STOPკადრი – მინდიასგან!

doxycycline hyclate online pharmacy
ფოტოგრაფია მისი ცხოვრებაა და ეს სინამდვილეა, ფოტოგრაფიით ცხოვრება კი მოგზაურობაა, ქვეყნიდან ქვყანაში, ერთი რეალობიდან სხვა რეალობაში, საოცრებიდან საოცრებაში და ასე განუწყვეტლივ, ალბათ არასდროს გაჩერდება… მინდია მიდელაშვილი ფოტომოგზაურია, რომელსაც სურს აღიქვას, ნახოს და შეიმეცნოს სამყარო, მისი სილამაზე და უნიკალურობა, მას ნანახი იმისთვის უნდა, რომ გააზიაროს და სხვასაც დაანახვოს, რა უსაზღვროა სილამაზე…
.

თავიდან სულ სხვა პროფესია აირჩია, სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მალე მიხვდა, ფოტოგრაფია ის საქმე იყო, რაც უნდოდა, მოსწონდა და გრძნობდა. ადამიანი, რომელიც თავიდანვე მიხვდა, რომ მინდიასგან ფოტოგრაფი უნდა გამოსულიყო, გია ცხოვრებაძე აღმოჩნდა.
.

ლექტორი, რომელიც სპეციალობას ასწავლიდა, ნიშანს კი ფოტოგრაფიაში უწერდა. გრძნობდა, მინდიას ენთუზიაზმი და მონდომება არ უნდა ჩაექრო.
.

უმაღლესის მერე იური მეჩითოვთან დიდი სკოლა გაიარა, მისი განსაკუთრებული სწავლების მანერა, მისი დამოკიდებულება ფოტოს მიმართ, მისი ფერისა და კომპოზიციის შეგრძნება სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა. მასწავლებელი არ უხსნიდა წესებს, კანონებს, არ უხაზავდა სქემებს და ტვინს არ უჭედავდა სხვადახვა კლასიკოსების მუშაობის სტილით, მან მინდიას საკუთარი ხელწერა აპოვნინა, ფერს თავისი აღქმა დაანახა.
.

ყოველთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი, გამოფენაზე განსაკუთრებით ელოდება ხოლმე და იმაზე ფიქრობს, რას ეტყვის, როგორ შეაფასებს…
.

მოგზაურობა საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება, სულ ასე იყო, ბავშვობიდან. პირველად მთაში რომ წავიდა, 14 წლის იყო, ალპინიადას გაჰყვა, სტუდენტებთან ერთად დაიპყრო მისთვის ყველაზე დიდი მწვერვალი- მოგზაურობის დაუშრეტელი სურვილი და კადრის დაჭერის უნარი. დაუვიწყარი იყო ის დღეები…
.

მას შემდეგ სულ მოგზაურობს, სულ ბოდიალობს, ხან საქართველოში და ხანაც მის ფარგლებს გარეთ. მთა ძალიან უყვარს, მთის ხალხის განსაკუთრებული ტრადიციები, ვაჟკაცობა და სიამაყე ავსებს თვითონაც. ადამიანებში ერთგულებას აფასებს, მისთვის ყველაზე ძვირი კაცის მიერ მიცემული პირობაა. ახსოვს, ერთხელ მთაში ხეტიალობდა, სადაც უღამდებოდა, კარავსაც იქ შლიდა, დილას მზის სხივის სასიამოვნო სითბო და ჩიტის ჟღურტული აღვიძებდა.
.

ადამიანებიც გაიცნო, დაუმეგობრდა… სახლში ეპატიჟებოდნენ, ქართული სუფრა, სადღეგრძელოები… თუმცა მინდიამ მოკრძალებული მადლობა გადაუხადა და კარავში ძილი არჩია, ოჯახის უფროსი ღამისთვის თბილ საბანს დაჰპირდა: შეგცივდება, ჩვენში ცივი ღამეები იცის… შუა ღამემდე ელოდა დაპირებულს, ბოლოს სიცივემ აიტანა, მაგრამ ეს სიცივე არა ტემპერატურის, არამედ გაწბილების ბრალი უფრო იყო, არ უნდოდა შთაბეჭდილება შეცვლოდა, მთის კაცის სიტყვა წმინდათა წმინდა იყო მისთვის. შუა ღამეს კარგად გადაცილებული იყო, მის კარავს ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა, საბანი მიუტანა და ბოდიშები უხადა: მამაჩემს საქონელი დაეკარგა, მთის წვეროზე ავედით საძებნელად, გზიდან მომაბრუნა, მინდიას საბანი დავპირდი და მიუტანეო… ასეთია მინდიასთვის ქართველი კაცი. იმ დილას ბედნიერებისგან გაღიმებულს გაეღვიძა…
.

ბედნიერი კაცი შეარქვეს, ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ენთუზიაზმითა და ახლის ძიების სურვილითაა შეპყრობილი, არასდროს ჩერდება ერთ ადგილას, არც უსამართლობა თუ სხვადასხვა დაბრკოლება აჩერებს, ჯიუტად მიიწევს წინ. მისი ღიმილი კოსმოსში დადებით ენერგიად იგზავნება და უკან დედამიწაზე წარმატებად უბრუნდება. ალბათ ამაზეა ნათქვამი: “რასაც დასთეს, იმავეს მოიმკი”….
.

ცხრა წლის წინ მამა გახდა, მას მერე მთლიანად შეიცვალა მინდიას ცხოვრება, გაიაზრა, რომ იმ დღის მერე მარტო აღარასდროს იქნება. ახლა მისი ვაჟი ცხრა წლისაა, ცდილობს დამოუკიდებელი და სწორად მოაზროვნე ადამიანი გაზარდოს. მისთვის შვილი პირველივე წუთიდან პიროვნება იყო, თვლიდა რომ თოთოსაც თავისი ხასიათი, სურვილები და არჩევანი ჰქონდა. დღემდე ასე ზრდის, ცდილობს მასვე მისცეს არჩევანის საშუალება და თუნდაც არასწორი გზით წავიდეს, თვითონვე მიხვდეს და გამოასწოროს შეცდომა. მამა-შვილობა ეს ხომ მთელი ფილოსოსფიაა. ყველაფერს ურჩევნია შვილის გვერდით გატარებული დრო, საათი, წუთი, წამი… ცდილობს ცხოვრების წამის მეასედიც კი გამოიყენოს და უქმად არ გაატაროს. მინდია უსაქმურობის დროს იღლება, ხოლო საქმის კეთების დროს ისვენებს…
.

ახლა მარტოა და სიყვარულს ეძებს, კიდევ ერთ სიყვარულს… მაშინ როცა ცოლი მოიყვანა ეგონა რომ უკვე დიდი იყო, რომ სწორედ ეს იყო რაც ჭირდებოდა. მერე ერთ დღესაც ყველაფერი დამთავრდა… თუმცა მაინც არ ნანობს, ეს ნაბიჯი რომ არა დღეს მამა არც იქნებოდა. რამდენიმე წლის წინ კიდევ უყვარდა, ძალიან უყვარდა, ისე, რომ განშორებისას ფიზიკურ ტკივილსაც კი გრძნობდა. ყოველი დღე მისით იწყებოდა და მისითვე ღამდებოდა, ყოველი წუთი იმას ფიქრობდა, რა გაეკეთებინა მისთვის, რითი გაეხარებინა. საჩუქარი? ეღიმება, რატომღაც ინდოეთიდან ჩამოტანილი საფულე ახსენდება, რომელიც პატარ-პატარა წერილებით გატენა. როგორი გულწრფელი იყო… ეიფორია ოთხ წელიწადს გაგძელდა, მერე რატომღაც ყველაფერი გაშავთეთრდა და ამ კადრში მთავარი სევდა აღმოჩნდა. დაშორდნენ. ალბათ ასე ჯობდა, ან არც… არავინ იცის…
.
buy orlistat australiabuy xenical amazon order cialis cheap
მოგზაურობის გარეშე ალბათ ვეღარც იცხოვრებს, ამბობს, რომ მას აზია ეძახის. ნამყოფია ტაილანდში, ინდოეთში, ბოლოს ამ ქვეყანაში ერთ თვეს ცხოვრობდა, ამ საოცარი ფერების ქვეყანაში…
.

ტაიალანდი სამოთხეა დედამიწაზე, წყნარი მდინარე, სადაც ნავით მიცურავ, იღებ, ფიქრობ, მოგწონს. შენთან ნავითვე მოცურდება ტაილანდელი ქალი, რომელიც გულწრფელად გაგიღიმებს და ხილს შემოგთავაებს… იქ თითქოს ყველა ბედნიერია, არც ახალი ტექნოლოგიები აღელვებთ და არც ბოლო დროის ყველაზე აქტუალური შეკითხვა: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე… დღე დღეს მისდევდა ტაილანდში, კადრი კადრს, ყველაფერი კი ცხოვრების ლამაზ მოგონებებში ინახებოდა. ტაილანდში ის ნახა, რაზეც არაერთი წელი უოცნებია.
.

ტომი, რომელიც ცხოვრობს ერთ სოფელში, ტომი, რომლის სანახავად არაერთი ტურისტი მიდის ტაილანდში, ტომი, რომელსაც პა დონგი ჰქვია. ისინი არ გადიან სოფლის გარეთ, მათი ცხოვრება თითქოს დაკონსერვებულია, იქ არაა ცივილიზაცია, ისინი ცხოვრობენ იმისთვის, რომ ტურისტმა ფული გადაიხადოს და შემდეგ დაათვალიეროს.
.

ერთი შეხედვით მათი ამბავი ძალიან სევდიანია, თუმცა, ამავე დროს საინტერესო და ეგზოტიკურიც. ქალებს კისერზე რგოლი აქვთ, რომელიც ზოგჯერ 5 კილოგრამსაც კი იწონის, ისინი ცხოვრობენ და არც ცხოვრობენ… არავინ იცის რა ჯობს, ჩვენთან თუ იქ შორეულ ტალანდში…
.


ამონარიდი მინდიას დღიურიდან: “ისინი ლტოლვილები არიან, ცხოვრობდნენ ბურმაში, ახლა კი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში გადმოსახლდნენ. ცხელზე ცხელი სოფელი, ბამბუკითა და ჩალის სახლებით ნაშენები სახლები… უცნაურ სიჩუმეს მხოლოდ მიწით ამოგანგლული ბავშვების წამოძახილები არღვევდა… დილაა, გრძელკისერების სოფელში… მამაკაცები ძალიან ბევრს შრომობენ: ძაფებს ახვევენ და მღერიან 🙂 ქალების ძირითადი საქმიანობა ქსოვაა…
.
zoloft price australia100mg of zoloft for anxiety
ასევე სხვადასხვა სუვენირების დამზადება, ტურისტების თვალების გასაჭრელებლად.”… ამ სოფლის მერე იყო ბუდას მღვიმე, სადაც გასაოცარი სიმშვიდე და იდუმალებაა, იქაური ბერები მედიტაციისთვის სწორედ ამ მღვიმეში მიდიან. “იქ ტემპერატურაც განსხვავებული იყო, გრილოდა საკმაოდ და რაც უფრო სიღრმისკენ მიიწევდი, მით უფრო რთული იყო ჟანგბადის პოვნა…”
.

კიდევ ერთი ახდენილი ოცნება, ბევრი ღამის ნაფიქრალი და ვეფხვების ტაძარი: “ყვითელი შავში და პირიქით… უკვე მეშვიდე საღამოა, რაც ვეფვების მონასტერში ვცხოვრობ… ბინდდება. თუ სმენას დაძაბავ, მონასტრიდან ბერების ლოცვის ხმას გაიგონებ. მზე გადაცურდა, მაგრამ მაინც ცხელა. ცხელია მიწა… მოწითალო ფერის… ოცდათორმეტი გრადუსია…
.

რაც უფრო ბინდდება, მით უფრო იმატებს გაურკვეველი ხმები. მონასტრის მიდამოში უამრავი ცხოველი და ფრინველი ბინადრობს: ირმები, აქლემები, კამეჩები, ფარშევანგები, ტახები… ისინი თავისუფლად დაიარებიან, ხოლო ლომები, დათვები, ლეოპარდები რა თქმა უნდა გალიაში არიან.”-ასეთია მინდიას დღიურში აღბეჭდილი ვეფხვების მონასტერი, სადაც ბერები და ეს მტაცებელი ცხოველი მეგობრობენ, სადაც თოთო ვეფხვს ისინი საწოვარათი კვებავენ, სადაც მათი ენა იციან, საოცრებაა…
.


ტაილანდის მერე ინდოეთი იყო, თანაც ორჯერ, უკვე მეორედ პერსონალური გამოფენით MINDIA IN INDIA. მისთვის ეს საოცარი ფერების ქვეყანაა, ადგილი, სადაც ერთხელ აუცილებლად უნდა წახვიდე, ინდოეთი ტაჯმაჰალზე ბევრად მეტია, ის მთელი სამყაროა, ჭრელი და ერთმანეთში არეული ხასიათებით, ფერებით.
.


მეორედ სტუმრობისას გამოფენაზე ერთ ულამაზეს ინდოელს მოეწონა, ისე, რომ სასიძოს სახლში მიყვანა და მშობლების გაცნობაც დააპირა, თან ამშვიდებდა- არ ინერვიულო, ჩემს მშობლებს მოეწონებიო. ეს რომ მოისმინა, მიხვდა, დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა და ეცადა გაერკვია, გოგოს აუხსნა, რომ მას მხოლოდ მეგობრობა უნდოდა… არადა სარი ძალიან უხდებოდა…
.

კიდევ წავა, კიდევ არა ერთ ქვეყანას აღმოაჩენს, ჩვენც სულმოუთქმენლად დაველოდებით მის ჩამოსვლას, მის ფოტოებს, მისი თვალით დანახულს..
.

.
.
buy diflucan 150 mgbuy fluconazole 50mg
.
.
gasex generic cialis female actors
.
.
cost of zyban low cost cialis online generic name for zyban
.
.

.
.
generic cialis real
.
.

.
.

.
.

.
.

.
.
buy pet prednisone Prednisone natural alternative doxycycline price without insurance buy cialis super active
.
.

.
.

.
.
generic cialis 200mg viagra cialis levitra cost comparison
.

www. mindia.ge doxycycline hyclate lowest price treatment with stromectolStromectol 3 mg tablets generic of doxycycline
.
ქეთი მიქანაძე (ჟურნალი ბომონდი) arimidex tabletAnastrozole generic cost
cheapest cialis 20mg online cialis prescription

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. მარი says:

    მომწოოოონს!!

  2. თეა says:

    რა მაგარი ფოტოებია…

  3. დათო says:

    კავსაძის პორტრეტები მომეწონა ყველაზე ძალიან.

  4. ზაზა says:

    მინდიას დიდი მოკითხვა 🙂

  5. ციცო says:

    არაჩვეულებრივი ხარ, ისეთი ამაყი ვარ, თითქოს მე გადავიღე ეს ულამაზესი სურათები!

  6. მაკა says:

    ვაიმე, რა კარგია ნიჭიერი ადამიანი!!! გვიმრავლოს გურჯისტანში <3 <3

  7. LEONINE says:

    მინდია შემიყვარდა,მგონი…………….

  8. ქეთი says:

    მინდია ძალიან ძლიერი ფოტოხელოვანია. მაქვს ბედნიერება ვიცნობდე მას. ძალიან მიყვარს ♥

დამიტოვეთ კომენტარი