ეიმის დაბადებიდან დაყვა წვივის მცირე ძვლების პათოლოგია. ექიმებმა დაასკვნეს, – : ბავშვი ვერასდროს გაივლისო… და 6 თვისას ფეხები მოჰკვეთეს. მაგრამ რა იცოდნენ, მომავალი რას უმზადებდათ – გოგონამ გაიარა, შემდეგ გაირბინა და სიგრძეში ხტომაც დაიწყო სპეციალური პროთეზის საშუალებით.
.
.
.
36 წლის ეიმიმ ბევრს მიაღწია – მოდელის კარიერა გაიკეთა, კინოშიც აქტიურად იღებენ, 1996 წელს ატლანტის პარაოლიმპიურ თამაშებზე ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 100 მეტრი 17.01 წამში გაირბინა და სიგრძეში 3,14 მეტრზე გადახტა.
.
.
.
.
.
.
ეიმის 12 წყვილი პროთეზი აქვს, რომელთა დიზაინი თავად შექმნა. სირბილისთვის ე.წ. ”გეპარდის ფეხებს” – ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებულ პროთეზს იყენებს, სხვადასხვა ღონისძიებაზე დადის სილიკონის ფეხებით, რომლებსაც ნამდვილისგან ვერც გაარჩევთ – მათზე ვენები და თმის ფოლიკულებია დახატული. გარდა ამისა, ეიმის საგანგებოდ Alexander McQueen-ს შოუსთვის აქვს გამჭვირვალე, მინისებური პროთეზი…
.
.
.
.
.
.
.
.
პროთეზების საშუალებით ეიმის სიმაღლის რეგულირება შეუძლია 173-დან 185 სმ-მდე. საკუთარი სხეულის დიზაინერობა ხომ ნებისმიერი ქალის ოცნებაა!
.
.
ეიმი მალინზი თავისი ცხოვრებით ამტკიცებს, რომ უუნარო ადამიანი შეიძლება სუპერუნარიანად გადაიქცეს. უბედურების მიუხედავად, გოგონამ გადაწყვიტა, იყოს ლამაზი, ჯანმრთელი და წარმატებული. და ეს საქმითაც დაამტკიცა.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
საოცარია! ახლა გამახსენდა გამონათქვამი “სანამ ცოცხალი ხარ, სიკვდილი არ გაბედო!”ყოჩაღ ამ გოგოს და მადლობა დუდანა ამ ბლოგისთვის, ამ სურათებისთვის!!!
საოცრებაა! ადამიანის შესაძლებლობებს ხომ საზღვარი არა აქვს. ასეთებს უფალი ფარავს და ეხმარება. ისე, განგება ისე არ დაუხურავს ადამიანს ერთ კარს რომ მეორე არ გაუღოს! აფერუმ მის ქალობას!
საოცრებაა..ეს არის რწმენა მომავლისა…
იქნებ, სათაურში ტერმინი გაასწოროთ? უნარშეზღუდული იგულისხმება ალბათ, ინვალიდი არაკორექტული ფორმაა 🙂
არც უნარშეზღუდული და არც ინვალიდი… შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გამოიყენება როგორც ტერმინი (შშმპ)
#ნათია არც უნარშეზგუდულია სწორი ეგ კიდე დისკრიმინაციააა ….
სწორი ფორმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია ))