
პოლონეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ქართველები უყვართ, კარგად იცნობენ ჩვენს ისტორიას, კულტურას და… სამზარეულოს. ამაში ვარშავაში ვიზიტისას დავრწმუნდი. ჩემთვის, როგორც მოგზაურობის მოყვარულისთვის და ამავდროულად გურმანისთვის, ახალი ქვეყნის სტუმრობა ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობით იწყება. გამგზავრებამდე, აუცილებლად მოვიძიებ ადგილებს, სადაც გემრიელ კერძებთან ერთად, რაიმე განსაკუთრებულსა და საინტერესოს შემოგთავაზებენ. ამ მხრივ, იტალიელები, უდავოდ შეუდარებლები არიან, მაგრამ ვარშავამ სასიამოვნოდ გამაოცა.