ბანკინგი სომალურად

2010 წელს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ჯერ ზიმბაბვეში, ხოლო შემდეგ სომალიში ვალუტა ისე მკვეთრად გაუფასურდა, მოსახლეობა იძულებული იყო ფული ტომრებითა და ურიკებით ეტარებინა. მაშინ ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის საკმაოდ თვალსასეიროდ გამოიყურებოდა. დღევანდელ საქართველოში კი მაშინდელი ერთ-ერთი ილუსტრირებული პოსტის გახსენება შესაძლოა დიდად სასაცილო აღარც იყოს…
.

“სომალილენდი ეს სომალის ნაწილია. აუღიარებელი სახელმწიფო, რომელიც რუკებზე არ არსებობს. ისეთივე როგორც ირანის ქურთისტანი, ტომების ტერიტორიები პალისტანში ან აჩეხის პროვინცია ინდონეზიაში.
.

სომალილენდის ვალუტა შილინგია. ერთი დოლარის ღირებულება 6500-6600 შილინგია. მაშინ როცა ყველაზე მსხვილი კუპიურა 500-შილინგიანია. 100-შილიანგიანების მთელი დასტა სინამდვილეში დაახლოებით მხოლოდ 8 დოლარია.

.
.

100 დოლარის გადახურდავებისას მიიღებთ დაახლოებით 13 დასტა ფულს ანუ მომცრო ტომსიკას, ხოლო 1000 დოლარის გადაცვლის შემთხვევაში – მოზრდილ ტომარას.
.
საბოლოოდ თავისთავად ისე გამოვიდა, რომ ინფლაციის გამო სომალილენდისთვის საკუთარი ფული ქვეყნის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა. გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გამოუშვან მათ 1000-შილინგიანი, 5000-შილინგიანი ან მეტი ნომინალის კუპიურები? ეს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისთვის ერთგვარი ეშმაკობა ხომ არ არის?

სომალილენდის დედაქალაქ ჰარგეისისი ცენტრში უამრავი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურია, სადაც ფულის უზარმაზარი დასტები და შეკვრები დევს. ათასობით დოლარი პირდაპირ ფეხქვეშ ყრია ყოველგვარი დაცვის გარეშე, რადგან აქ საერთოდ არ არის ბანდიტიზმი და ძარცვა.
.
.


გადაცვლის დროს კი შილინგებს აღარავინ თვლის. სადმე დროებით შესანახად ფულის მასის გადატანა კი ურიკებით ხდება – ყოველგვარი ჯავშნიანი ავტომობილებისა და ჯავშანჟილეტიანი მცველების გარეშე.
.
.

თითოეულ ასეთ ურიკაზე რამდენიმე ათეული კგ ფულის მასა ეტევა, რომელიც სავარაუდოდ 10-15 ათასი დოლარის ეკვივალენტურია. საინტერესოა, შეძლება იმიტომაც არ იპარავენ, რომ ასე ძნელი სათრევია?
.
.


.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. დიტო says:

    ა ხალხი ტაჩკებით დააქვთ ფული, ჯიბეში რომ ვერ იდებენ.

  2. გიგა says:

    მთავრობამ, ფურცლები რომ დაარიგს არ უნდათ? ბეჭდვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე კუპიურის ფასია… 🙂

  3. გიორგი says:

    აუ ბიძინას რა გაუჭიდებოდა ცხოვრება აზრდზე ხარ? ტრილერით ივლიდა ბაზარში 🙂

დამიტოვეთ კომენტარი