წიგნის უჩვეულო მაღაზიების 20-ული

წიგნის მაღაზია – ერთი შეხედვით ეს წიგნებით სავსე სტელაჟები და თაროებია. თუმცა, უმთავრესი აქ ინტელექტუალური გარემო, წიგნების გასაოცარი იდუმალება და სიმშვიდეა.
წიგნების მაღაზიაში სიარული ერთგვარი რიტუალია, განსაკუთრებით კი ეს პროცესი იმ ადამიანებს იზიდავს, ვისაც ბეჭდური გამოცემის დამახასიათებელი სურნელი განსაკუთრებულ შეგრძნებებს აღუძრავს.
მწარმოებელთა უმეტესობას სწორად ესმის ამ პროცესის ღირებულება და ცდილობს, კუთვნილ წიგნის მაღაზიაში შეუდარებელი გარემო შექმნას. ამ მასალაში თავმოყრილია მსოფლიოს ოცი საუკეთესო და განუმეორებელი წიგნის მაღაზია.

.

.

1. “Shakespeare & Co”, პარიზი, საფრანგეთი.

მათთვის, ვისაც არქიტექტურა არ იზიდავს, მაგრამ ხიბლავს მაღალინტელექტუალური უწესრიგობა:) აქ წიგნები ყველგან აწყვია, გასასვლელშიც კი.

მაღაზია 1919 წელს გაიხნა. მას ხშირად ერნესტ ჰემინგუეი, ანაის ნინი და ჰენრი მილერი სტუმრობდნენ.

.

.

.

.

.

.

2. “Selexyz”, მაასტრიხტი, ჰოლანდია.  წიგნის მაღაზია ყოფილ დომინიკანურ ეკლესიაშია განლაგებული.

.

.

.

.

.

.

.

3. “Librería El Ateneo Grand Splendid” , ბუენოს აირესი, არგენტინა. 1920 წელს თეატრი წიგნის მაღაზიად გადაკეთდა. სამკითხველო ზონებად გამოყენებული თეატრალური ლოჟები უამრავ ტურისტს იზიდავს.

.

.

.

.

4. “Livraria Lello” , პორტუ, პორტუგალია.   1881 წელს გაიხნა და მსოფლიოში საუკეთესო და ულამაზეს წიგნის მაღაზიად არის მიჩნეული.

.

.

.

.

.

.

.

.

5. “Bookabar”, რომი, იტალია.  თანამედროვე დიზაინი მაღაზიის სპეციალიზაციას უსვამს ხაზს – ხელოვნების წიგნები.


.

.

6. “Cook & Book”, ბრიუსელი, ბელგია. წიგნის მაღაზიებისთვის არადამახასიათებელი, უცნაური დიზაინი.

.

.

.

.

7. “Bookworm”, პეკინი, ჩინეთი.  ინგლისურენოვანი ლიტერატურის მაღაზია.

.

.

8.“Plural”, ბრატისლავა, სლოვაკეთი. ფართე კიბეები სართულებს შორის გადაადგილების საშუალების გარდა სამკითხველო ზონების ფუნქციასაც ასრულებს.

.

.

9. “Livraria da Vila” , სან-პაულუ, ბრაზილია. მთელი მაღაზია – იატაკიდან ჭერამდე წიგნის სტელაჟებისგან შედგება.

.

.

.

.

.

10.   “Cafebreria El Péndulo”, მეხიკო, მექსიკა. მაღაზიას გამწვანებული ღია ეზო და მშვენიერი კაფეტერია აქვს.

.

.

11.“The Last Bookstore”, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. დიდი სივრცე, მაღალი ჭერი და სვეტები საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს.

.

.

12. “Atlantis Books”, სანტორინი, საბერძნეთი. საკურორტო ქალაქის მზიანი და მყუდრო მაღაზია .

.

.

.

.

13. “Corso Como Bookshop”, მილანი, იტალია. მაგიდების დიზაინერული კომპლექტი, რომელზეც წიგნები იდეალურადაა დალაგებული.

.

.

.

.

14.  “Poplar Kid’s Republic”,  პეკინი, ჩინეთი. ეს ადგილი განსაკუთრებით ბავშვებს იზიდავს.

.

.

.

.

15. “Bart’s Books”, ოჰაი, კალიფორნია.  უმსხვილესი წიგნის მაღაზია ღია ცის ქვეშ.

.

.

16. “Barter Books”, ოლნვიკი, დიდი ბრიტანეთი. საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტა – წიგნის მაღაზია ანგარში.

.

.

.

.

17. “Ler Devagar”, ლისაბონი, პორტუგალია. მფრინავი ველოსიპედი, მფრინავი წიგნები – ამით ყველაფერია ნათქვამი:)

.

.

18. “Daikanyama T-Site”, ტოკიო, იაპონია. სუპერთანამედროვე წიგნის მაღაზია.

.

.

.

.

19. “The American Book Center”, ამსტერდამი, ჰოლანდია. სივრცის საოცარი ფორმა, გონივრულად შემუშავებული თაროები.

.

.

20. “VVG Something”, ტაიბეი, ტაივანი. პრაქტიკული და ამავდროულად ძველებური ყაიდის მაღაზია.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. გვანცა says:

    ძალიან ლამაზებია. სიამოვნებით ვიყიდიდი ყოველდღე რამდენიმე წიგნს ასეთი მაღაზიებიდან. ან თუნდაც ვიმუშავებდი. <3

  2. ძალიან ლამაზი მაღაზიებია სიამოვნებით ვივლიდი ყოველ დღე მანდ წიგნების შესაძენად

  3. მარი says:

    განსაკუთრებით ყოფილი თეატრი იყო საინტერესო.

  4. მარი says:

    ძალიან კარგი ფოტოებია… საქართველოშიც გვინდა რამე ასეთი, იქნებ კითხვის სურვილი გაუჩნდეს ვინმეს…

დამიტოვეთ კომენტარი