სასტუმრო 10 000 ნომრით, სადაც არასდროს ყოფილან სტუმრები

ამ სასტუმროს მცხოვრებნი არასდროს მიუღია და ამას თავის ავბედითი მიზეზი აქვს.
გერმანიის კუნძულ რიუგენის განიერ ქვიშის პლაჟზე მსოფლიოში უდიდესი სასტუმრო მდებარეობს. დიდებულ შენობაში, რომელიც პლაჟის გასწვრივ 5 კმ-ზე და მეტადაა გადაჭიმული, 10 000 ნომერია ზღვის ხედით.
.

სასტუმრო უკვე 70 წელია, რაც ცარიელია. ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ეს საზღვაო კურორტი, სახელწოდებით პრორა, ჰიტლერის ბრძანებით ნაცისტების მიერაა აშენებული 1936-1939 წლებში. ამ პერიოდში ჰიტლერი ომისთვის ემზადებოდა, შედეგად, მისი პრიორიტეტები შეიცვალა და სამშენებლო პროექტი საბოლოოდ ვეღარ დასრულდა.
სასტუმრო პრორა განლაგებულია ფართო ყურეს ნაპირებზე ორ გერმანულ ოლქს – ზასნიცსა და ბინცს შორის ვიწრო უდაბურ ადგილზე, რომელიც ლაგუნა იასმუნდერ-ბოდენს ბალტიის ზღვისგან ყოფს.
.

სასტუმროს 5 კმ სიგრძის შენობა ზღვიდან 150 მ-ში იმყოფება
.

რამდენიმე წლის განმავლობაში რეიხის ყველა უმსხვილესი სამშენებლო კომპანია და დაახლოებით 9 ათასი მუშა ამ პროექტით იყო დაკავებული
.

მეორე მსოფლიოს ომის დაწყების შემდეგ მშენებლობა გაჩერდა, ყველა მუშა კი იარაღის ქარხნებში გადაისროლეს
.

მოკავშირეთა მიერ მასირებული დაბომბვების დროს ჰამბურგიდან უამრავი ადამიანმა იპოვა თავშესაფარი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბლოკში
.

ომის შემდეგ სასტუმრო პრორას აღმოსავლეთ გერმანიის არმიის ერთ-ერთი ფორპოსტად იყენებდნენ, გერმანიის გაერთიანების დროს 1990 წელს კი ის ცარიელი იყო.
.

ვრცელი კომპლექსი, რომელიც 20 000 დამსვენებელზე იყო გათვლილი, ნაცისტური პროგრამის – “ძალა სიხარულის მეშვეობით” – ნაწილი იყო.

ამ პროგრამის მიზანი იყო გერმანელი მუშებისთვის დასვენების საშუალების მიცემა და მათ შორის ნაცისტური პროპაგანდის გავრცელება

დიდებულება და მბრძანებლურობა, რომელიც მესამე რეიხის მთელი არქიტექტურისთვის იყო დამახასიათებელი, ამ სასტუმროშიც გამოვლინდა, რომელიც ახლოდან დათვალიერების დროს მძიმე განცდებს იწვევს.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. შალვა says:

    მაქვს2022კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ გორში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ადგილზე შეიძლება აშენდეს რიტუალების სახლი და სასტუმრო რაც მომგებიანი იქნება ყველა ბიზმესმენისთვის გზა მოასვალტებულია 5 მეტრში არის გაზი დენი წყალკანალიზაცია დაინტერესებული პირები დამიკავშირდით 597 141150

დამიტოვეთ კომენტარი