ლაპლანდია: ზღაპრული მოგზაურობა სანტა კლაუსის სამყაროში

1

 

 

ლაპლანდია – ზღაპრული პროვინცია, ფანტასტიური ბუნებითა და უნიკალური კულტურით – ფინეთის ტერიტორიაზეა განლაგებული.

ამ ადგილებში, თავისი პირველყოფილი ბუნებით – ტყეებითა და მთებით, უამრავი მდინარითა და ტბით, სუფთა ჰაერით, პოლარული ღამით, ყოველ ახალ წელს უამრავი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ოცნებობენ ადგილობრივი სილამაზით დატკბობაზე და ბავშვობის შორეულ ზღაპარში აღმოჩენაზე.

 

 

2

 

ბავშვებისთვის კი ეს გახლავთ საშუალება, ცოცხლად იხილონ ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და შვედი მწერლის – სელმა ლაგერლეფის წიგნებში აღწერილი ადგილები.

 

მოგზაურობას როვანიემიდან ვიწყებთ

 

3

 

როვანიემის  ისტორია მე-15 საუკუნეში იწყება. ეს ჩრდილოეთის ქალაქი პოლარული წრიდან 8 კილომეტრში და ჰელსინკიდან 800 კილომეტრში მდებარეობს.

 

4

 

გასაკვირი არ არის, რომ ზამთარში  როვანიემი  ლაპლანდიის ყველაზე საყვარელი კურორტი ხდება დიდებისთვის და პატარებისთვის – სწორედ აქ ატარებს უდიდეს დროს საშობაო სამზადისში ყველასათვის საყვარელი საახალწლო პერსონაჟი სანტა კლაუსი (ფინურად – იოულუპუკი). სწორედ აქ, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სანტა კლაუსის ცნობილი სოფელი.

 

სანტა კლაუსის სოფელი ლაპლანდიაში

 

სანტა კლაუსის წარმოშობის ისტორია წმინდა ნიკოლაუსს უკავშირდება. ეს ქრისტიანი წმინდანი სიცოცხლეში მალულად ეხმარებოდა უპოვრებსა და ბავშვებს.  წმინდა ნიკოლაუსის დღეს საჩუქრების დარიგების ტრადიცია მოგვიანებით საშობაოდ ბავშვების დასაჩუქრების ტრადიციად ტრანსფორმირდა. ამას კი დიდი სიამოვნებით აკეთებს თანამედროვე სანტა კლაუსი.

 

5

 

ლეგენდის თანახმად, სანტას საიდუმლო საცხოვრებელი და სახელოსნო, სადაც საშობაო საჩუქრები მზადდება, მდებარეობს მთა კორვატუნტურიზე. მაგრამ, ვინაიდან  საიდუმლო ადგილსამყოფელის შესახებ ხმა დაირხა, სანტამ გადაწყვიტა ხალხში გამოცხადებულიყო და საამისოდ პოლარულ წრეზე, როვანიემისთან მახლობლად შეარჩია ადგილი.

 

6

 

აქ, ლაპლანდიის პატარა სოფელში, სანტამ დააფუძნა თავისი რეზიდენცია, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სანტა კლაუსი აქ ყოველდღე მოდის, იღებს სტუმრებს, კითხულობს წერილებს (რომლების გაგზავნაც შესაძლებელია მისამართზე: Santa Klaus, 96930 Arctic Circle, Rovaniemi, Finland), და  იგებს, თუ რაზე ოცნებობენ ბავშვები და როგორი საჩუქრების მიღება სურთ საშობაოდ.

 

7

 

სანტა კლაუსის სოფელში, გარდა სანტას ოფისისა და ფოსტისა, განთავსებულია ტურისტული კოტეჯები, უამრავი მაღაზია და რესტორანი, ირმების ფერმა. ზამთარში, სოფლის მოედანზე უამრავ გორაკებს აგებენ, საიდანაც სრიალი უფასოა. სოფლის ცენტრში დიდი ნაძვის ხე დგას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დროშებით რთავენ. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს და სადღესასწაულო ატმოსფეროა შექმნილი.

 

 

სანტა კლაუსის ოფისი – სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობა

 

9

 

კაბინეტში მოხვედრა ოფისის გრძელი დერეფნის გავლით არის შესაძლებელი, სადაც სანტა და მისი უცვლელი დამხმარეები – გნომები – სიხარულით იღებენ სტუმრებს. ვიზიტისთვის განკუთვნილ დროში უნდა ეცადო მოუთხრო სანტას, თუ რა არის შენს ცხოვრებაში უმთავრესი, ჩაიფიქრო სურვილი და მოკალათდე მის გვერდით.

მასთან ურთიერთობა რთული სულაც არ არის, რადგან სანტამ უამრავი უცხო ენა იცის. კარგ და დამჯერე ბავშვებს სანტა ასაჩუქრებს.

 

 

სანტა კლაუსის ფოსტა

 

9

 

ეს გახლავთ ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო სანტა კლაუსის ოფისის სტუმრობის შემდეგ. აქ შეგიძლია შეუკვეთო წერილი სანტასგან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. წერილის შედგენასა და გაგზავნაში მხიარული ელფები დაგეხმარებიან. აქვე იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვების წერილებს და შემდეგ გადასცემენ სანტას.

საინტერესო სტატისტიკა: 1980 წლიდან სანტა კლაუსმა 16 მილიონზე მეტი წერილი მიიღო.

 

ფოსტა, ისევე როგორც სანტას ოფისი, მთელი წლის განმავლობაში მუშაობს.

 

12

 

სოფელში კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც საინტერესო რიტუალი უკავშირდება: ეს გახლავთ პოლარული წრის გეოგრაფიული და ამავდროულად ზღაპრული საზღვრის კვეთა, რომელიც თეთრი ველით არის გამოსახული და დატანებულია წარწერა ” Arctic Circle”.

 

 

11

 

ყველაზე გამბედავებს, ანუ ვინც ამ საზღვარს გადაკვეთს, ელის სამახსოვრო სერთიფიკატის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი.

 

 

სანტა-პარკი – ელფების ჯადოსნური გამოქვაბული

 

13

 

სოფლის მახლობლად სანტას მიწისქვეშა პარკი მდებარეობს, რომელშიც მხიარული ელფები ბინადრობენ. ეს გახლავთ გვირაბებისგან შემდგარი ნაგებობა, რომელიც პირდაპირ კლდეშია გამოჭრილი.

 

14

 

სანტა-პარკში თავგადასავლები და მრავალფეროვანი გართობა თითოეულ სტუმარს ელის. განსაკუთრებით, ბავშვები მხიარულობენ აქ. ელფების სკოლაში შეგიძლია დაეუფლო სხვადასხვა ელფურ სიბრძნეებს, ისწავლო საშობაო ღია ბარათების ლამაზი კალიგრაფიით წარწერა.

 

15

 

ყველაზე გამორჩეულ ”მოსწავლეებს” კი ახალგაზრდა ელფის კურსდამთავრებულის დიპლომს გადასცემენ.

მისის კლაუსის საკონდიტროსა და სამზარეულოში არამხოლოდ დააგემოვნებთ, არამედ, თავადაც ისწავლით ჯანჯაფილის თაფლაკვერების ცხობას.

 

16

 

ყინულის პრინცესის სამეფო კი გაგაოცებთ ჩრდილოეთის ცხოველებისა და ზღაპრული პერსონაჟების სკულპტურებით ყინულის გალერეაში.

 

ასევე, ელფები მოგიწყობენ მხიარულ მოგზაურობას მაგიური მატარებლით, რომელსაც ”წელიწადის დროები” ეწოდება. ითამაშებთ ფიფქებით სავსე უზარმაზარ ბურთში ან სათამაშო მოედანზე Angry Birds.

 

 

პარკი ”არქტიკული ზამთრის სამყარო”

 

17

 

კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილი პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის მდებარეობს სანტა კლაუსის სოფლის მახლობლად. მაგრამ ეს პარკი მხოლოდ ზამთარში მუშაობს – დეკემბრის დასაწყისიდან მარტამდე.

 

18

 

და ყოველ წელს ეს კომპლექსი, რომელიც უნიკალური სასტუმრო-იგლუსგან, საბავშვო გორაკებისგან, კაფე-ბარებისგან და ლამაზი სკულპტურებისგან შედგება, ხელახლა შენდება თოვლისა და ყინულისგან.

 

19

 

ყინულის გორაკებზე სრიალით დაღლილებს, ყინულის კაფე-ბარებში ბავშვებს ყინულის ჭიქებში ჩასხმული კენკრის წვენები, დიდებს კი – რაიმე უფრო მაგარი სასმელები ელით.

 

10

 

არ შეიძლება, დატოვო ეს ადგილები ისე, რომ ძაღლების ან ირმების მარხილით არ გაისეირნო. და რა თქმა უნდა, ძალიან გაგიმართლებთ, თუ მოახერხებთ ჩრდილოეთის ციალის საოცარი სილამაზით დატკბობას.

 

20

 

ბუნების ამ ამოუხსნელი მოვლენის გამოჩენის პროგნოზირება შეუძლებელია. და მაინც, იქნებ სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ საჭირო დროს, საჭირო ადგილას.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. გვანცა says:

    როგორ მოვხვდე სანტას პარკში.
    საოცრებაა, ძალიან ლამაზია

დამიტოვეთ კომენტარი