ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე…


ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე, უნგრეთის პარლამენტიდან დაახლოებით 300 მეტრში, 60 წყვილი ძველმოდური რკინის ფეხსაცმელებისგან შექმნილი მონუმენტია განლაგებული.

.

ექსპოზიციის უკან 40 მეტრიანი ქვის სკამი დგას უნგრულ, ინგლისურ და ებრაულ ენებზე წარწერით: ” ფაშისტური პარტია ”ჯვარედინი ისრების” მოხალისეების მიერ დახვრეტილ მსხვერპლთა პატივსაცემად.”
.
.

მონუმენტი სახელწოდებით ” ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე” 1944-45 წლებში დახვრეტილი უნგრელი ებრაელების მემორიალია.
.
.

1944 წელს უნგრეთში ფერენც სალაშის ხელმძღვანელობით შექმნილმა ფაშისტურმა პარტიამ – ”ჯვარედინი ისრები” სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და სრული ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, რის მერეც გამოვლინდა მწვავე ანტისემიტური პოლიტიკა. პარტიის მოხალისეები ქალაქს ძარცვავდნენ და მასობრივად ხვრეტდნენ ებრაელებს: 50-60 კაციან ჯგუფს აყენებდნენ დუნაის სანაპიროზე, ართმევდნენ ძვირფასეულობას, ხდიდნენ ფეხსაცმელს, ხვრეტდნენ და წყალში ყრიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ფეხსაცმელი ძვირად ფასობდა, მას შავ ბაზარზე ყიდდნენ.
.
.

ბუდაპეშტის გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე პარტიის წევრებმა 15 ათასი ებრაელი დახვრიტეს. ომის შემდეგ 255 ათასი გადარჩა, უდიდესი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და ქვეყანაში სულ 100 ათასი ებრაელი დარჩა…
.
.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. მანანა says:

    მიყვარს თქვენი ბლოგი,ყოველთვის საინტერესოა.გაიხარეთ

დამიტოვეთ კომენტარი