახებ. ძვირფასი კურორტები კუნძულს, რასაკვირველია, სჭირდება, მაგრამ სამოთხეში ადგილი მაინც ყველასთვის მოიძებნება – მათთვისაც, ვისაც ფეხით ან ველოსიპედით მოგზაურობა უყვარს და ღამეს ათევს პატარა სასტუმროებში, კემპინგებში ან სულაც პლაჟზე.
.

.

სარდინია ერთ-ერთია ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილის სამი დიდი კუნძულიდან. სარდინიაზე, ისევე როგორც ყველა მათგანზე ჩამოყალიბდა საკუთარი განუმეორებელი კულტურა, ენა და ტრადიციები.
.
.

იქ ჩასვლა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ზამთრობით ესტუმრებით მთის სოფლებს, ზღვაზე კი შტორმის სურათებს გადაიღებთ, ზაფხულში იცურავებთ და პლაჟზე გაირუჯებით.
.
.

ზოგი ჭირი მარგებელიაო – რომ არა მალარიის გამუდმებული ეპიდემია, რითაც სარდინიის მცხოვრებლები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ გაწამებულნი, ხმელთაშუა ზღვის ეს კუნძული, საეჭვოა, გამხდარიყო ასე მაგნიტივით მიმზიდველი მდიდარი და გამოჩენილი ხალხისთვის.
.
.

.
.

მდიდრული კურორტების ადგილზე ახლაც იდგებოდა მებადურთა ქოხები, ხოლო თვალისმომჭრელი სილამაზის ყურეებში სუპერთანამედროვე იახტების ნაცვლად, ტალღებზე იქანავებდა პაწაწინა ნავები. მინდვრებზე კი ცხვრებს სიმშვიდეს არ დაურღვევდა სპორტული ავტომობილების ძრავების ღმუილი.
.
.

.
.

მაგრამ, გასული საუკუნის შუა ხანებში სარდინიისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა – მალარიასთან საბრძოლველად ამერიკელი ექიმების გუნდი ჩამოვიდა. ეპიდემია დაამარცხეს, “პრიზის” სახით კი კუნძულმა მსოფლიოს პოპულარობა შეიძინა.
.
.

ერთ-ერთმა მოვლინებულმა ამერიკელმა ექიმმა, რომელსაც არ შეეძლო არ შეენიშნა აქაურობის გამორჩეული ბუნებრივი სილამაზე, ამის შესახებ ამერიკაში დაბრუნებისას უამბო თავის მეგობარს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან აღა ხანს. ეს უკანასკნელი კი გახლდათ ძველი სპარსული დინასტიის მემკვიდრე, მილიონერი-პლეიბოი, ჰედონისტი და ავანტიუსტი კარგი გაგებით, რომელმაც გადაწყვიტა კუნძული-საოცრება თავისი თვალით ენახა.
.
.
აღა ხანი სარდინიას ეწვია და კუნძული შეუყვარდა. მას მაშინვე დაებადა იდეა, სარდინია იტალიურ სან-ტროპედ ექცია. სახსრებთან დაკავშირებით მას პრობლემა არ ჰქონია და მუშაობაც გაჩაღდა. რეკორდულად მოკლე დროში იტალიის მივარდნილი ადგილი ფუფუნების ოაზისად იქცა და ფრანგულ “ლაჟვარდოვან სანაპიროს” სერიოზული კონკურენტიც გამოუჩნდა – ზურმუხტოვანი სანაპირო , ანუ იტალიურად კოსტა სმერალდა.

 

კალიარი – სარდინიის დედაქალაქი

 

EFMFXN Cagliari, Sardinia, Italy old town skyline.

 

კალიარი – კუნძულ სარდინიის ადმინისტრაციული ცენტრი – ”ანგელოზების ყურეში” (Golfo degli Angeli) მდებარეობს.

 

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე უძველესი ქალაქი მრავალჯერ იქნა დაპყრობილი სხვადასხვა ცივილიზაციების მიერ. 1324-1720 და 1798-1815 წლებში ქალაქი სარდინიის სამეფოს დედაქალაქი გახლდათ, რომელიც 1861 წელს იტალიის სამეფოს შეუერთდა. ქალაქი მნიშვნელოვანი რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი გახდა.

 

2

 

მთლიანობაში, კალიარის მდიდარი ისტორია გააჩნია. ქალაქი ხან პიზის და ხანაც ესპანეთის მმართველობის ქვეშ იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს კალიარი ძლიერ დაზიანდა, მაგრამ შემდეგში ხელახლა აღადგინეს. ქალაქის ორივე ნაწილში – შუასაუკუნეების და ჩვენი დროის – დატკბებით უამრავი სასახლეებით, ტაძრებით და პატარა მყუდრო ქუჩებით.

 

კოსტა სმერალდა

 

4

 

სარდინიის სანაპიროების ჩრდილო-აღმოსავლეთით 55 კილომეტრზე გადაჭიმული კოსტა სმერალდა (Costa Smeralda, “ზურმუხტოვანი სანაპირო”) – ელიტური ტურიზმის ცენტრია ქვიშიანი შესანიშნავი პლაჟებით, წყნარი ყურეებით და ეფექტური მთის მასივებით.

 

 

3

ეს ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია მთელ კუნძულზე თავისი უმაღლესი ხარისხის სასტუმროებითა და პლაჟებით, რესტორნებითა და მაღაზიებით და მთლიანი კუნძულოვანი იტალიის ყველაზე თვალწარმტაცი პეიზაჟებით.

 

გარდა ამისა, კოსტა სმერალდაში იახტ-კლუბებისა და პორტების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა მთელ მსოფლიოში.

 

5

 

ცნობილი ფეხბურთელები და იახტსმენები, ოლიგარქები და კინოვარსკვლავები შვებულებას კოსტა სმერალდას ფეშენებელურ პლაჟებზე ატარებენ.  სანაპიროს შერჩევა კი სირთულეს წარმოადგენს, რადგან ადგილობრივი პლაჟები ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.

 

კოსტა სმერალდას პოპულარული კურორტები გახლავთ პორტო ჩერვო, კალა გრანუ, პორტო როტონდო და პანტოჩია.

 

7

 

პორტო ჩერვო – სანაპიროს ცენტრია, აქ ტანსაცმლისა და საიუველირო ნაწარმის  ყველაზე ექსკლუზიური ბუტიკები, უამრავი რესტორანი, სასტუმრო და ჩოგბურთის კლუბია განთავსებული.

 

8

 

6

 

მთავარი საფეხმავლო ქუჩა, ანუ სანაპირო – პაიცეტა-დელი-არჩი, საიდანაც უძვირფასესი იახტებით გადატენილ ულამაზეს პორტში ხვდები. პორტო ჩერვო არქიტექტორ ლუიჯი ვიეტის მიერ არის დაპროექტებული და ქალაქური დიზაინის შედევრად მიიჩნევა.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

 

2

 

1

 

ტერმინი ”ექსკურსია” სარდინიისთვის ცოტათი ხმამაღლა ჟღერს. ეს უფრო კუნძულის სხვადასხვა საინტერესო ადგილების მონახულებაა. მაგალითად, ქალაქი სასარი ცნობილია თავისი ეკლესიებით: სან-ნიკოლა, მადონა-დელ-როსარიო, სან-ანტონიო და სან-ჯოვანი-დი-ბოსკოვე. არანაკლებ საინტერესოა პალაცეტო-დ’უზინის სასახლე, ცნობილი პოლკის ჯოვანი-დი-ბოსკოვეს მუზეუმი, პალაცო-დელ-პროვინჩა, ასევე, შუასაუკუნეების კედლების ფრანმენტები და შადრევანი როზელო. სასარის მახლობლად შუასაუკუნეების ქალაქი კასტელსარდო და კუნძულის ეროვნული პარკი ასინარა მდებარეობს.

 

 

3

 

5

 

კუნძული სანტ ანტიოკო პალმასის ყურეში ცნობილია, როგორც ფინიკიელების ერთ-ერთი პირველი დასახლება და რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. პატარა ქალაქ ალგეროში ყურადღებას იმსახურებს ეკლესია, ქათქათა პლაჟი ლიდო, კაპო-კაჩას კლდეები და კუნძულის ულამაზესი გამოქვაბულები, რომლებიც გროტო-ნეტუნოს კომპლექსში შედის.

 

DCIM100MEDIA

 

ქალაქ ნუოროს მშვენებად მიიჩნევა ცენტრალური მოედანი პიაზა-სებასტიანო-სატა, უძველესი ეკლესია დელე-გრაციე, ნობელის ლაურეანტი მწერლის გრაცია დალედას მუზეუმი და ქრისტეს ქანდაკება კლდის წვერზე ქალაქის მახლობლად.

 

 

8

 

7

 

ძველი რომაული პორტი ოლბია პირველ რიგში კოსტა სმერალდას მრავალკილომეტრიანი პლაჟებით არის ცნობილი. მთის რაიონებში კი უამრავი არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლია, მათ შორის ნურაგები და ”გიგანტების სასაფლაო” არცაკენის მახლობლად.

 

9

 

ქალაქ იგლესიასში ბიზანტიური ეკლესია სან-სალვატორე, ქალაქის ციხე-სიმაგრის ფრაგმენტები, გოტიკური ტაძარი სანტა-კიარა და სამთო საქმის მუზეუმი შეგხვდებათ.

 

სარდინიული სამზარეულო

 

3

 

სარდინია მოგზაურებისთვის არამხოლოდ ბუნების სილამაზითა და პლაჟებით არის მიმზიდველი, არამედ, უნიკალური მდიდარი სამზარეულოთი. ბუნებრივია, სარდინიას  იტალიური ფავორიტები გააჩნია თავის მენიუში, მაგალითად, პიცა და პასტა.

 

2

 

თუმცა, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი რეცეპტებით მომზადებული კერძები, რომლებსაც კუნძულის ნებისმიერ რესტორანში შემოგთავაზებენ, როგორც ხელმისაწვდომ ტრატორიებში, ასევე, პორტო ჩერვოს ყველაზე გლამურულ რესტორნებში.

 

4

 

5

 

6

 

სარდინიული სამზარეულო მარტივ და ნატურალურ პროდუქტებზეა დაფუძნებული: შესანიშნავი ხორცი, ზღვის პროდუქტების კერძები, სხვადასხვა სახის ყველი, ზეითუნის ზეთი, და რა თქმა უნდა, ადგილობრივი უგემრიელესი ხილი და ბოსტნეული, რომელიც სარდინიული მზით არის გაჟღენთილი.
.
.

 

 

 

ამბობენ, ვინც ერთხელ მაინც იყო სარდინიაზე, ის უცილებლად დაბრუნდება კიდევ, კიდევ და კიდევ… ჩანს, ამის მიზეზია, რომ შოუ ბიზნესის ვარსკვლავები, ევროპული არისტოკრატია, ოლიგარქები თუ “დოლჩე ვიტას” სხვა მოყვარულები არ ღალატობენ ჩვევას – დაისვენონ კუნძულ სარდინიაზე.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.


.
.

.
.

.
.


.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ლალი says:

    მართლაც და, სამოთხეა! დიდი მადლობა დუდანა, რომ გვაზიარეთ ამ ზღაპრულ სილამაზეს! <3

  2. :*** says:

    საოცრად ნიჭიერი და მაგარი გოგო ხარ დუდანაააა. წარმატებები…

  3. თიმოტე says:

    ძალიან მიყვარს სარდინია,ხალხიც განსაკუთრებულად სამხრეთულია))))ერთია ცუდი-მომრავლადა ემიგრანტები და
    მანდ ყოფნა ნელ-ნელა სამოთხედან ჯოჯოხეთს ემსგავსება(((9

დამიტოვეთ კომენტარი